სპილენძისა და ვერცხლის ხსნარის დადებითი ზეგავლენა ორგანიზმზე - როდის, რატომ და როგორ უნდა გამოვიყენოთ ის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სპილენძისა და ვერცხლის ხსნარის დადებითი ზეგავლენა ორგანიზმზე - როდის, რატომ და როგორ უნდა გამოვიყენოთ ის

საჭიროა იონატორი. ვერცხლის კოვზზე დავახვიოთ სპილენძის მავთული (უმჯობესია, გამოიყენოთ საბჭოთა წარმოების 916 სინჯის ვერცხლი, მაგრამ არა მოსევადებული, რადგან მის შემადგენლობაში შედის ტყვია). სპილენძის მავთული შეიძლება ამოვიღოთ ძველი სადენებიდან. ლითონები ერთმანეთს აუცილებლად მჭიდროდ უნდა ეკვროდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ (კოვზსა და სპილენძს) შორის წარმოიქმნება ნალექი და იონთა გამოყოფა შემცირდება. მირჩილული მავთულის გამოყენება არ შეიძლება, რადგან მის შემადგენლობაში შედის მავნე ნივთიერებები - ტყვია, კადმიუმი, სტიბიუმი და სხვა. შინაურ პირობებში სამკურნალო ხსნარი შემდეგნაირად შეიძლება მომზადდეს: ჩაასხით წყალი სპილენძის ჭურჭელში და იონიზატორი მასში ჩადეთ.

ხსნარი #1

აიღეთ 1/2-1/2 ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალი, ჩაუშვით მასში იონიზატორი და დატოვეთ 24 საათით.

ხსნარი #2

ჭიქაში მოათავსეთ იონიზატორი, დაასხით 10 მლ ადუღებული წყალი და დააყენეთ 1-2 საათით. #1 და #2 ხსნარებს ძირითადად მომზადებისთანავე იყენებენ გაციებისა და ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკისთვის, იმუნიტეტის გასაძლიერებლად, სპილენძის დეფიციტის პროფილაქტიკისთვის.

ხსნარი #3

იონატორიან ჭიქაში ჩააწვეთეთ 5-6 წვეთი ლიმონის წვენი ან 3-4 წვეთი ძმარი. დაასხით 1/2 ჭიქა ადუღებული წყალი და გააჩერეთ 1/2 საათით გაცივებამდე. ვერცხლის იონები ლიმონისა და ძმრის მჟავებთან ერთად წარმოქმნიან მტკიცე ნაერთებს. ხსნარი შეიძლება შეინახოთ ერთ თვეზე მეტხანს. #3 ხსნარი გამოიყენება დაავადებების მწვავე ფორმის დროს.

ხსნარი #4

მომინანქრებულ ქვაბში ან ცეცხლგამძლე შუშის ჭურჭელში მოათავსეთ იონიზატორი და 0,25 გ ასპირინი, დაასხით 1 ჭიქა წყალი, დაადგით ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ გააცივეთ. თუ გაცხელებისას წყალი აიმღვრა და თეთრი ნალექი წარმოიქმნა, ნუ შეგეშინდებათ - ეს ხსნარის ხარისხზე არ იმოქმედებს. #4 ხსნარი გამოიყენება კანის დაავადებების დროს.

  • გაციების თავიდან ასაცილებლად დილით, კბილების გამოხეხვის შემდეგ, პირის ღრუ და ყელი გამოირეცხეთ სპილენძისა და ვერცხლის ხსნარით, მერე კი გადაყლაპეთ სამკურნალო სითხის 2-3 ყლუპი.

  • მწვავე რესპირატორული დაავადების, გრიპის, ანგინის, ტონზილიტის, სტომატიტისა და პაროდონტოზის დროს 4-5 ჯერ გამოივლეთ პირის ღრუში #2 ხსნარი, მერე კი 2-3 ყლუპი გადაყლაპეთ. გარდა ამისა, თითოეულ ნესტოში ყოველდღიურად ჩაიწვეთეთ 5-6 წვეთი.

  • ჰერპესის საწყის სტადიაში ბამბა დაასველეთ #4 ხსნარში და დაიდეთ დაზიანებულ ადგილას. მსუბუქი მოძრაობებით შეიზილეთ ერთი წუთის განმავლობაში. პროცედურა გაიმეორეთ დღეში ორჯერ სრულ გამოჯანმრთელებამდე. თუ ანთების ადგილას წყლულები გაჩნდა, ხსნარი რამდენჯერმე შეიზილეთ დაზიანებულ ადგილას. თუ სპილენძისა და ვერცხლის წყალს მუდამ ერთსა და იმავე ჭურჭელში ამზადებთ, მის კედლებზე წარმოიქმნება მეწამული ნაფიფქი - სპილენძის ოქსიდი. ნაფიფქი მოაცილეთ ბამბით ან დოლბანდით, მიიდეთ დაზიანებულ ადგილას და გააჩერეთ 2-3 წუთით. პროცედურა გაიმეორეთ 6 საათის შემდეგ.

  • თუ გაქვთ გულის იშემიური დაავადება, ჰიპერტონია, თავის ტვინის სისლის მიმოქცევის დარღვევა, მაშინ დღეში სამჯერ, ჭამამდე, მიიღეთ 30-40 მლ #1 ხსნარი. ეს გააუმჯობესებს გულის სისხლის მიმოქცევას და შეამცირებს სპილენძის დეფიციტს.

  • შაქრიანი დიბეტის დროს სპილენძის შემცველობა ორგანიზმში ნორმასთან შედარებით 2-4-ჯერ ნაკლებია. მისი ნორმის აღსადგენად ჩვეულებრივი წყლის ნაცვლად სვით სპილენძისა და ვერცხლის ხსნარი. ეს სისხლში შაქრის დონეს შეამცირებს.

  • ტროფიკული წყლულისა და დიაბეტური ტერფის დროს გაიკეთეთ სპილენძის აბაზანები: მომინანქრებულ ჭურჭელში მოათავსეთ იონიზატორი, დაუმატეთ 20 ტაბლეტი 0,5-გრამიანი ასპირინი და 1,0 ლ ადუღებული წყალი. დააყენეთ 24 საათი, ჩაასხით 37-40-გრადუსიან აბაზანაში. პროცედურები ჩაატარეთ 10-15 წუთის განმავლობაში ყოველ საღამოს, ძილის წინ. კურსი მოიცავს 5-8 აბაზანას. დაავადებების სიმძიმის შესაბამისად, კურსი შეიძლება 4-6-ჯერ გაიმეოროთ.

  • სახსროვანი პათოლოგიებიდან განსაკუთრებულ სირთულეებს ართრიტები გვიქმნიან. გაიკეთეთ სპილენძისა და ვერცხლის წყლით სახსრის თბილი კომპრესები დღეში 1-2-ჯერ.

  • ალერგიული დაავადებების დროს ლითონებით მკურნალობა შეუცვლელია, რადგან სპილენძის იონები ხელს უშლიან ალერგენების უჯრედებში შეღწევას. ბრონქული ასთმის, ჭინჭრის ციების, პოლინოზის დროს ყოველდღიურად უზმოზე მიიღეთ #1 ხსნარი 2-3 ყლუპი, ხოლო კანის დაზიანებული უბნები დაიზილეთ #4 ხსნარით.

  • ნაწლავთა პოლიპოზი ხშირად კიბოს მიზეზად იქცევა. სპილენძისა და ვერცხლის იონებისა და ასპირინის ზემოქმედებით პოლიპები გაიწოვება, მაგრამ ამისთვის საჭიროა, ისინი ნაწლავის ლორწოვანზე მოხვდნენ. მიიღეთ 1/4 ჭიქა #4 ხსნარი ჭამის დროს, დღეში სამჯერ, ამასთანავე, სასურველია, რაციონში იყოს რაც შეიძლება მეტი ცილოვანი საკვები - ხორცი, თევზი, მარცვლეული, კაკალი.

  • გასტრიტის, დუოდენიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს მიიღეთ ჭამამდე #1 ხსნარის 2-3 ყლუპი. ამ დროს მცირდება ანთებითი მოვლენები და ხორცდება წყლული. კურსი 15-10-დღიანია. გახსოვდეთ: გასტრიტის, დუოდენიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, საშვილოსნოდან სისხლდენის და ასპირინზე ალერგიის დროს #4 ხსნარის მიღება დაუშვებელია. იგი უნდა შეიცვალოს #1 ხსნარით.

  • ფსორიაზის, ეგზემის, ნეიროდერმიტის მკურნალობა განსაკუთრებულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. მხსნელად აქაც სპილენძისა და ვერცხლის ხსნარები გვევლინება. მიიღეთ #1 ხსნარი 2-3 ყლუპი დღეში სამჯერ, ჭამამდე. გარდა ამისა, კანის დაზიანებული ნაწილები დაიზილეთ #3 ხსნარში დასველებული ხსნარით (კურსის ხანგრძლივობა სამი კვირაა).

  • მიკოზების (კანის სოკოვანი დაავადება) დროს დღეში 3-4 ჯერ გაიკეთეთ საფენები ან დაიბანეთ დაზიანებული ადგილები #4 ხსნარით, ხოლო ჭამამდე მიიღეთ #1 ხსნარის 2-3 ყლუპი.

  • პიოდერმიის დროს (კანის სტრეპტოკოკული და სტაფილოკოკური ინფექციური დაავადება) დღეში 3-ჯერ ერთი საათით გაიკეთეთ საფენები ან დაიბანეთ დაზიანებული ადგილები #4 ხსნარით. კანის სველი ანთებისას საფენები უსარგებლოა - ამის ნაცვლად კანი ამავე ხსნარით უნდა ჩამოიბანოთ, შემდეგ კი აუცილებლად ჰაერზე გაიშროთ.

  • ფერიმჭამელების დროს დილა-საღამოს სახე #3 ხსნარით გაიწმინდეთ.

  • ნაწოლების დროს კარგ შედეგს იძლევა #4 ხსნარის თბილი საფენები, რომელსაც 20-30 წუთით აფენენ დაზიანებულ ადგილას. მკურნალობის ხანგრძლივობაა სამ კვირამდე. გახსოვდეთ: სპილენძისა და ვერცხლის ხსნარების გამოყენება დაუშვებელია ვილსონ-კონოვალოვის დაავადების დროს. იმისთვის, რომ გაიგოთ, გაქვთ თუ არა ალერგია სპილენძსა და ვერცხლზე, მკურნალობის დაწყებამდე ბამბა ხსნარში დაასველეთ და ლეიკოპლასტირით დაიმაგრეთ მაჯაზე, შიგნითა მხარეს. თუUერთი საათის განმავლობაში ის ადგილი გაწითლდა ან გაღიზიანდა, ე. ი. სპილენძითა და ვერცხლით მკურნალობა თქვენთვის უკუნაჩვენებია.