რა დაგვეხმარება ბრონქოსპაზმით გამოწვეული შეტევისას - ანისული ამოხველებას აადვილებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა დაგვეხმარება ბრონქოსპაზმით გამოწვეული შეტევისას - ანისული ამოხველებას აადვილებს

ამოხველებას ბრონქოსპაზმის დროს შვება მოაქვს, ამიტომ იმ ფიტოთერაპიულ საშუალებებს შორის, რომლებსაც ამ პათოლოგიის საწინააღმდეგოდ იყენებენ, ამოსახველებელ საშუალებებს განსაკუთრებული ადგილი უკავია.

ნახველს კარგად ათხელებს და ამოხველებას აადვილებს ანისული. 1-2 ჩაის კოვზ ნაყოფს დაასხით 200 მლ მდუღარე და მიიღეთ 1/3 ჩაის ჭიქა დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

კარგია ევკალიპტის ფოთლის ნახარშიც: 10 გრამ (2 სადილის კოვზ) ნედლეულს დაასხით 200 მლ მდუღარე და მიიღეთ თბილი, 1/3 ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ ჭამის შემდეგ. განსაკუთრებული თვისებები აქვს ხარისჩლიქას. მისი ფესვის ნაყენის მოსამზადებლად 20 გრამ ნედლეულს დაასხით 200 მლ სპირტი. მიიღეთ 15-25 წვეთი დღეში 3-4-ჯერ.

გაითვალისწინეთ: ხარისჩლიქა შხამიანი მცენარეა, ამიტომ მისი მომზადებისა და მიღებისას უნდა გამოიჩინოთ სიფრთხილე და მკაცრად დაიცვათ დაწესებული დოზა! ხარისჩლიქას მიღება აკრძალულია ზოგიერთი დაავადების, მაგალითად, სტენოკარდიის, და ორსულობის დროს.

ამოხველებაში დაგეხმარებათ ძირტკბილას ფესვის ნაყენიც: 2 სადილის კოვზ ნედლეულს უნდა დაასხათ 400 მლ მდუღარე, დააყენოთ 2 საათით, გაწუროთ და მიიღოთ 1/3 ჩაის ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამამდე.

ინჰალაციები

ინჰალაციები ერთსა და იმავე დროს ნახველის გათხელებასაც უწყობს ხელს და ბრონქის კედლის გლუვკუნთოვან გარსსაც ადუნებს.

1. შეტევისას მოხარშეთ კარტოფილი, გაფცქვენით, რბილობი შეაჭამეთ პაციენტს, ცხელ-ცხელი ნახარში (ნაფცქვენითურთ) კი სახესთან მიუტანეთ, გადააფარეთ თავზე პირსახოცი და ასუნთქეთ ცხელი ორთქლი. პერიოდულად შეასვენეთ და ამ შუალედებში ასვით წითელი მოცვის ცხელი ჩაი.

როგორც კი შვებას იგრძნობს, ჩააწვინეთ საწოლში და კარგად ჩაათბუნეთ. ამ საშუალების რამდენიმეჯერ გამოყენების შემდეგ ბრონქოსპაზმი საგრძნობლად გაიშვიათდება. შედარებით სუსტი სპაზმის დროს მხოლოდ მოცვის ჩაიც იკმარებს.

2. არანაკლებ სასარგებლოა გვირილისა და ევკალიპტის ფოთლის ინჰალაციები. 1 ჩაის კოვზ სააფთიაქო გვირილას გამომშრალ ყვავილს და 2 ჩაის კოვზ ევკალიპტის დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 0,5 ჭიქა წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე.

ნახარში გააჩერეთ ნელ ცეცხლზე, შემდგომ მკვრივი ქაღალდისგან გააკეთეთ გრძელი კონუსი და მისი საშუალებით ავადმყოფს პირდაპირ ცეცხლზე მდგარი ნახარშის ორთქლი ასუნთქეთ. ერთი პროცედურის დროს საკმარისია 80 ღრმა შესუნთქვა ცხვირით.

წაიკითხეთ სრულად