კითხვა და ჭადრაკის თამაში ალცჰაიმერის დაავადებას 5 წლით ამუხრუჭებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კითხვა და ჭადრაკის თამაში ალცჰაიმერის დაავადებას 5 წლით ამუხრუჭებს

შემსწავლელი ცენტრის თანამშრომლები.

მკვლევარებმა გაანალიზეს ორი ათასამდე ადამიანის მონაცემები. მათი საშუალო ასაკი შეადგენდა 80 წელს. მონაწილეთაგან კვლევის დასაწყისში არც ერთს არ აღენიშნებოდა მომავალი დემენციის სიმპტომები. შვიდი წლის განმავლობაში ამ ადამიანებს ყოველწლიურად უტარდებოდათ სამედიცინო გამოკვლევები და კოგნიტიური უნარების ტესტირება.

ამას გარდა, მონაწილეებში, ხუთ ქულიანი შკალით აფასებდნენ ინტელექტუალურ დატვირთვის ხარისხს. კერძოდ, განვლილი წლის განმავლობაში რამდენად ხშირად კითხულობდნენ წიგნებს, თამაშობდნენ შაშს, ჭადრაკს, კარტს, სამაგიდო თამაშებს, აწყობდნენ პაზლებს.

შვიდი წლის განმავლობაში ალცჰაიმერის დაავადებასთან დაკავშირებული დემენცია გამოუვლინდა 457 მონაწილეს. ამასთან, მაქსიმალური კოგნიტიური აქტივობის ადამიანებს (რაც შეესაბამება კვირაში რამოდენიმეჯერ ინტელექტუალურ ვარჯიშს) დემენცია აღენიშნებოდა საშუალოდ 94 წლის ასაკში, ხოლო მინიმალური კოგნიტიური აქტივობის ადამიანებში საშუალოდ 89 წლის ასაკში, ანუ ხუთი წლით ადრე.

სასიხარულოა ის, რომ ამ მარტივი და ხელმისაწვდომი მეთოდებით ვარჯიშის დაწყება არასოდესაა გვიან, მაშინაც კი თუ 80 წელს გადააბიჯეთ.

აღსანიშნავია, რომ დემენციის დაწყების ასაკი არ არის დაკავშირებული განათლების დონესთან და რამდენად იყო ადამიანი ახალგაზრდობაში ინტელექტუალურად აქტიური. ძირითად ფაქტორს წარმოადგნს მხოლოდ ხანდაზმულ ასაკში კოგნიტური აქტივობის ხარისხი.