ლითონებით გამოწვეული ალერგია - რა უნდა ვიცოდეთ? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ლითონებით გამოწვეული ალერგია - რა უნდა ვიცოდეთ?

ზოგიერთი ქალი კანზე გამონაყარის შიშით უბრალო ლითონისგან დამზადებულ სამკაულს ვერ იკეთებს, რა არის მიზეზი? ალერგია?

საყურემ, ბეჭდებმა, სამაჯურებმა, ქამრის ბალთებმა შეიძლება ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს, თუ ნიკელის, ქრომის, კობალტის და მოლიბდენის შენადნობებისგან იქნება დამზადებული. განსაკუთრებით ბევრს აქვს პრეტენზია ნიკელის მიმართ.

ადამიანი ლითონების მიმართ ალერგიის შესახებ მოულოდნელად იგებს: შეიძლება თვეობით მოუხსნელად ატაროს სამკაული, მაგრამ ერთ დღეს უცბად დაეწყოს ქავილი. შეხების ადგილას კანი წითლდება, შუპდება, იწყება ქავილი, ჩნდება პატარა ბუშტუკები, შემდეგ - ქერქი და იწყება აქერცვლა.

როცა ადამიანს ეს სიმპტომები პირველად უჩნდება, შიში იპყრობს: მაგალითად, მუცელზე ქავანა ლაქის გაჩენისას მუნზე ფიქრობს, არადა, ეს ქამრის ბალთაზე კანის რეაქციაა, ანუ კონტაქტური დერმატიტი. ექიმების მონაცემებით, ნიკელის შემცველ შენადნობთან შეხებისას ასეთი კონტაქტური დერმატიტი უჩნდება ადამიანთა 30%-ს. აქედან უფრო მეტი ქალია.

ლითონზე ალერგიის პრობლემის მოგვარება, ერთი შეხედვით, ადვილია: არ გაიკეთოთ ის სამკაული, რომელიც ალერგიას იწვევს. სინამდვილეში ეს სულაც არ არის მარტივი, რადგან ნიკელი მარტო სამკაულებში კი არა, სხვა ნივთებშიც გვხვდება. მაგალითად, ამ ლითონს შეიცავს - ელვა, ღილები, გასაღებები, ჯინსებზე შესაკრავები, ჭურჭელი, მონეტები და სხვა.

ნიკელს შეიძლება ძვირფასი ლითონისგან დამზადებული სამკაულის ტარების დროსაც შეეხოთ, ამით აიხსნება საქორწინო ბეჭედზე ალერგია. სიმკვრივის მოსამატებლად ოქროს (ოქრო რბილი ლითონია) უმატებენ სხვა ლითონებს, მათ შორის, ნიკელს (თუ სამკაული 585 სინჯისაა, ეს იმას ნიშნავს, რომ მასში ოქრო მხოლოდ 58.5 პროცენტია).

სამწუხაროდ, ალერგიის გამომწვევთან კონტაქტის შეწყვეტით იწყება ნებისმიერი სახის ალერგიის მკურნალობა. თუ არ მოიხსნით ალერგიის გამომწვევ ბეჭედს ან საყურეს, არ ელოდოთ პრობლემის მოგვარებას.

ალერგიის პრობლემის წინაშე შეიძლება დადგეს ადამიანი, რომელსაც ესაჭიროება სტომატოლოგიური იმპლანტანტები. სტომატოლოგია-ორთოდონტიაში ნიკელი გვირგვინების და ბრეკეტების დასამზადებლად გამოიყენება. თუ ოდესმე გქონიათ ალერგია ლითონზე, ამის შესახებ უნდა აცნობოთ ექიმს, ის კი, თავის მხრივ, გეტყვით, რა მასალისგან დაამზადებს გვირგვინს. იმპლანტის გადანერგვამდე უნდა გაიკეთოთ ალერგიული ტესტები.

ნიკელზე ალერგიის მქონე ადამიანებმა სპეციალური დიეტა უნდა დაიცვან: კვების რაციონიდან უნდა ამოიღონ თხევადი ყველი, შვრიის პროდუქტები, შოკოლადი, შებოლილი თევზი, თითქმის ყველანაირი თხილეული, ალუბალი, სიმინდი, პომიდორი, სოია, კაკაო, ჩაი, ალკოჰოლი. მჟავე საკვები (კენკრა, ციტრუსი, ხილი, კომბოსტოს მჟავე) უნდა ჭამონ იშვიათად და საკვები მოამზადონ მინის, თიხის ან ემალირებულ ჭურჭელში.