თუ არ მოხდა ლიმფური სისტემით ორგანიზმის გასუფთავება, დაავადება გარდაუვალია- როგორ შევინარჩუნოთ იმუნიტეტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თუ არ მოხდა ლიმფური სისტემით ორგანიზმის გასუფთავება, დაავადება გარდაუვალია- როგორ შევინარჩუნოთ იმუნიტეტი

- რას წარმოადგენს აუტოიმუნური დაავადებები?

- ეს ის დაავადებებია, რომლებიც მიმდინარეობს ანტისხეულების პათოლოგიური გამომუშავებით ან ავტოაგრესიული კლონური უჯრედების გამრავლებით ჯანმრთელთა წინააღმდეგ. ავტოიმუნური დაავადებებია სისტემური წითელი მგლურა, დერმატომიოზიტი და სხვა.

ამ დროს მკურნალობა ტარდება იმუნოსუპრესორებით, კორტიკოსტეროიდებით, ანტიბიოტიკებით, რაც კიდევ უფრო აქვეითებს იმუნიტეტს, ამიტომ დაუშვებელია მათი გამოყენება ექიმის დანიშნულების გარეშე.

- როგორ შევუნარჩუნოთ ორგანიზმის დამცავ სისტემას ოპტიმალური მდგომარეობა?

- უჯრედამდე სისხლი ერთი სახის - არტერიულ სისხლძარღვებს მიაქვს, ხოლო გამოაქვს ორი სახისას - ვენურსა და ლიმფურს. ლიმფური სისტემა ბოლომდე ჯერ კიდევ შეუსწავლელია, მაგრამ ერთი რამ ცხადია: თუ არ მოხდა ლიმფური სისტემით ორგანიზმის გასუფთავება, დაავადება გარდაუვალია.

ამისთვის საჭიროა ვიტამინებითა და მიკროელემენტებით (C, A, ე ვიტამინები, თუთია, რკინა, სელენი) მდიდარი საკვები: ნიორი, ხახვი, კივი, გრეიფრუტი, ლიმონი, ნატურალური ღვინო ზომიერად, ნატურალური თაფლი, მწვანე ჩაი, სალათის ფურცლები, ოხრახუში, ლობიო, ნესვი, ხორბალი, ყვავილოვანი კომბოსტო, თევზი, ნიგოზი და თევზის ქონი, რომელიც შეიცავს ომეგა 3-სა და ომეგა 6-ს.

ეს არის უჯერი ცხიმოვანი მჟავები - ძლიერი ანტიოქსიდანტები. მინდა, ვახსენო იოდის კონცენტრატიც, რომელიც მრავალი ევროპული ქვეყნის სამედიცინო სამსახურების გაიდლაინებშია შესული როგორც აუცილებელი საკვები ბიოდანამატი. ეს არ არის მოლეკულური იოდი, ეს არის იოდის კონცენტრატი, რომლის განსაზღვრული რაოდენობა შარდით გამოიყოფა.

უჯრედშორისი სივრციდან უჯრედთა კვება მათი დეპოლარიზაციის თვისების გამო იოდის გარეშე წარმოუდგენელია. ზემოთქმულიდან გამომდინარე, გირჩევთ: ჯანსაღ, დაბალანსებულ კვებას, გაკაჟებას, ზომიერ ვარჯიშს, სწორ, რაციონალურ დასვენებას, სტრესული სიტუაცებისთვის თავის არიდებას. ამას ვერ შეედრება ვერც ერთი ფარმაკოლოგიური პრეპარატი.

XVIII საუკუნის ფრანგი ექიმი ტისო წერდა: "მოძრაობამ შეიძლება შეცვალოს ნებისმიერი წამალი, მაგრამ სამყაროს ყველა სამკურნალო საშუალება ერთად აღებული ვერ შეცვლის მოძრაობას". მხოლოდ ჯანსაღი სხეულისა და ჯანსაღი სულის ერთობლიობა ქმნის ჯანსაღ პიროვნებას. ასე რომ, გვიყვარდეს ერთმანეთი და თავი ჩვენი.

წაიკითხეთ სრულად