როგორ გადავიტანოთ სიცხე - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი

კითხვა-პასუხი

როგორ გადავიტანოთ სიცხე

როგორ გადავიტანოთ სიცხე
ცხელ ამინდში კარგად განიავებულ შენობაში სჯობს რომ ვიმყოფებოდეთ და დავლიოთ სუფთა წყალი ან თბილი მწვანე ჩაი, რომელიც ცივი სასმელებისაგან განსხვავებით სწრაფად იწოვება და კლავს წყურვილის გრძნობას.

მათ, ვისაც განსაკუთრებით უჭირს სიცხესთან გამკლავება, სჯობს მაქსიმალურად შეიკავონ თავი გარეთ გასვლისაგან და განსაკუთრებით უნდა მოერიდონ მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებას, ატარონ მსუბუქი თავსაბურავი. დღის განმავლობაში სასარგებლოა გრილი შხაპის მიღება.

სიცხეში მიღებული სითხის ოდენობა 1.5-2-ჯერ მეტი უნდა იყოს ჩვეულებრივთან შედარებით. სიცხეში ძლიერდება სითხის კანიდან აორთქლება, რის გამოც წყალს ვკარგავთ. აუცილებელია წყლის ბალანსის ანაზღაურება. სასურველია დავლიოთ ოთახის
ტემპერატურის ან გრილი წყალი და არა ყინულიანი.

უარი უნდა ვთქვათ ტკბილ გაზიან სასმელებზე. თავი შევიკავოთ ლუდისა და სხვა ალკოჰოლური სასმელებისაგან. ისინი უფრო მეტად არღვევენ წყალ-მარილოვან ბალანსს შარდმდენი ეფექტის ხარჯზე და უარყოფითად მოქმედებენ ნერვულ სისტემაზე.

მაღალი ტემპერატურის დროს უნდა ვატაროთ ღია ფერის მსუბუქი ბუნებრივი ქსოვილის ტანსაცმელი.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
კატეგორიის სხვა სტატიები
ამგვარი რეკომენდაციას იძლევიან რაშის უნივერსიტეტის (აშშ. ჩიკაგო) სამედიცინო ცენტრის ალცჰაიმერის დაავადების
ბიჟუტერიის სამკაული მეტ-ნაკლებად ყველასთვის ხელმისაწვდომია, მაგრამ ბევრისთვის სხვა მიზეზით ხდება მიუწვდომელი:
საკვების მონელების პროცესის ამა თუ იმ რგოლის მოშლისას,
მზის მცხუნვარე სხივები უარყოფითად მოქმედებს თმის სიჯანსაღესა და შესახედაობაზე.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
საკვების მონელების პროცესის ამა თუ იმ რგოლის მოშლისას,
არსებობს უამრავი კოსმეტიკური პროდუქტი, რომლებიც მსხლის ინგრედიენტებსაც შეიცავს.
მზის მცხუნვარე სხივები უარყოფითად მოქმედებს თმის სიჯანსაღესა და შესახედაობაზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად