ვიტამინები, რომლებიც შილაკისგან "გადაღლილ" და დაზიანებულ ფრჩხილებს სჭირდება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვიტამინები, რომლებიც შილაკისგან "გადაღლილ" და დაზიანებულ ფრჩხილებს სჭირდება

  • A ვიტამინი ასტიმულირებს ფრჩხილების ზრდას, უნარჩუნებს მას ჯანსაღ სტრუქტურას და რელიეფს. ამ ვიტამინს შეიცავს ბულგარული წიწაკა, სტაფილო, გოგრა. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ A ვიტამინი არ შეიწოვება ცხიმებისა და ცხოველური ცილების გარეშე. მისი მიღების პარალელურად რაციონში უნდა შევიტანოთ ცხიმიანი პროდუქტები, მაგალითად, ნაღების კარაქი, მცენარეული ზეთი, ხორცი, ღვიძლი.

  • E ვიტამინი იდეალურად ეთანაწყობა A ვიტამინს, რადგან მასავით ცხიმში ხსნადია. ის აუცილებელია ფრჩხილის ფირფიტის ელასტიკურობისა და აქტიური ზრდისთვის. E ვიტამინით მდიდარია ნიგოზი, კვერცხი, პარკოსნები, მარცვლოვნები და მცენრეული ზეთი.

  • B ჯგუფის ვიტამინების უკმარისობა ფრჩხილზე ღარების, თეთრი ლაქებისა და ნახეთქების გაჩენას იწვევს. მნიშვნელოვანია ამ ჯგუფის ყველა ვიტამინი: B1, B2, B3, B5, - რადგან მათში სხვადასხვა კონცენტრაციითაა სასარგებლო ნივთიერებები. B ჯგუფის ვიტამინები არეგულირებს ორგანიზმში სითხის ბალანსს და აქტიურად აკავშირებს კერატინის ქერცლს, რომლისგანაც შედგება ფრჩხილი, ანოტივებს მას და ამაგრებს. ყველაზე მეტ B ვიტამინს შეიცავს ღერღილი მარცვლეულის პური, ნიგოზი, მწიფე პომიდორი, საფუარი და ბარდა.

  • C ვიტამინი არა მარტო ზოგად, არამედ ადგილობრივ იმუნიტეტსაც ამაღლებს. ფრჩხილებს ის სიმაგრესა და ელასტიკურობას მატებს და სოკოსგან იცავს. ამ ვიტამინის უკმარისობის დროს ფრჩხილის ფირფიტა თხელდება და ტყდება. C ვიტამინი აუმჯობესებს A და E ვიტამინების შეწოვას. მას დიდი ოდენობით შეიცავს ასკილი და ქაცვი. შედარებით ნაკლებია ციტრუსებში.

  • D ვიტამინიც აუცილებელია ფრჩხილებისთვის, რადგან სწორედ მისი დახმარებით შეიწოვება კალციუმი, რომელიც ფრჩხილების სიმაგრეზეა პასუხისმგებელი. D ვიტამინის აუცილებელი ულუფის მისაღებად საკმარისია დღეში ნახევარი საათით მზეზე სეირნობა - ორგანიზმი თავად ასინთეზებს ამ ვიტამინს. მარაგი შეიძლება შევივსოთ ზღვის თევზით, კვერცხით, ყველით.

  • H ვიტამინი (ბიოტინი) უზრუნველყოფს ფრჩხილის საშენი მასალის, კერატინის, მაღალ ხარისხს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ფრჩხილების მდგომარეობის გაუარესება ბიოტინის მცირე უკმარისობასაც კი შესძლებია. H ვიტამინის ძირითადი წყაროა ქათმის კვერცხის გული, სოკო, ნიგოზი, სუბპროდუქტები.

ყველა ამ ვიტამინის მიღება საკვებიდანაც შეიძლება, მაგრამ თუ ვერ ხერხდება რაციონში ვიტამინებით მდიდარი პროდუქტების ჩართვა, თქვენს განკარგულებაშია მზა ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი. არსებობს საგანგებო კომპლექსები ფრჩხილებისათვის. მათ შემადგენლობაში, ვიტამინებთან ერთად, შედის ფრჩხილისთვის სასარგებლო ისეთი მინერალებიც, როგორებიცაა სელენი, ფოსფორი, რკინა, ნიკოტინის მჟავა და ფთორი.

იხილეთ რეცეპტები