ვიტამინები, რომლებიც შილაკისგან "გადაღლილ" და დაზიანებულ ფრჩხილებს სჭირდება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი

კითხვა-პასუხი

ვიტამინები, რომლებიც შილაკისგან "გადაღლილ" და დაზიანებულ ფრჩხილებს სჭირდება

ვიტამინები, რომლებიც შილაკისგან "გადაღლილ" და დაზიანებულ ფრჩხილებს სჭირდება
რომელი ვიტამინები და მინერალები კვებავს ფრჩხილის ფირფიტას და რომლის დეფიციტი აავადებს ფრჩხილებს?
  • A ვიტამინი ასტიმულირებს ფრჩხილების ზრდას, უნარჩუნებს მას ჯანსაღ სტრუქტურას და რელიეფს. ამ ვიტამინს შეიცავს ბულგარული წიწაკა, სტაფილო, გოგრა. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ A ვიტამინი არ შეიწოვება ცხიმებისა და ცხოველური ცილების გარეშე. მისი მიღების პარალელურად რაციონში უნდა შევიტანოთ ცხიმიანი პროდუქტები, მაგალითად, ნაღების კარაქი, მცენარეული ზეთი, ხორცი, ღვიძლი.

  • E ვიტამინი იდეალურად ეთანაწყობა A ვიტამინს, რადგან მასავით ცხიმში ხსნადია. ის აუცილებელია ფრჩხილის ფირფიტის ელასტიკურობისა და აქტიური ზრდისთვის. E ვიტამინით მდიდარია ნიგოზი, კვერცხი,
    პარკოსნები, მარცვლოვნები და მცენრეული ზეთი.


  • C ვიტამინი არა მარტო ზოგად, არამედ ადგილობრივ იმუნიტეტსაც ამაღლებს. ფრჩხილებს ის სიმაგრესა და ელასტიკურობას მატებს და სოკოსგან იცავს. ამ ვიტამინის უკმარისობის დროს ფრჩხილის ფირფიტა თხელდება და ტყდება. C ვიტამინი აუმჯობესებს A და E ვიტამინების შეწოვას. მას დიდი ოდენობით შეიცავს ასკილი და ქაცვი. შედარებით ნაკლებია ციტრუსებში.

  • D ვიტამინიც აუცილებელია ფრჩხილებისთვის, რადგან სწორედ მისი დახმარებით შეიწოვება კალციუმი, რომელიც ფრჩხილების სიმაგრეზეა პასუხისმგებელი. D ვიტამინის აუცილებელი ულუფის მისაღებად საკმარისია დღეში ნახევარი საათით მზეზე სეირნობა - ორგანიზმი თავად ასინთეზებს ამ ვიტამინს. მარაგი შეიძლება შევივსოთ ზღვის თევზით, კვერცხით, ყველით.

  • H ვიტამინი (ბიოტინი) უზრუნველყოფს ფრჩხილის საშენი მასალის, კერატინის, მაღალ ხარისხს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ფრჩხილების მდგომარეობის გაუარესება ბიოტინის მცირე უკმარისობასაც კი შესძლებია. H ვიტამინის ძირითადი წყაროა ქათმის კვერცხის გული, სოკო, ნიგოზი, სუბპროდუქტები.

ყველა ამ ვიტამინის მიღება საკვებიდანაც შეიძლება, მაგრამ თუ ვერ ხერხდება რაციონში ვიტამინებით მდიდარი პროდუქტების ჩართვა, თქვენს განკარგულებაშია მზა ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი. არსებობს საგანგებო კომპლექსები ფრჩხილებისათვის. მათ შემადგენლობაში, ვიტამინებთან ერთად, შედის ფრჩხილისთვის სასარგებლო ისეთი მინერალებიც, როგორებიცაა სელენი, ფოსფორი, რკინა, ნიკოტინის მჟავა და ფთორი.

იხილეთ რეცეპტები
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
კატეგორიის სხვა სტატიები
ამგვარი რეკომენდაციას იძლევიან რაშის უნივერსიტეტის (აშშ. ჩიკაგო) სამედიცინო ცენტრის ალცჰაიმერის დაავადების
ბიჟუტერიის სამკაული მეტ-ნაკლებად ყველასთვის ხელმისაწვდომია, მაგრამ ბევრისთვის სხვა მიზეზით ხდება მიუწვდომელი:
საკვების მონელების პროცესის ამა თუ იმ რგოლის მოშლისას,
მზის მცხუნვარე სხივები უარყოფითად მოქმედებს თმის სიჯანსაღესა და შესახედაობაზე.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
საკვების მონელების პროცესის ამა თუ იმ რგოლის მოშლისას,
არსებობს უამრავი კოსმეტიკური პროდუქტი, რომლებიც მსხლის ინგრედიენტებსაც შეიცავს.
მზის მცხუნვარე სხივები უარყოფითად მოქმედებს თმის სიჯანსაღესა და შესახედაობაზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად