გაზაფხული და ქრონიკული დაღლილობის სინდრომი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გაზაფხული და ქრონიკული დაღლილობის სინდრომი

დღე იმატებს, მზე მანათობელი სხივებით გვათბობს, ჩიტები ჭიკჭიკებენ და გულს გვიხარებენ, მალე ზაფხულიც მოვა, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ არის!

გაზაფხულზე ზოგიერთს სეირნობის ძალაც კი არ შესწევს, მუხლები ეკეცება და ფეხებს ძლივს მიათრევს, ისეთ სისუსტეს გრძნობს, რომ ლამისაა დაეცეს, სხეულს ძლივს იმორჩილებს და საწოლიდან წამოდგომის სურვილიც კი არ აქვს. ფიზიკურ უძლურებას, სამწუხაროდ, ფსიქოლოგიური პრობლემებიც ემატება – მოწყენილობა, ცუდი გუნება-განწყობა, დეპრესია და სხვა მრავალი.

რისი ბრალია ყოველივე ეს? ჰიპოვიტამინოზის, ქრონიკული დაღლილობის სინდრომისა თუ გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემათა გამწვავების? ეს ე.წ. „საგაზაფხულო თაიგული“ განსაკუთრებით მარტისა და აპრილისათვის არის დამახასიათებელი.

ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, რომელსაც დღეს „ცივილიზაციის დაავადებად“ მოიხსენიებენ, პირველად ამერიკელმა მკვლევარმა ა. ლოიდმა აღწერა 1984 წელს.

შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ პრაქტიკულად უცნობი ეტიოლოგიისა და პათოგენეზის ეს დაავადება ყოველწლიურად სულ უფრო მასობრივ ხასიათს იღებს და არა მხოლოდ ზრდასრულებთან, არამედ მოზარდებსა და ბავშვებთანაც, შრომისუნარიანობის დაქვეითების, ცხოვრების ნორმალური რიტმის დარღვევის მთავარ მიზეზად გვევლინება.

ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, მოზარდებთან გამოხატული აპათია (ერთგვარი უგრძნობლობა, ემოციების უქონლობა), დეპრესია, ნევრასთენია (ნევროზის ერთ-ერთი ფორმა), მიასთენია (კუნთთა ძლიერი სისუსტე) უხშირესად ქრონიკული დაღლილობის სინდრომის გამოვლინებაა, მკვლევართა ნაწილი აგრესიის მომატებასა და შესაბამისად, კრიმინოგენური ფონის გამძაფრებასაც „ცივილიზაციის დაავადებას“ უკავშირებს.

აშშ-ის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტის (1991 წ.) დადგენილებით, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი არის – „ადამიანის ორგანიზმის სისტემური დაავადება ცენტრალური ნერვული სისტემის დისფუნქციის დომინირებით; რაც შეეხება დაღლილობას – ის დაავადების მრავალფეროვანი სიმტომოკომპლექსიდან ერთ-ერთი ყველაზე მეტად გამოხატული სიმპტომია!“

საყურადღებოა, რომ ქრონიკული დაღლილობა, რომელსაც აღნიშნული სინდრომის დროს განიცდიან პაციენტები, ხანგრძლივი დასვენების შემდეგაც არ ქრება და დროთა განმავლობაში ადამიანის გონებრივი თუ ფიზიკური შრომისუნარიანობის მნიშვნელოვნად დაქვეითების საფუძველი ხდება.

თავდაპირველად მიაჩნდათ, რომ ქრონიკული დაღლილობის სინდრომი უმთავრესად ეკოლოგიურად არასრულყოფილი (დაბინძურებული) რეგიონების პრობლემაა, იმ ზონებისა, სადაც რადიაციის დონე მნიშვნელოვნად მომატებულია და მავნე ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურების ხარისხი მაღალია. ჩამოთვლილი ფაქტორები ნეგატიურად მოქმედებენ იმუნურ სისტემაზე, ასუსტებენ მას (კლინიკურად ეს ეტაპი განისაზღვრება როგორც მომატებული დაღლილობის სინდრომი) და ამით ხელს უწყობენ ლატენტური (ფარული) ვირუსების გააქტივებას. ვირუსული ინფექციის განვითარება – „გაფურჩქვნა“ კი, თავის მხრივ, აზიანებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას. ეს პათოლოგია ვლინდება როგორც ახალგაზრდა, ასევე ხანდაზმული ასაკის ადამიანებთან, ამასთან, ქალბატონებთან უფრო ხშირად ფიქსირდება.

რა იწვევს ქრონიკული დაღლილობის სინდრომის განვითარებას

დღეს ქრონიკული დაღლილობის სინდრომის პათოგენეზს ძირითადად ინფექციური, იმუნური და ნეიროენდოკრინული თეორიებით ხსნიან. ყველაზე არგუმენტირებულ და მიახლოებულ თეორიად ფსიქო-ნეირო-ენდოკრინული თეორიაა მიჩნეული (ეს უკანასკნელი ჰიპოთალამო-ჰიპოფიზური სისტემის დისფუნქციას ეყრდნობა). ცნობილია, რომ ორგანიზმის ნორმალური ცხოველმყოფელობისათვის ფსიქოემოციური დატვირთვებისადმი მისი გამძლეობის (რეზისტენტობის), აგრეთვე მოქმედ სტრესულ ფაქტორებზე საპასუხო რეაქციათა განვითარებისა და საზოგადოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ნერვული, ენდოკრინული (შინაგანი სეკრეციის) და იმუნური სისტემების ნორმალურ ფუნქციობას. სწორედ ამ სისტემების დისფუნქცია (ფუნქციათა მწყობრიდან გამოსვლა), არაკოორდინირებული მუშაობა ხელს უწყობს ქრონიკული დაღლილობის სინდრომის განვითარებასა და პროგრესირებას.

რატომ იჩენს თავს ასე მძაფრად ქრონიკული დაღლილობის სინდრომი მაინცდამაინც გაზაფხულზე

იმიტომ, რომ, რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, წელიწადის დროებს შორის გაზაფხული ყველაზე უფრო მძიმე პერიოდია ადამიანის ორგანიზმისათვის. ამ პერიოდში პიკს აღწევს ჰიპოვიტამინოზი, ორგანიზმი იძულებულია დღე-ღამის რიტმის ცვლილებასთან ადაპტაცია მოახდინოს (სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ზამთრის ძილიანობიდან საგაზაფხულო ღვიძილზე გადავიდეს). ორგანიზმის ჯანმრთელობის მდგომარეობას ამძიმებს კლიმატური პირობების ხშირი ცვლილება, გაზაფხულზე ხომ, დღის განმავლობაშიც კი, ტემპერატურისა და ატმოსფერული წნევის ძლიერი მერყეობა აღინიშნება. გარდა ამისა, ზამთარში, კერძოდ, თებერვალში გადატანილი ვირუსული თუ ბაქტერიული ინფექციების შემდეგ ორგანიზმი ვერ ასწრებს მომძლავრება-მომჯობინებას. ყოველივე ეს კი საოცარ სისუსტეს და ქრონიკული დაღლილობის სინდრომისათვის დამახასიათებელ სხვა სიმპტომებს აძლევს დასაბამს.

როგორ უნდა შეხვდეთ გაზაფხულს

იმისათვის, რომ ქრონიკული დაღლილობის სინდრომი და სხვა უსიამოვნებანი ვერ მოგეძალოთ, გაზაფხულს სხვა შემართებითა და ცხოვრების ახლებური წესით უნდა შეხვდეთ:

  • მოიწესრიგოთ დღის რეჟიმი;
  • დროულად დაწვეთ დასაძინებლად და დილაობით აუცილებლად ივარჯიშოთ. ყოველივე ამას, ისევე როგორც ძილის ხანგრძლივობას, გაზაფხულზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება;
  • დღის განმავლობაში აუცილებლად გამოყოთ დრო სუფთა ჰაერზე სეირნობისთვის;
  • საკვები რაციონი მაქსიმალურად გაამდიდროთ ცილებით (მოხარშული ხორცი, თევზი) და ვიტამინებით (ხილი და ბოსტნეული).