რომელი ვიტამინების ნაკლებობას უკავშირდება მტვრევადი ფრჩხილები და რეცეპტები, რომლებიც პრობლემის გამკლავებში დაგეხმარებათ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რომელი ვიტამინების ნაკლებობას უკავშირდება მტვრევადი ფრჩხილები და რეცეპტები, რომლებიც პრობლემის გამკლავებში დაგეხმარებათ

ვერტიკალური ხაზები

ჰიპოთირეოიდიზმის მანიშნებელია. ამას გარდა, ის ვიტამინ B12-ის, ან რკინის ნაკლებობაზე შეიძლება მეტყველებდეს.

თუმცა, თუ რკინის ნაკლებობა გაქვთ, მაშინ 2 ვერტიკალური ხაზი გექნებათ, რომლებიც უფრო დიდია.

სუსტი და მტვრევადი ფრჩხილები ფოლატის ნაკლებობასაც ახასიათებს (ფოლიუმის მჟავას მარილი), რაც მეტყველებს იმაზე, რომ თქვენ საკამარისი რაოდენობის ბოსტნეულს არ ღებულობთ.

ის მწვანე მცენარეებშია - მიირთვით სალათის ფურცლები, კომბოსტო, ისპანახი.

ფრჩხილების მსგავსი მდგომარეობა ბიოტინის ნაკლებობასაც მოიაზრებს, რაც მიკროფლორასთან არის კავშირში ( „კარგი ბაქტერიების“ რაოდენობასთან).

თუ უახლოეს წარსულში ანტიბიოტიკებს იღებდით, ან საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები გაწუხებთ, შესაძლოა ბიოტინის ნაკლებობას განიცდიდეთ.

ფრჩხილის ფერის ცვლილება, როდესაც ის მოყვითალო ხდება, სოკოვანი დაავადების მანიშნებელია. სწორედ ბიოტინის ნაკლებობით არის ფრჩხილის სოკო განპირობებული.

კუჭში ბაქტერიების დისბალანსი ნიშნავს, რომ ბიოტინი ვერ გამომუშავდება საკმარისად.

თუ თეთრი ლაქა გაქვთ, ეს თუთიის ნაკლებობაზე მიუთითებს.

იმ შემთხვევაში, თუ ის ცენტრშია და თქვენი ფრჩხილები ძალიან ნელა იზრდება, ეს მეტყველებს, რომ თქვენი კვების რაციონი დიდი რაოდენობით ნახშირწყლებსა და შაქარს შეიცავს, ისინი თუთიის მარაგს ცლიან ორგანიზმიდან.

თუთიის დეფიციტს სტრესიც იწვევს. ცინკის ნაკლებობას განაპირობებს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის რიგი პრობლემები, ასევე კუჭის დაბალი მჟავიანობა.

ჰორიზონტალური თეთრი ხაზები კალციუმის ნაკლებობაზე მიუთითებს, ხოლო ხაზები, რომლებიც არის მსხვილი და არ არის თეთრი, ვიტამინი B3-ის დეფიციტზე.

ფრჩხილის ოდნავ ყავისფერი, ან ნაცრისფერი შეფერილობა B12-ის ნაკლებობაზე მეტყველებს. ასევე მდომარეობა, როდესაც ის მეტისმეტად თეთრია, ხოლო მისი ზედა ნაწილი ვარდისფერი.

თუ ფრჩხილის ერთი ბოლო მეტად შესქელებულია, შესაძლოა ღვიძლის ან თირკმელების პრობლემები გქონდეთ.

B1-ის ნაკლებობაზე მთლიანად თეთრი, ან ლურჯი ფრჩხილები მეტყველებს.

იმისათვის, რომ ფრჩხილები მტვრევადი აღარ იყოს და სწრაფად გაგეზარდოთ, მეტი ცილა და ბოსტნეული უნდა მიირთვათ.

mkurnali.ge

რეცეპტები

mkurnali.ge

  • 1 ს/კ ზეითუნის ზეთს დაუმატეთ 1 ს/კ ლიმონის წვენი;

  • მოურიეთ კარგად და ცოტა შეათბეთ;

  • თბილი ნარევი წაისვით ფრჩხილებზე, ნაზად დაიმასაჟეთ 2-3 წუთის განმავლობაში;

  • შემდეგ ჩააწყეთ თითები 2-3 წუთით ნარევში;

  • შეიმშრალეთ ხელები, გაიკეთეთ ბამბის ხელთათმანები და ღამით გაიჩერეთ;

  • გაიმეორეთ რამდენიმე დღის განმავლობაში.

N2

mkurnali.ge

ვიტამინი E და ჩაის ხის ეთერზეთი

  • დაგჭირდებათ 4 კაფსულა ვიტამინი E (გახსენით კაფსულა და სითხე თასში გადმოღვარეთ) ;

  • დაუმატეთ 2-3 წვეთი ჩაის ხის ზეთი;

  • წაისვით და რამდენიმე წუთის განმავლობაში დაიმასაჟეთ;

  • გაიჩერეთ 30-45 წუთი, ჩამოიბანეთ ნელ-თბილი წყლით, გაიმშრალეთ და დაიტენიანეთ;

  • პროცედურა ერთი თვის განმავლობაში, დღეში 2-ჯერ გაიმეორეთ.

N3

mkurnali.ge

ვაშლის ძმარი და წყალი

  • 2 ს/კ წყალს 1 ს/კ ძმარი დაუმატეთ;

  • ჩააწყეთ ფრჩხილები ნარევში რამდენიმე წუთით;

  • ჩამოიბანეთ და გაიმშრალეთ;

  • გაიმეორეთ დღეში ერთხელ.

ლიმონი ფრჩხილებს აძლიერებს, ატენიანებს, ლაქებისაგან და სოკოსაგან იცავს.

ჩაის ხის ზეთს ანტიმიკრობული თვისება აქვს, რაც ფრჩხილის ინფექციებისგან დაგიცავთ. დაგიტენიანებთ გამომშრალ და მტვრევად ფრჩხილებს, ასევე მას ჯანსაღ ფერს დაუბრუნებს.

ვაშლის ძმარი იმ საკვებ ნივთიერებებს, ენზიმებსა და მჟავებს შეიცავს, რომლებიც ფრჩხილის ინფექციას ებრძვის და ატენიანებს ფრჩხილის ფირფიტას.