მავნებელია თუ არა მრისხანების შეკავება? - როგორ ვმართოთ ემოცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მავნებელია თუ არა მრისხანების შეკავება? - როგორ ვმართოთ ემოცია

რითაც იზრდება შინაგანი წნეხი და ეს ცუდად მოქმედებს ჯანმრთელობაზე.

ფსიქოლოგების აზრით, ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია გაბრაზება, იძირება სიბრაზის მორევში, რის შედეგადაც იმატებს წონაში. ვისაც არ შეუძლია "არას" თქმა, თანხმდება ნებისმიერ თხოვნას, შედეგად აღარ რჩება დრო და ძალები პირადი საქმეებისთვის. ამ კონტექსტში სიბრაზე- სასარგებლო უნარ-ჩვევაა.

სინამდვილეში, მრისხანების უეცარი აფეთქება ან ხანგრძლივი რისხვა საზიანოა. ფიზიოლოგიური თვალსაზრისით ეს ასე აიხსნება: სიბრაზის დროს სახე წითლდება, გულის ცემა ხშირდება, ვემზადებით გასაქცევად ან საბრძოლველად. სხეული მარაგდება ცხიმით იმ შემთხვევისთვის, თუ ორგანიზმს დამატებითი ენერგია დასჭირდება. თუ ცხიმოვანი მჟავები არ იქნება გამოყენებული, საბოლოო ჯამში ისინი შეიძლება არტერიების კედლებს მიემაგროს, ხოლო მათი გროვების გაჩენა ხელს უწყობს გულის დაავადებების განვითარებას.

ამას გარდა, რისხვა ძლიერი ემოციაა, რომელსაც თან ახლავს ნერვული სისტემის აღგზნება, რაც მთელ ორგანიზმზე მოქმედებს.

ადამიანებს უჭირთ მრისხანებასა და სხვა ნეგატიურ ემოციებთან გამკლავება. რადგანაც სიბრაზე ძლიერი უარყოფითი ემოციაა, ირგვლივ მყოფ ადამიანებს დისკომფორტს უქმნის. თუ მამაკაცისთვის მრისხანება ხშირად წარმოადგენს "მისაღებ" ემოცას, ბევრ კულტურაში ქალებმა უნდა დაფარონ თავისი უკმაყოფილება. არავინ სწავლობს აგრესიის მართვას. ადამიანებმა შეიძლება ვერც კი გააცნობიერონ, რომ გაბრაზებულები არიან, ან თავს იკავებენ, ვიდრე ის არ გამოვლინდება არასასიამოვნო სიტყვებით ან ქცევით. ამასთან, ადამიანები აღგზნებულები რჩებიან და აღარ აქცევენ ყურადღებას რა ხდება ირგვლივ, ვერ არეგულირებენ ქცევას და მობილიზებულები არიან მხოლოდ საკუთარ შინაგან ემოციურ მდგომარეობაზე.

სიბრაზესთან გამკლავება უნდა შევძლოთ და ამისთვის არსებობს გარკვეული ინსტრუმენტები. როდესაც ვამბობთ რომ გაბრაზებულები ვართ, ეს შვებას გვანიჭებს, განსაკუთრებით თუ მიზეზს ვხსნით. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ შემსუბუქება ხდება არა იმიტომ რომ სიბრაზე ამოვანთხიეთ, არამედ იმიტომ რომ გამოვავლინეთ მისი გამომწვევი გარემოება და ვიპოვეთ პრობლემის გადაჭრის საშუალება.

კვლევები აჩვენებს, რომ ემოციის სწორად შეცნობის უნარი და მასზე პირდაპირ საუბარი, უარყოფითი გრძნობების გაფანტვაში გვეხმარება და ამ მდგომარეობის თანმდევი ფიზიოლოგიური აღგზნებაც მკვეთრად ქვეითდება. არ უნდა დაგვავიწყდეს დადებითი მხარეც: სიბრაზე შესანიშნავი მოტივატორია ცვლილებისთვის, ის გვაიძულებს ვისაუბროთ საკუთარ წუხილებზე.

ყველაფერი დამოკიდებულია როგორ ვბრაზდებით. ამიტომ პირველ რიგში უნდა ვიმუშაოთ, რომ არ ვირეაგიროთ უსიამოვნო გარემოების ყველა წვრილმანზე და ვისწავლოთ ყოველ სიტუაციაში კონსტრუქციული გადაწყვეტილების გზების მოძებნა.

სიბრაზის მართვის 8 ტაქტიკური საშუალება.

1. სამჯერ ღრმად ჩაისუნთქეთ. გაბრაზების დროს, სხეული იძაბება. ღრმა სუნთქვა ხსნის დაძაბულობას და შინაგანი რისხვის დონეს აქვეითებს.

2. შეცვალეთ გარემო. სიბრაზის მუდმივი წყაროდან ყურადღების გადატანის ყველაზე სწრაფი მეთოდია სუფთა ჰაერზე ხუთწუთიანი გასეირნება. თუ საცობში ხართ, ჩართეთ რადიო და მთელი ხმით აჰყევით სიმღერას.

3. რა არის თქვენი სიბრაზის ძირითადი მიზეზი? სიბრაზის გრძნობის ქვეშ ხშირად იმალება თქვენი შიშები.

4. ნუ შეეჭიდებით იმას, რისი გაკეთებაც არ ძალგიძთ. თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ საკუთარი თავისა და რეაქციების შეცვლა, მაგრამ არა ის, თუ როგორ გეპყრობიან სხვები. სიბრაზე სიტუაციას არ გამოასწორებს, მხოლოდ უფრო ცუდად იგრძნობთ თავს. თუ ვინმე მუდმივად იწევს თქვენში რისხვას, კარგად გაანალიზეთ უსიამოვნო სიტუაცია და იპოვეთ გამოსავალი.

5. კორექტულად გამოხატეთ თქვენი უკმაყოფილება. კარგად გაიაზრეთ და გამოიყენეთ ემოციური დატვირთვისგან თავისუფალი ტონი და სიტყვები. არაკონფლიქტური მანერით განაცხადეთ და ახსენით რა და რატომ იწვევს თქვენს რისხვას.

6. იყავით ფრთხილი და დელიკატური. არსებობს სიტუაციები, როდესაც მრისხანებამ შესაძლოა უბედურება გამოიწვიოს.

7. უკმაყოფილების გამოხატვისას, იყავით დამაჯერებელი მაგრამ არა აგრესიული. მიზნის მისაღწევად დამაჯერებლობა მოითხოვს ემოციების კონსტრუქციულ, არაძალადობრივ, მაგრამ ეფექტურ გამოხატვას.

8. გააკეთეთ დადებითი განცხადება. სასურველია, თუ თქვენს ლექსიკონში იქნება რამოდენიმე ფრაზა საკუთარი თავისთვის, როდესაც სიბრაზის შეტევა გიახლოვდებათ. ეს შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ მართოთ საკუთარი ქცევა და არა ინსტიქტების დონეზე მოახდინოთ რეაგირება.