მოაყარეთ ფაფებს, იოგურტს, მაწონს, სალათებს, დაამატეთ წვენებში - რატომ გვირჩევს ექიმი-ნუტრიციოლოგი ჩიას გამოყენებას? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მოაყარეთ ფაფებს, იოგურტს, მაწონს, სალათებს, დაამატეთ წვენებში - რატომ გვირჩევს ექიმი-ნუტრიციოლოგი ჩიას გამოყენებას?

ესპანური სალბის თესლი ანუ ჩია, ლათინურად: Salvia hispanica

100 გრ ჩიას ენერგეტიკული ღირებულება დაახლოებით 450 კკალ;

ცხიმები – 30 გრამამდე (36 %), ნახშირწყლები – 36 გრამამდე (43 %) , ცილა – 18 გრამამდე (21 %).

ჩიას ყოველდღიური მოხმარება არ უნდა აღემატებოდეს 15 გრ. შეინახეთ მშრალ, გრილ ადგილას. მოიხმარეთ უმი სახით, დაალბეთ ან გააღივეთ.

მოაყარეთ ფაფებს, იოგურტს, მაწონს, სალათებს, დაამატეთ წვენებში, გამოიყენეთ წვნიანის გასასქელებლად, თავისებურ გემოს სძენს და საკვები ელემენტებით ამდიდრებს გამომცხვარ პროდუქტებს: პურს, ორცხობილებს. ჩიას ჯეჯილი შეგიძლიათ ნებისმიერი სალათის ფოთლის ნაცვლად გამოიყენოთ. მეტი სარგებელი ჩიასგან შეიძლება მივიღოთ, თუ 40-60 წუთით ადრე ჩავალბობთ წყალში, და ასევე დაფქვისას ან საფუძვლიანად დაღეჭვისას. ჩიას თესლს მყარი გარსი აქვს, და თუ არ დაარღვევთ გარს, სარგებელი ნაკლები იქნება.

ჩია წარმოადგენს ანტიოქსიდანტების მდიდარ წყაროს, მათი კონცენტრაცია უფრო მეტია, ვიდრე მოცვში და მაყვალში. ნატურალური ანტიოქსიდანტები, რომლებსაც შეიცავს ჩია, აფერხებენ ორგანიზმის უჯრედების დაბერებას და დაზიანებას.

ჩია წონაში კლებას ხელს უწყობს. ეს პატარა თესლი 12 ჯერ უფრო მეტს იწონის სითხეში შერევისას. ასეთი თვისება მცენარეული სამყაროს არც ერთ სხვა წარმომადგენელს არ გააჩნია. წყლის შეწოვის და შენარჩუნების უნარი ხელს უწყობს ორგანიზმის ჰიდრატაციას, განსაკუთრებულად ფიზიკური დატვირთვის დროს. სითხის შეკავება უზრუნველყოფს უჯრედების ეფექტურ ფუნქციონირებას. მარტივად რომ ვთქვათ, ის გაძლევთ დანაყრების გრძნობას, და ასევე ხელს უწყობს მომნელებელი სისტემის გამართულ მუშაობას (აძლიერებს ნაწლავის პერისტალტიკას).

ჩია 40-60 წუთით წყალში ჩალბობისას გარდაიქმნება ჟელატინის მსგავს მასად, ის შეიცავს ნაზ, რბილ და კარგად ხსნად საკვებ ბოჭკოს. როდესაც მასა ხვდება კუჭში ქმნის ბარიერს საკვებ ფერმენტებსა და ნახშირწყლებს შორის, რაც ხელს უწყობს ნახშირწყლების ნელ გადასვლას შაქარში, და ეს საშუალებას აძლევს ორგანიზმს შაქრის დონე სისხლში დაარეგულიროს.

ჩია გვეხმარება დიდხანს შევინარჩუნოთ დანაყრების გრძნობა.

ჩიას თესლში კალციუმი 2 ჯერ უფრო მეტია, ვიდრე 1 ჭიქა რძეში, ცილა ორჯერ უფრო მეტია, ვიდრე სხვა მცენარეებში, ორჯერ უფრო მეტი კალიუმია, ვიდრე ბანანში.

ცილის შემცველობა აღწევს 19-23% თესლის წონას. 100 გრ ჩია შეიცავს 631 მგ კალციუმს, კალციუმს სრულყოფილად ითვისებს ორგანიზმი ჩიის თესლში ბორის შემცველობის გამო, რომელიც მოქმედებს როგორც კატალიზატორი კალციუმის შეთვისებისას. კალციუმი აუცილებელია ძვლებისა და კბილებისთვის, ოსტეოპოროზის, ოსტეოპენიის, სახსრების სისუსტის შემცირებაში.

  • ფოსფორის შემცველობა 150 მგ, 100% დღიური ნორმის – საჭიროა ნერვული სისტემის, მეხსიერების ნორმალური ფუნქციონირებისათვის;

  • კალიუმის შემცველობა – 700-900 მგ, აფერხებს კუნთოვანი ქსოვილის სპაზმს, ახდენს არტერიული წნევის ნორმალიზებას;

  • მაგნიუმის შემცველობა – 400-460 მგ, აუმჯობესებს კალციუმის და კალიუმის შეწოვას, ზრდის ენერგიულობას;

  • თუთია, რკინა, სპილენძი, მანგანუმი, მოლიბდენი და ბევრი სხვა, რომლებიც წარმოადგენენ მთავარ კომპონენტებს ფერმენტების, ჰორმონების ფორმირებისთვის.
ჩია არის ხარისხიანი მცენარეული წყარო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ომეგა-3. ომეგა-3 შემცველობის პროცენტი ჩიას ზეთში აღწევს 64%. ძალიან მნიშვნელოვანია გულისთვის და ამცირებენ ქოლესტერინის დონეს სისხლში.

თავისი უნიკალური თვისებების წყალობით ჩია მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ქსოვილების განვითარებას და რეგენერაციას ორსულობის დროს, ხელს უწყობს სრულყოფილ აღდგენას მშობიარობის შემდგომ პერიოდში.

ამავე მიზეზით ჩია ეხმარება რეაბილიტაციაში და აღდგენაში სპორტმესნებს, აუმჯობესებს ძვალ-კუნთოვანი სისტემის აპარატს, ამცირებს ტკივილსა და ანთებით პროცესს კუნთებში, სახსრებში, საბოლოო ჯამში ამცირებს აღდგენითი პროცესების დროს და ზრდის ორგანიზმის ფიზიკური შესაძლებლობების დონეს.

  • შეიცავს ვიტამინევს: C, A, E, B1, B2;

  • ჩიას თესლი აძლიერებს იმუნიტეტს, შეიცავს სელენს და თუთიას, რომლებიც იმუნურ სისტემისთვის სასარგებლოა;

  • ჩიას თესლი აუმჯობესებს ძილს და განწყობას