6 პროდუქტი, რომლებსაც დაბერების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

6 პროდუქტი, რომლებსაც დაბერების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს

მას შემდეგ, რაც ქალბატონები სახის კანზე პირველ ნაოჭებს შეამჩნევენ, აქტიურად იწყებენ სხვადასხვა ნიღბის მოძიებას, რომლებიც სახის კანის დაჭიმვაში დაეხმარებათ, ყიდულობენ ძვირადღირებულ, დაბერების საწინააღმდეგო საცხებს და ინტერესდებიან გამაახალგაზრდავებელი ინექციებით.

რამდენად ეფექტურია ისინი? ნიღბებსა და საცხებზე უკეთესი შედეგი კვების რაციონის სწორ ფორმულირებას მოაქვს. პრობლემა იმართება შიგნიდან და არა გარეგანი საშუალებების გამოყენებით. ის, რასაც მიირთმევთ ზეგავლენას ახდენს თქვენი კანის სტრუქტურაზე.

რომელი საკვები ებრძვის ყველაზე ეფექტურად კანის დაბერებას?

თევზი

mkurnali.ge

სკუმბრია, ორაგული, ქაშაყი, სარდინი, თინუსი - ისინი ომეგა-3-ითაა მდიდარი. ცხიმოვანი მჟავის დახმარებით კანი ტენიანდება და ელასტიკურობას ინარჩუნებს.

თევზი კანის ანთებითი პროცესების შემცირებას უზრუნველჰყოფს. ის E ვიტამინის წყაროა, რომელსაც ანტიოქსიდანტური მოქმედება აქვს.

მასში თუთიაა, ეს მინერალი აკნესა და კანის გაღიზიანების სამკურნალოდ აუცილებელია. თუთია ჭრილობის შეხორცებაში გვეხმარება.

თხილეული

mkurnali.ge

ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავა თხილეულშიც უხვად გვხვდება. მათ შემადგენობაშია თუთია და E ვიტამინი. თუ კაკალს, ნუშს, მიწისთხილს რეგულარულად მიირთმევთ, ორგანიზმი B ჯგუფის ვიტამინებით გამდიდრდება. მათ შორის ფოლატით, რომელიც დერმატიტს ებრძვის, ასევე სელენით, რომელსაც ანტიოქსიდანტური მოქმედება აქვს. თხილი C ვიტამინის წყაროცაა, რომელსაც დაბერების საწინააღმდეგო მოქმედება ახასიათებს.

განსაკუთრებით სასარგებლო კაკალია. მისი ზეთი საუკეთესო დამატენიანებელი საშუალებაა. ის თვალის ირგვლივ არსებული შავი წრეების მოცილებაშიც დაგეხმარებათ.

ბროწეული

mkurnali.ge

ბროწეული C ვიტამინითაა მდიდარი. მასში შედის პუნიკალაგინი (Punicalagin), რომელიც ორგანიზმს ეხმარება კოლაგენის შენარჩუნებაში.

ბროწეულში ელასტინიც გვხვდება, რომელიც დაზიანებულ უჯრედებსა და თავისუფალ რადიკალებს ებრძვის. ასევე, კოლაგენის დაშლის, განადგურების პროცესს აფერხებს. ბროწეული C ვიტამინის შემცველობითაც გამოირჩევა. ვიტამინი C კოლაგენის გამომუშავების ხარისხს აუმჯობესებს.

ავოკადო

mkurnali.ge

ავოკადო მდიდარია ჯანსაღი ცხიმებით, რომელთა დახმარებითაც კანი ელასტიკურობასა და ტენიანობას ინარჩუნებს. მასში უხვადაა კაროტინოიდები.

ცნობილი ფაქტია, რომ მაიონიზებელ გამოსხივებას საზიანო ეფექტი გააჩნია.

ჩატარდა კვლევა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს 82-მა პილოტმა და მათ, ვისაც ხშირად უწევთ თვითმფრინავით მიმოფრენა სხვადასხვა ქვეყანაში.

კვლევის იმ მონაწილეებს, რომლებმაც ფრენისას ავოკადო მიირთვეს, დნმ-ს დაზიანება ნაკლებად აღენიშნებოდათ.

ავოკადოში შემავალი ფიტოქიმიკატები კოლაგენის გამომუშავებას უწყობენ ხელს.

პომიდორი

mkurnali.ge

C ვიტამინის შემცველობის გარდა, ის კაროტინოიდებს შეიცავს, როგორებიცაა ლიკოპენი, ლუტეინი, ალფა კაროტინი და ბეტა-კაროტინი.

ბეტა-კაროტნი ჩვენს კანს ულტრაიისფერი მზის სხივების დაზიანებისაგან, ასევე ნაოჭების განვითარებისაგან იცავს.

პომიდორს ბუნებრივი ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს.

ხშირად მიირთვით ცოცხლად ან ზეითუნის ზეთთან ერთად, რათა თქვენი კანი მუდამ ბრწყინავდეს.

შეგიძლიათ სახის კანზე პომიდვრის ნიღაბიც სცადოთ, ის ხსნის დახშულ ფორებს და კანს ნათელ, ჯანსაღ იერს ანიჭებს.

ზეითუნის ზეთი

mkurnali.ge

მასში უხვად არის პოლიფენოლები, რომლებიც ქსოვილებს ჟანგვითი დაზიანებისგან იცავს.

ზეითუნის ზეთი თავიდან აგარიდებთ კანის ანთებითი პროცესებით გამოწვეულ უსიამოვნებებს.

ის ომეგა3-ის ცხიმოვანი მჟავასაც შეიცავს, რომელიც კანის დარბილებასა და დატენიანებაში დაგეხმარებათ.