რისთვის არის საზამთრო სასარგებლო და როგორ მოვამზადოთ ნაყენი, რომელიც სანაღვლე გზებს რეცხავს და ანთებას აქრობს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რისთვის არის საზამთრო სასარგებლო და როგორ მოვამზადოთ ნაყენი, რომელიც სანაღვლე გზებს რეცხავს და ანთებას აქრობს

გამოაშრეთ, დააქუცმაცეთ, 2 სუფრის კოვზს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი და ერთი საათით დადგით. ეს ნაყენი რეცხავს სანაღვლე გზებს და აქრობს ანთებას.

მკურნალობის კურსი 2-3 კვირაა, მერე რამდენიმე თვე დაისვენეთ.

ყოველ შემოდგომაზე და გაზაფხულზე თითო კურსი უნდა ჩატარდეს. გამომშრალი საზამთროს ქერქი შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში ქაღალდის პარკით.

საზამთრო 100%-ით დიეტური პროდუქტია. ჯერ ერთი, დაბალკალორიულია - 100 გრამის ენერგეტიკული ღირებულება სულ 30 კილოკალორიას უდრის.

არც არის გასაკვირი - საზამთროს 98% ხომ წყალია. გარდა ამისა, ეს ბაღჩეული შეიცავს ფრუქტოზას, B1, B2, PP, C ვიტამინებს, ფოლიუმის მჟავას, კაროტინს, პიქტინურ ნივთიერებებს, უჯრედისს.

სასარგებლოა საზამთროთი განტვირთვის დღის მოწყობა - უნდა მიირთვათ მხოლოდ საზამთრო და, სურვილისამებრ, ერთი ნაჭერი შავი პური. დიეტისთვის გამოიყენეთ შემდეგი ფორმულა: 1 კილოგრამი საზამთროს რბილობი სხეულის მასის ყოველ 10 კილოგრამზე. ოღონდ გაითვალისწინეთ: ასეთი დიეტა 5 დღეზე მეტხანს არ უნდა გაგრძელდეს. თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, 5-დღიანი შესვენების შემდეგ შეგიძლიათ დიეტა განაგრძოთ, ოღონდ ამჯერად რაციონში ჩართეთ ყველი, უშაქრო შვრიის ფაფა, უცხიმო თევზი და ბოსტნეული.

საზამთროს დიეტა რეკომენდებულია ჰიპერტონიის, ინფექციურ-ალერგიული დაავადებების, პოდაგრის, თირკმლის პრობლემებისა და საშარდე გზების დაავადებების დროს, თირკმლის კენჭოვანი დაავადებებისა და შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში კი უკუნაჩვენებია. საზამთრო აძლიერებს იმუნიტეტს, უზრუნველყოფს ორგანიზმს ადვილად ასათვისებელი შაქრით, რკინით, ფოლიუმის მჟავათი, მაგნიუმით, იცავს სისხლნაკლულობისგან, სკლეროზისა და სიმსივნეებისგან.

საზამთრო სამკურნალო დიეტის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია რევმატიზმის, ნიკრისის ქარის, გასუქების, შარდკენჭოვანი დაავადების დროს. საზამთრო აუცილებელია მათთვის, ვისაც ანტიბიოტიკებით მკურნალობა აქვს დანიშნული.

საზამთრო ეფექტურია გულ-სისხლძარღვთა და თირკმლის დაავადებებით გამოწვეული შეშუპების დროს, აძლიერებს ნაწლავების პერისტალტიკას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და აჩქარებს ორგანიზმიდან ქოლეტერინის გამოყოფას, წმენდს ორგანიზმს ტოქსიკური ნივთიერებებისგან, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას. ხალხურ მედიცინაში საზამთროს იყენებენ ღრძილისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების, შაქრიანი დიაბეტისა და ანემიის დროს.