მარტივი რეცეპტები დახეთქილი ქუსლების სამკურნალოდ - შევხვდეთ ზაფხულს ლამაზი ტერფებით - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი

კითხვა-პასუხი

მარტივი რეცეპტები დახეთქილი ქუსლების სამკურნალოდ - შევხვდეთ ზაფხულს ლამაზი ტერფებით

მარტივი რეცეპტები დახეთქილი ქუსლების სამკურნალოდ - შევხვდეთ ზაფხულს ლამაზი ტერფებით
სოდა, თაფლი, ბანანი, ვაზელინი, ძმარი - ყველა ის ინგრედიენტი, რომელიც სახლში მოგვეპოვება... უხეში და დახეთქილი ქუსლების მიზეზი მრავალგავრია, ის შეიძლება ჭარბმა წონამ, დიაბეტმა, ეგზემამ, ჰიპოთირეოზმა, ბრტყელტერფიანობამ, ასევე ცუდად მორგებულმა ფეხსაცმელმა და დიდი ხნის განმავლობაში ფეხზე დგომამ გამოიწვიოს.

გაუხეშებული ქუსლების მიზეზი ხშირად ინფექციაა, მას სოკოვანი დაავადებები იწვევს.


ტერფის სოკოვანი დაავადება შესაბამისი მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, ფეხის ფრჩხილზეც გავრცელდეს და დააზიანოს ის.


მკურნალობისთვის საჭიროა ადგილობრივი სოკოს საწინააღმდეგო მალამო, შეიძლება ორალური მედიკამენტიც დაგჭირდეთ.


გთავაზობთ მარტივ რეცეპტებს, რომელთა დახმარებითაც ქუსლებს ჯანსაღ იერს დაუბრუნებთ.



ლისტერინი და ძმარი

mkurnali.ge



ლისტერინი (პირის ღრუს სავლები) თიმოლს
და ალკოჰოლს შეიცავს, რაც ფეხის ფრჩხილის სოკოს ანადგურებს, დახეთქილ ქუსლებს კი აღადგენს. ასევე მოგირჩენთ პლანტარულ მეჭეჭებს (ასე ეწოდება ქუსლებზე გაჩენილ მრგვალ მეჭეჭებს, რომლებიც სიარულისაგან, დაჭიმულობისა და გაღიზიანებისაგან ჩნდება).

mkurnali.ge



ძმარი მშრალ, მკვდარ უჯრედებს არბილებს და აშორებს მისი მჟავური ბუნების გამო.


ლისტერინი და ძმარი საუკეთესო კომბინაციაა იმისათვის, რომ ქუსლებს ჯანსაღი იერი დაუბრუნოთ.


დაგჭირდებათ 1 ფინჯანი ლისტერინი და ერთი ფინჯანი თეთრი ძმარი, ასევე 2 ფინჯანი წყალი. მიღებულ ნარევში 15 წუთი ჩააწყეთ ფეხები.


შემდეგ პემზით მკვდარი უჯრედები მოიშორეთ და კარგად გაისუფთავეთ ქუსლები.

ჩამოიბანეთ სუფთა წყლით, კარგად გაიმშრალეთ და დაიტენიანეთ.

გააკეთეთ კვირაში ერთხელ, სანამ არ მიაღწევთ სასურველ შედეგს.


ბრინჯის ფქვილი, თაფლი და ძმარი

mkurnali.ge

ბრინჯის ფქვილი კანს წმენდს და მინერალებით ავსებს. თაფლი ბუნებრივი ანტისეპტიკური საშუალებაა, რომელიც დახეთქილ ქუსლებს უხდება.


როგორ მოვამზადოთ?

დაგჭირდებათ 3 ს/კ ბრინჯის ფქვილი, 1 ს/კ თაფლი და 3 წვეთი ვაშლის ძმარი.

აურიეთ კარგად, სანამ არ მიიღებთ თხელ მასას.

ნელთბილ წყალში ჩააწყვეთ ფეხები 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ მიღებული სკრაბი მთლიან ფეხზე ნაზად წაისვით.

გაიმეორეთ კვირაში 2-3-ჯერ.


ბანანი

mkurnali.ge


ბანანი ბუნებრივი საშუალებაა, რომელიც კანს ატენიანებს. ის A, B6 და C ვიტამინებს შეიცავს. ყველა ეს ვიტამინი კი კანს ელასტიურობისა და სირბილისა შენარჩუნებაში ეხმარება.


2 მწიფე ბანანი დააქუცმაცეთ და როგორც სკრაბი გამოიყენეთ. წაისვით ნაზად მთლიან ტერფზე, ფრჩხილებზეც. გაიჩერეთ 20 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ. 2 კვირის განმავლობაში, ყოველ საღამოს ძილის წინ გაიმეორეთ.


თაფლი

mkurnali.ge

ბუნებრივი დამატენიანებელი საშუალებაა, რომელიც კანის ღრმა ქსოვილებსაც ატენიანებს.

მიიღეთ 20 წუთის განმავლობაში თაფლის აბაზანა (დაგჭირდებათ 1 ფინჯანი თაფლი), კარგად დაიმასაჟეთ ტერფები, შემდეგ პემზათი მკვდარი უჯრედები მოიცილეთ, ჩამოიბანეთ, გაიმშრალეთ და დაიტენიანეთ ტერფები.

აქციეთ აღნიშნული რეცეპტი ერთგვარ ღამის რუტინად.


საკვები სოდა


mkurnali.ge


მისი ანთების საწინააღმდეგო თვისება დახეთქილი ქუსლების სამკურნალოდ გამოგადგებათ.

სოდა ცუდ სუნსაც ებრძვის. ნელთბილ წყალს დაუმატეთ 3 ს/კ სოდა და 15 წუთის განმავლობაში მოათავსეთ ფეხები, შემდეგ პემზით დაიმუშავეთ ქუსლები და ჩამოიბანეთ.


ალოე ვერას გელი


mkurnali.ge

ალოე A, E და C ვიტამინებს შეიცავს. ამას გარდა, მასში უამრავი ნივთიერებაა, რომელთაც ანთების საწინააღმდეგო თვისება აქვს, ანტისეპტიკურია და ტკივილს აყუჩებს.

თავდაპირველად, თბილ წყალში ჩააწყვეთ ფეხები და პემზით მკვდარი უჯრედები მოიცილეთ, გაიმშრალეთ და ალოეს გელი წაისვით, ჩაიცვით ბამბის წინდები და მეორე დილით ჩამოიბანეთ. გაიმეორეთ ყოველ საღამოს, 4-5 დღე.


ვაზელინი და ლიმონის წვენი


mkurnali.ge

20 წუთის განმავლობაში ფეხები თბილ წყალში ჩააწყვეთ, ჩამოიბანეთ, გაიმშრალეთ. 3-4 წვეთ ახალგამოწურულ ლიმონს დაუმატეთ 1 ს/კ ვაზელინი, აურიეთ ერთმანეთში კარგად და ქუსლებზე, ტერფზე წაისვით.


ჩაიცვით შალის წინდები მთელი ღამით და დილით თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ლიმონის წვენი უჯრედების განახლებას შეუწყობს ხელს, ხოლო ვაზელინი დატენიანებას.

დახეთქილი ქუსლების მიზეზი ვიტამინების ნაკლებობაც შეიძლება გახდეს, მიირთვით სტაფილო, რომელიც ბეტა-კაროტინის წყაროა, ვიტამინი A ჯანმრთელი კანისთვის აუცილებელია. ასევე, მნიშვნელოვანია B ჯგუფის, E და C ვიტამინები.

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
კატეგორიის სხვა სტატიები
ამგვარი რეკომენდაციას იძლევიან რაშის უნივერსიტეტის (აშშ. ჩიკაგო) სამედიცინო ცენტრის ალცჰაიმერის დაავადების
ბიჟუტერიის სამკაული მეტ-ნაკლებად ყველასთვის ხელმისაწვდომია, მაგრამ ბევრისთვის სხვა მიზეზით ხდება მიუწვდომელი:
საკვების მონელების პროცესის ამა თუ იმ რგოლის მოშლისას,
მზის მცხუნვარე სხივები უარყოფითად მოქმედებს თმის სიჯანსაღესა და შესახედაობაზე.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
საკვების მონელების პროცესის ამა თუ იმ რგოლის მოშლისას,
არსებობს უამრავი კოსმეტიკური პროდუქტი, რომლებიც მსხლის ინგრედიენტებსაც შეიცავს.
მზის მცხუნვარე სხივები უარყოფითად მოქმედებს თმის სიჯანსაღესა და შესახედაობაზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად