გემრიელი და სასარგებლო ტკბილეული - ფინიკი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გემრიელი და სასარგებლო ტკბილეული - ფინიკი

უხვად რკინას, მაგნიუმს, ფოსფორს, მინერალურ მარილებს, B ჯგუფის ვიტამინებს, კაროტინსა და შეუცვლელ ამინომჟავებსაც კი.

მასში ასევე მოიპოვება ცოტაოდენი ფთორი, რომელიც დაზიანებისგან იცავს კბილებს და სელენი, რომელიც აძლიერებს იმუნურ სისტემას და ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს.

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ დღეში 10 ცალი ფინიკის ჩირი სავსებით უკმაყოფილებს ორგანიზმს მაგნიუმის, სპილენძისა და გოგირდის მოთხოვნილებას, სანახევროდ - რკინისას და 25%-ით - კალციუმისას. ფინიკი აძლიერებს ორგანიზმს, მატებს ენერგიას, ხელს უწყობს ზრდასა და განვითარებას.

ფინიკის ტკბილი ნაყოფისგან იღებენ ფინიკის თაფლსა და შაქარს (იგი გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე ჭარხლის შაქარი). ყველაფერთან ერთად, ფინიკი მაღალკალორიული პროდუქტია - ერთი ცალის ენერგეტიკული ღირებულება საშუალოდ 25 კილოკალორიას უტოლდება (არც არის გასაკვირი - ჩირის 60-65% ხომ შაქარია, გლუკოზა და ფრუქტოზა), ეს კი ნიშნავს, რომ 10 ცალი ფინიკის პალმის ნაყოფი ერთ ულუფა მსუქანი ხორცის კატლეტს უდრის!

რას მივაქციოთ ყურადღება შეძენისას

თუ ყუთებში დაფასოებულ ფინიკს ყიდულობთ, ეტიკეტზე აუცილებლად უნდა იყოს მითითებული კონსერვანტები. თუ ასაწონს ყიდულობთ, შეარჩიეთ რბილი, მაგრამ მშრალი, დაუზიანებელი ნაყოფი. მას მოყვითალო-მოყავისფრო შეფერილობა, ბუნებრივი ბზინვარება და სასიამოვნო სუნი უნდა ჰქონდეს. საკვებად უვარგისია დაზიანებული, უფორმოდ გათხაპნული ფინიკის ჩირი.

ფინიკზე ადვილად სახლდებიან ბაქტერიები, ამიტომ ჰაერზე მისი დიდხანს გაჩერება არ შეიძლება. გარდა ამისა, ჭამამდე ის კარგად უნდა გაირეცხოს, რაც გემოსა და სასარგებლო თვისებებს უკარგავს.