გემრიელი და სასარგებლო ტკბილეული - ფინიკი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2021

კითხვა-პასუხი

გემრიელი და სასარგებლო ტკბილეული - ფინიკი

გემრიელი და სასარგებლო ტკბილეული - ფინიკი
რას შეიცავს ფინიკი? უხვად რკინას, მაგნიუმს, ფოსფორს, მინერალურ მარილებს, B ჯგუფის ვიტამინებს, კაროტინსა და შეუცვლელ ამინომჟავებსაც კი.


მასში ასევე მოიპოვება ცოტაოდენი ფთორი, რომელიც დაზიანებისგან იცავს კბილებს და სელენი, რომელიც აძლიერებს იმუნურ სისტემას და ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს.


მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ დღეში 10 ცალი ფინიკის ჩირი სავსებით უკმაყოფილებს ორგანიზმს მაგნიუმის, სპილენძისა და გოგირდის მოთხოვნილებას, სანახევროდ - რკინისას და 25%-ით - კალციუმისას. ფინიკი აძლიერებს ორგანიზმს, მატებს ენერგიას, ხელს უწყობს ზრდასა და განვითარებას.


ფინიკის ტკბილი ნაყოფისგან იღებენ ფინიკის თაფლსა და შაქარს (იგი გაცილებით
სასარგებლოა, ვიდრე ჭარხლის შაქარი). ყველაფერთან ერთად, ფინიკი მაღალკალორიული პროდუქტია - ერთი ცალის ენერგეტიკული ღირებულება საშუალოდ 25 კილოკალორიას უტოლდება (არც არის გასაკვირი - ჩირის 60-65% ხომ შაქარია, გლუკოზა და ფრუქტოზა), ეს კი ნიშნავს, რომ 10 ცალი ფინიკის პალმის ნაყოფი ერთ ულუფა მსუქანი ხორცის კატლეტს უდრის! 



რას
მივაქციოთ ყურადღება შეძენისას


თუ ყუთებში დაფასოებულ ფინიკს ყიდულობთ, ეტიკეტზე აუცილებლად უნდა იყოს მითითებული კონსერვანტები. თუ ასაწონს ყიდულობთ, შეარჩიეთ რბილი, მაგრამ მშრალი, დაუზიანებელი ნაყოფი. მას მოყვითალო-მოყავისფრო შეფერილობა, ბუნებრივი ბზინვარება და სასიამოვნო სუნი უნდა ჰქონდეს. საკვებად უვარგისია დაზიანებული, უფორმოდ გათხაპნული ფინიკის ჩირი.


ფინიკზე ადვილად სახლდებიან ბაქტერიები, ამიტომ ჰაერზე მისი დიდხანს გაჩერება არ შეიძლება. გარდა ამისა, ჭამამდე ის კარგად უნდა გაირეცხოს, რაც გემოსა და სასარგებლო თვისებებს უკარგავს.


გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ჭარბი წონის მიზეზებსა და პრობლემის გადაჭრის მეთოდებზე გვესაუბრება კლინიკა "ენმედიცის" წამყვანი ენდოკრინოლოგი, პროფესორი მაია ჩიქობავა.
კატეგორიის სხვა სტატიები
ბევრი ფიქრობს, რომ ბრაზის შეკავება მავნებელია, რადგან არ ვუშვებთ დაგროვებულ ორთქლს -
საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ჩიას სასარგებლო თვისებებს გვიზიარებს ექიმი-ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა
რა შეიძლება გახდეს იდაყვებისა და მუხლების სიშავის მიზეზი?
როდის აღმოცენდება დაბუჟება და ტკივილი კეფის მიდამოში
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად