ბრინჯის წყალი, კამელიას ზეთი და სელის თესლის გელი - როგორ უვლიან იაპონელი ქალები სახის კანს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბრინჯის წყალი, კამელიას ზეთი და სელის თესლის გელი - როგორ უვლიან იაპონელი ქალები სახის კანს

უნაკლო სახის კანი, არანაირი ფორები და ნაოჭები. იაპონელი ქალბატონების უმეტესობა 10 წლით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებიან, ვიდრე სინამდვილეში არიან.

რა საიდუმლო იმალება მათი იდიალური სახის კანის მიღმა?

ბრინჯის წყალი

mkurnali.ge

იაპონელი ქალბატონები სახის კანის გასასუფთავებლად და თმის მოვლისთვის ბრინჯის წყალს იყენებენ. ეს არის მათი ყოველდღიური რუტინა, რომელსაც საუკუნეების მანძილზე მისდევენ.

ბრინჯის წყალი A , C და E ვიტამინებს შეიცავს. ასევე, მდიდარია ფლავანოიდებით და ზოგიერთი საჭირო ამინომჟავებით. აღნიშნული საკვები ნივთიერებები კი კანს კვებავს და აჯანსაღებს.

ბრინჯის წყალში შემავალი C ვიტამინი თიროზინს ასტიმულირებს. თიროზინი ფერმენტია, რომელიც მელანინის გამომუშავებას არეგულირებს.

კვლევები აჩვენებს, რომ ბრინჯის წყალში არსებული ანტიოქსიდანტები კოლაგენის დონეს ზრდის.

კოლაგენის ცილა კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კომპონენტია კანისთვის, ის დაზიანებულ უჯრედებს აღადგენს. ანტიოქსიდანტები კი კანს ატენიანებენ.

როგორ მოვამზადოთ?

ერთი ფინჯანი თეთრი ბრინჯი კარგად გარეცხეთ, დაამატეთ 2 ჭიქა გაფილტრული წყალი, 30 წუთის განმავლობაში გააჩერეთ და შემდეგ გადაწურეთ. გაიწმინდეთ სახის კანი ყოველდღიურად, ერთი კვირის განმავლობაში. მალე იგრძნობთ თუ როგორ დაგირბილდებათ და გაგისუფთავდებათ სახის კანი.

იაპონელი ქალები მზის სხივებისგან იცავენ თავს. იაპონიაში თეთრი ფერის კანი მდიდრულად ითვლება. ყვითელი, ან ფერმკრთალი სახე ნიშნავს, რომ დაბალ ფენას მიეკუთვნები და მზეში გიწევს მუშაობა.

იაპონელებს გარუჯული კანი არ უყვართ, ულტრაიისფერ სხივებს ერიდებიან. ხშირად არ სტუმრობენ სანაპიროებს და მზისგან დასაცავად ქოლგებს იყენებენ.

ცხელი წყალი

mkurnali.ge

ცხელი წყლის აბაზანები ერთგვარი ტრადიციაა იაპონიაში. ქალაქში ბევრი „აბანოა“, სადაც მიდიან და განიტვირთებიან. ცხელი წყალი კანს ფოროვანს ხდის და წყლისგან დიდი რაოდენობით მინერალების შეწოვაში ეხმარება.

ასევე, ცხელი წყალი კანს მკვდარ უჯრედებს უკეთ აშორებს. კვლევების თანახმად, ის მეტაბოლიზმს აუმჯობესებს და ანთებით პროცესებს ამცირებს. ამასთანვე, ცხელი წყლის ზეგავლენით თავის ტვინის ჰორმონები თავისუფლდებიან სტრესისგან. ის დეპრესიის, გადაღლილობისა და მენტალური პრობლემების დავიწყებაში გვეხმარება.

ძილის წინ ცხელი აბაზანა იაპონელი ქალების ტრადიციაა. ისინი მაკიაჟიანი სახის კანით არასდროს იძინებენ.

კამელიას ზეთი

mkurnali.ge

კამელიას ზეთი ძალიან პოპულარულია იაპონელ ქალბატონებში.ზეთი კამელიას ყვავილის თესლიდან მიიღება. ის ანტიოქსიდანტებს, A, D, E ვიტამინებსა და აუცილებელ ცხიმოვან მჟავებს შეიცავს. ეს ინგრედიენტები კი კანს ატენიანებს.

კამელიას ზეთი ლინოლეის მჟავას შეიცავს. მისი დახმარებით კანი ტენიანობას ინარჩუნებს, მისი ტექსტურა კი უმჯობესდება. სხვა ზეთებისგან განსხვავებით, კამელიას ზეთი ფორებს არ ბლოკავს და აკნეს მიერ გამოწვეულ გამონაყარს ამცირებს. ის ყველა ტიპის კანისთვის გამოიყენება, მარტივად შეიწოვება და მცირე დროში ახდენს „სასწაულებს“.

კოლაგენი იაპონელების დიეტაში

mkurnali.ge

იაპონელი ქალბატონები კოლაგენით მდიდარ საკვებ პროდუქტებს მიირთმევენ. კანის შუა შრე უჯრედების ჯგუფს შეიცავს, რომელსაც ფიბრობლასტები ეწოდება. ისინი კოლაგენს ამცირებენ. აღნიშნული ცილა კი კანს სირბილესა და ელასტიურობას სძენს. ცილა კოლაგენი უხვად აქვს ახალგაზრდა ადამიანს, ხოლო ასაკთან ერთად მისი რაოდენობა მცირდება.

იაპონელები თევზს კვირაში 3-5-ჯერ მიირთმევენ, ასევე - სხვა ზღვის პროდუქტებს, რომლებიც მდიდარია ცილა კოლაგენით.

რეგულარული მასაჟი

mkurnali.ge

იაპონელ ქალბატონებს სახის კანის რეგულარული თვითმასაჟი უყვართ. სახის იოგა და ბევრი სხვა სახის ტექნიკა, რომელსაც იაპონელები უძველესი დროიდან ფლობენ, სახის კანის კუნთებს ადუნებს, ამშვიდებს და ელასტიკურს ხდის, სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს.

იაპონელების მასაჟს განსაკუთრებულს ხდის სელის თესლის გელი. ის მდიდარია ვიტამინებით და მინერალებით. ის ცილებს, ანტიოქსიდანტებსა და ომეგა-3-ს შეიცავს. მასში შემავალი ანტიოქსიდანტებია: ალფა ლინოლეის მჟავა, თიმინი და ვიტამინი B1. ყველა ეს მინერალი ერთად თავისუფალ რადკალებს ებრძვის და კოლაგენის გამომუშავებას უწყობს ხელს.

mkurnali.ge