სავიზიტო ბარათი - იმიჯის ნაწილი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სავიზიტო ბარათი - იმიჯის ნაწილი

 

ზომა

სავიზიტო ბარათი არცთუ ისე მაგარი მუყაოსგან დამზადებული სწორკუთხედია, რომლის სტანდარტული ზომა მამაკაცებისთვის 50X90 მმ-ია, ხოლო ქალბატონებისთვის - 40X80 მმ. მაღალი სტატუსის მენეჯერები, წესისამებრ, იყენებენ 60X90მმ ზომის ბარათებს, ხოლო მათი მეუღლეების სავიზიტოები როგორც სიგრძით, ასევე სიგანით 10 მმ-ით ნაკლები უნდა იყოს (თუმცა დიდ ბრიტანეთში პირიქით არის - ცოლების სავიზიტო ბარათები ქმრებისაზე 10 მმ-ით მეტია, ჩვეულებრივ, 50X100მმ). ახალგაზრდა ქალის სავიზიტო ბარათი შეიძლება კიდევ უფრო მცირე ზომისა იყოს - 70X35მმ. ნებისმიერ შემთხვევაში, მთავარია, ბარათს ჰქონდეს თქვენი წრისთვის სტანდარტული ზომა, რათა არ მოგიხდეთ მისი გადაკეცვა ან გადაჭრა.

 

ფერი

სასურველია, ბარათის ღია ფონზე გაკეთებული იყოს მუქი წარწერა. სტილი უმჯობესია იყოს მკაცრი, ჩარჩოებისა და ხვეულების გარეშე. საქმიანი ეტიკეტის ნორმები არ ითვალისწინებს სავიზიტო ბარათის მასალად ტყავის ან პლასტმასის გამოყენებას. უმჯობესია, ყურადღება გავამახვილოთ ქაღალდის ხარისხზე. ეს ერთადერთია, რაზეც ეკონომია არ უნდა გაკეთდეს. უმჯობესია, მუყაო ოდნავ ტონირებული იყოს. ბარათები, რომელთა ზედაპირიც ლამინირებულია ან პლასტიკატისგან არის დამზადებული, მიუღებელია, ვინაიდან მათზე ჩანაწერის გაკეთება შეუძლებელია. ევროპული საქმიანი ეტიკეტის ნორმები გვთავაზობს მუქ ყავისფერ, ლურჯ, შავ წარწერებს ვარდისფერ, ცისფერ, თეთრ ფონზე.

 

შრიფტი

საქმიანი ეტიკეტის გათვალისწინებით, სავიზიტო ბარათის შრიფტი მკაცრად რეგლამენტირებული არ არის. უბრალოდ, მოხერხებული და ადვილად წასაკითხი უნდა იყოს. დეკორატიული შრიფტის გამოყენებისას ძალიან ადვილია, გადავიდეთ კარგი ტონის საზღვრებს. მიღებულია, რომ სახელი და გვარი გამოყოფილი იყოს ადვილად წასაკითხი, უფრო დიდი ზომის შრიფტით, ვიდრე ბარათის სხვა ტექსტია. გარდა ამისა, უკვე არსებობს სპეციალური სკანერები, რომლებიც ბარათიდან იღებენ ინფორმაციას, რაც აუცილებელი ბარათების ელექტრონული ბაზის შექმნის საშუალებას იძლევა.

 

ცოტა რამ აღქმის ფსიქოლოგიის შესახებ

დიდი ხანია ცნობილია მრავალრიცხოვანი ფსიქოლოგიური ცდების შედეგები, რომლებიც ადამიანის მიერ ნაბეჭდი ინფორმაციის აღქმას ეხება. დამტკიცებულია, რომ ჩვენი თვალი ფურცლის შესწავლას იწყებს მარცხენა ზედა კუთხეში განლაგებული ბეჭდური ნიშნებითა და სურათებით და დიაგონალურად ჩამოდის მარჯვენა ქვედა კუთხისკენ, ხოლო შემდეგ ისევ ზევით მიცოცავს. შუაში მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩერდება, თუ იქ რაიმე საყურადღებო დეტალია. კარგი იქნება, თუ ამ თვისებას ბარათზე ნაბეჭდი ელემენტების განთავსებისას გავითვალისწინებთ. ზედა მარცხენა კუთხე ოპტიმალურია ლოგოტიპის განთავსებისთვის. ბარათის შუა ადგილი არის ზონა, რომელსაც თვალი ყველაზე სწრაფად გაირბენს, ამიტომ ინფორმაცია აქ რაღაცნაირად გამოყოფილი უნდა იყოს - ან დიდი შრიფტით, ან ფერით. მისამართისა და ტელეფონების სტანდარტული განლაგება შუაშიც დასაშვებია, მაგრამ შესაძლებელია, ეს ბლოკი მარჯვენა ქვედა კუთხეში ჩამოვიტანოთ. ამ შემთხვევაში ბარათი აღქმის თვალსაზრისით უფრო დაბალანსებული გამოვა. ზოგიერთ ქვეყანაში მიღებულია ბარათების ორმხრივად დაბეჭვდის პრაქტიკა, მეორე მხარეს უცხო ენაზე შესრულებული ტექსტით, მაგრამ თუ მკაცრ პროტოკოლურ ნორმებს გავითვალისწინებთ, ეს არცთუ მართებულია, ვიანიდან ბარათის მეორე მხარე დამატებითი ჩანაწერებისთვის არის განკუთვნილი. ბარათის უცხო ენაზე დაკვეთისას გაითვალისწინეთ: გვარი და სახელი უნდა დაიწეროს სრულად, ხოლო მამის სახელი შეგიძლიათ ან საერთოდ არ მიუთითოთ, ან აღნიშნოთ მხოლოდ საწყისი ასოთი. ეკონომიის მიზნით უკვეთავენ ბარათებს  ცალ გვერდზე ორენოვანი წარწერით, მაგრამ ამით ცოტა ვინმე თუ მოიგებს, რადგან მსგავსი ინფორმაციული დომხალის გადახარშვა ბევრს არ შეუძლია. ტრანსპორტის მარცხენამხრივი მოძრაობის ქვეყნებში მიღებულია მისამართის მითითება ბარათის მარჯვენა კუთხეში, ხოლო მარჯვენამხრივი მოძრაობის ქვეყნებში - მარცხნივ.

 

სად შევინახოთ სავიზიტო ბარათები

საბარათეები მრავალნაირი მასალისგან მზადდება, პლასტმასითა და ლითონით დაწყებული, ნიანგის ტყავით დამთავრებული. შეკვეთით დამზადებული ეს სტილიზებული აქსესუარი შესანიშნავი სუვენირია და შესაძლოა, შეფისთვის იდეალურ საჩუქრადაც იქცეს.

 

პირობითი შემოკლებები

თუ ბარათის მარცხენა ქვედა კუთხეში ლათინურ ასოებს დაინახავთ, განსაკუთრებით - თუ ბარათი ფოსტით მიიღეთ, ნუ გაგიკვირდებათ და ნუ იფიქრებთ, რომ ადამიანმა ბარათზე უბრალოდ ხელმოწერა დააფიქსირა. არსებობს გარკვეული შემოკლებები, რომლებიც მთელ მსოფლიოშია მიღებულია:

p. f. - გილოცავთ;

p. r. - მადლიერი ვარ;

p. c. - ვიზიარებ თქვენს მწუხარებას;

p. f. - გილოცავთ ახალ წელს;

p. p. - მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ;

p. p. c. - დიდი ხნით გემშვიდობებით.