იმუნიტეტის ამაღლების რეალური გზა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

იმუნიტეტის ამაღლების რეალური გზა

- იმუნიტეტის მედიკამენტური კორექციისთვის სპეციალიტის კონსულტაცია აუცილებელია. ამჟამად ფარმაცევტულ ბაზარზე წარმოდგენილია ორი მიმართულების მედიკამენტები: იმუნოსტიმულატორები და იმუნომოდულატორები.

ყველაზე ფართოდ გავრცელებული ბუნებრივი იმუნომასტიმულირებელი პრეპარატია ექინაცია. დამტკიცებულია მისი ეფექტურობა მრავალ ვირუსულ და ბაქტერიულ ინფექციასთან მიმართებით. მას ხშირად იყენებენ საპროფილაქტიკო საშუალებად ზამთრის მოახლოებისას - ამ დროს გარემოში საგრძნობლად იზრდება რესპირატორული ვირუსების კონცენტრაცია და, შესაბამისად, დაავადების რისკიც.

ექინაციის საფუძველზეა დამზადებული მრავალი მედიკამენტი - სიროფი, წვეთები თუ ტაბლეტები. იმუნიტეტის საკორექციოდ კარგია დინდგელიც.

ეს არის ვიტამინებისა და ამინმჟავების მნიშვნელოვანი წყარო, ვინაიდან შეიცავს B ჯგუფის ყველა ვიტამინს, კაროტინს, რუტინს, C, D, E ვიტამინებს.

იმუნომოდულატორები იმ პრეპარატთა ჯგუფია, რომლებიც უშუალო გავლენას ახდენენ იმუნური სისტემის სხვადასხვა რგოლზე.

მათ საფუძველს წარმოადგენს სასუნთქი გზების ინფექციათა გამომწვევი ბაქტერიების ლიოფილური ლიზატები.

ეს პრეპარატები არეგულირებენ ორგანიზმის იმუნურ პასუხს, ასტიმულირებენ როგორც უჯრედულ, ასევე ჰუმორულ იმინიტეტს.

შედეგად იშვიათდება ავადობა, დაავადება უფრო მსუბუქად მიმდინარეობს, მცირდება ხანგრძლივი ანტიბიოტიკოთერაპიის აუცილებლობა.

- როგორ ავიმაღლოთ იმუნური სტატუსი?

- ეს არც ისე რთულია და გულისხმობს:

ცხოვრების ჯანსაღ წესსა და კვებისადმი მართებულ მიდგომას;

თამბაქოსთვის თავის დანებებას - ამით თავს ავარიდებთ მრავალ ტოქსინს, რომელთა შორის ნიკოტინზე საშიში შხამებიც არის;

ალკოჰოლის მიღების შეზღუდვას (ალკოჰოლიანი სასმელებიდან ნებადართულია და სასარგებლოც კი წითელი ღვინო, ოღონდ ზომიერი ოდენობით);

წყლის სათანადო ოდენობით მიღებას - საშუალოდ 1-2 ლიტრისა დღე-ღამეში;

ლ მედიკამენტების ჭარბი და გაუმართლებელი მიღებისგან თავის შეკავებას, განსაკუთრებით - ბანალური ვირუსული ინფექციის დროს - ორგანიზმს უნდა მივცეთ საშუალება, ინფექციას თავად, უხეში გარეგანი ჩარევის გარეშე გაუმკლავდეს.

კვების მართებული რეჟიმი იმუნური სიჯანსაღის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. რეკომენდებულია საკვების მიღება ფიქსირებულ დროს დღე-ღამეში 4-5-ჯერ, ვახშმობა არა უგვიანეს 7-8 საათისა. რაციონი უნდა იყოს მრავალფეროვანი, მდიდარი ხილით, ბოსტნეულით. აუცილებელია ცხოველური ცილა (მჭლე ხორცი, თევზი, რძის ნაწარმი).

ცილოვანი პროდუქტი დღეში 300 გრამამდე უნდა მივიღოთ, აქედან ძროხის ხორცი, ფრინველის ხორცი, თევზი, ხაჭო, ყველი - დაახლოებით 60 გრამი; დანარჩენი უნდა მოდიოდეს მცენარეული ცილის წილად.

იმუნური სისტემის ფუნქციობისთვის აუცილებელია ცხიმიც, რადგან, საზოგადოდ, ადამიანის უჯრედების და, კერძოდ, ლიმფოციტების კედელი ლიპიდებისა და ქოლესტერინისგან არის აგებული. ამდენად, ქოლესტერინი ორგანიზმისთვის აუცილებელია.

მისი წყაროა კვერცხი, ზეთი, კარაქი. უნდა ვერიდოთ სწრაფ კვებას (ფასტფუდს), კონსერვებს, ნახევარფაბრიკატებს. რძის პროდუქტებიდან რაციონში მაღალი უნდა იყოს მაწვნის, კეფირის, ყველის წილი.

ეს პროდუქტები შეიცავს ბუნებრივ პრობიოტიკებს და აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ფუნქციას. მიკროელემენტების მხრივ საყურადღებოა რაციონში რკინის, იოდის, თუთიისა და სელენის შემცველობის კონტროლი. იმუნურ სისტემას ვნებს მუდმივი გამოუძინებლობა. რეკომენდებულია ძილი დღე-ღამეში 8 საათი მაინც.

საუკეთესო პერიოდია 23:00-7:00. ჯანსაღი ძილისთვის აუცილებელია, საძინებელში იყოს სიჩუმე, სიბნელე და სიგრილე. ფიზიკური დატვირთვა უნდა იყოს ზომიერი, ჯანმრთელობის შესაბამისი, და არამც და არამც - დამქანცველი და გამომფიტავი.

ერთადერთი პირობაა დატვირთვის რეგულარულობა. დატვირთვის სახეობა ყველას შეუძლია საკუთარი გემოვნებისამებრ შეარჩიოს: სირბილი, აერობიკა, იოგა, აღმოსავლური ვარჯიშები.

მაქსიმალურად უნდა ვერიდოთ სტრესს, საჭიროებისას მივმართოთ ფსიქოლოგს, ჩავიტაროთ აუტოტრეინინგი, შევიქმნათ პოზიტიური განწყობა დადებითი ემოციების მოზღვავების ხარჯზე.