რატომ უნდა შევაჩეროთ არჩევანი სასმელებიდან სტაფილოს წვენზე? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ უნდა შევაჩეროთ არჩევანი სასმელებიდან სტაფილოს წვენზე?

ის მდიდარია C და A ვიტამინებით. დაბალკალორიულია და უმარავ საკვებ ნივთიერებას შეიცავს. მათ შორის, ვიტამინ K-ს და კალიუმს.

სტაფილოს წვენი ანტიოქსიდანტ ლუთეინისა და ზეაქსანტინის მოქმედებას ასტიმულიებს.

მნიშვნელოვანია მასში შემავალი ბეტა-კაროტინიც, რომელიც სტაფილოს შეფერილობას განაპირობებს. ბეტა-კაროტინს ორგანიზმი A ვიტამინად გარდაქმნის.

• თვალები

სტაფილოს წვენი დიდი რაოდენობით საკვებ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც სასარგებლოა მხედველობისთვის.

A ვიტამინი ჯანმრთელი თვალის უმთავრესი კომპონენტია. სწორედ ამ ვიტამინის ნაკლებობა ასოცირდება სიბრმავესთან და თვალის ასაკობრივ დაავადებებთან. ლუთეინისა და ზეაქსტინის ანტიოქსიდანტები, რომლებსაც სტაფილო შეიცავს, თვალში გროვდება და მათ სიჯანსაღეს განაპირობებს.

• იმუნური სისტემა

სტაფილოს წვენში შემავალი A და C ვიტამინები იმუნურ სისტემას აძლიერებენ.

ის ასევე B6 ვიტამინს შეიცავს, მისი ნაკლებებობა იმუნური სისტემის სისუსტეს იწვევს.

• სისხლში შაქრის კონტროლი

სტაფილოს წვენი სისხლში შაქრის შემცველობას ამცირებს. ვინაიდან, ის პრობიოტიკებს შეიცავს.

მას, ასევე დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვს.

• კანი

ერთ ჭიქა სტაფილოს წვენში შემავალი C ვიტამინი 20%-ით უზუნველჰყოფს კოლაგენის გამომუშავებას.

აღნიშნული ბოჭკოვანი ცილა კი უმნიშვნელოვანესია კანის სიჯანსაღისათვის და ელასტიკურობისთვის.

სტაფილოს წვენი კანის თავისუფალ რადიკალებს ებრძვის. მასში შემავალი ბეტა კაროტინი მზის ულტრაიისფერი სხივებისგან იცავს კანს.

• ჯანმრთელი გული

სტაფილოს წვენი გულის დაავადებების განვითარების რიკს ამცირებს. ის კალიუმის კარგი წყაროა. აღნიშნული მინერალი კი მნიშვნელოვან როლს თამაშობს არტერიული წნევის რეგულირებაში.

კალიუმის დიეტა არტერიული წნევისა და ინსულტისაგან გვიცავს.

3 თვიანმა კვლევამ, რომელშიც 17 წლის მოზარდები (მათ მაღალი ქოლესტერინის დონე აღენიშნებოდათ, ასევე ტრიგლიცერიდები მომატებული ჰქონდათ) მონაწილეობდნენ, აჩვენა, რომ დღეში 2 ჭიქა სტაფილოს წვენის მიღება ლიპიდების დაჟანგვას ამცირებს, ხოლო სისხლში ანტიოქსიდანტების რაოდენობას ზრდის. ეს კი მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ სტაფილოს წვენი გულის დაავადებების განვითარების რისკს საგრძნობლად ამცირებს.

• ღვიძლი

სტაფილოში შემავალი კაროტინები ღვიძლს იცავს და ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვთ. ისინი ღვიძლს გაცხიმოვნებისგან იცავენ.