რატომ უნდა შევაჩეროთ არჩევანი სასმელებიდან სტაფილოს წვენზე? - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2021

კითხვა-პასუხი

რატომ უნდა შევაჩეროთ არჩევანი სასმელებიდან სტაფილოს წვენზე?

რატომ უნდა შევაჩეროთ არჩევანი სასმელებიდან სტაფილოს წვენზე?
სტაფილოს წვენის სასარგებლო თვისებები ის მდიდარია C და A ვიტამინებით. დაბალკალორიულია და უმარავ საკვებ ნივთიერებას შეიცავს. მათ შორის, ვიტამინ K-ს და კალიუმს.


სტაფილოს წვენი ანტიოქსიდანტ ლუთეინისა და ზეაქსანტინის მოქმედებას ასტიმულიებს.


მნიშვნელოვანია მასში შემავალი ბეტა-კაროტინიც, რომელიც სტაფილოს შეფერილობას განაპირობებს. ბეტა-კაროტინს ორგანიზმი A ვიტამინად გარდაქმნის.


• თვალები


სტაფილოს წვენი დიდი რაოდენობით საკვებ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც სასარგებლოა მხედველობისთვის.

A ვიტამინი ჯანმრთელი თვალის უმთავრესი კომპონენტია. სწორედ ამ ვიტამინის ნაკლებობა ასოცირდება სიბრმავესთან და თვალის ასაკობრივ დაავადებებთან. ლუთეინისა და ზეაქსტინის ანტიოქსიდანტები, რომლებსაც სტაფილო შეიცავს, თვალში გროვდება და მათ
სიჯანსაღეს განაპირობებს.


• იმუნური სისტემა


სტაფილოს წვენში შემავალი A და C ვიტამინები იმუნურ სისტემას აძლიერებენ.

ის ასევე B6 ვიტამინს შეიცავს, მისი ნაკლებებობა იმუნური სისტემის სისუსტეს იწვევს.


• სისხლში შაქრის კონტროლი


სტაფილოს წვენი სისხლში შაქრის შემცველობას ამცირებს. ვინაიდან, ის პრობიოტიკებს შეიცავს.

მას, ასევე დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვს.


• კანი


ერთ ჭიქა სტაფილოს წვენში შემავალი C ვიტამინი 20%-ით უზუნველჰყოფს კოლაგენის გამომუშავებას.

აღნიშნული ბოჭკოვანი ცილა კი უმნიშვნელოვანესია კანის სიჯანსაღისათვის და ელასტიკურობისთვის.

სტაფილოს წვენი კანის თავისუფალ რადიკალებს ებრძვის. მასში შემავალი ბეტა კაროტინი მზის ულტრაიისფერი სხივებისგან იცავს კანს.


• ჯანმრთელი გული


სტაფილოს წვენი გულის დაავადებების განვითარების რიკს ამცირებს. ის კალიუმის კარგი წყაროა. აღნიშნული მინერალი კი მნიშვნელოვან როლს თამაშობს არტერიული წნევის რეგულირებაში.


კალიუმის დიეტა არტერიული წნევისა და ინსულტისაგან გვიცავს.

3 თვიანმა კვლევამ, რომელშიც 17 წლის მოზარდები (მათ მაღალი ქოლესტერინის დონე აღენიშნებოდათ, ასევე ტრიგლიცერიდები მომატებული ჰქონდათ) მონაწილეობდნენ, აჩვენა, რომ დღეში 2 ჭიქა სტაფილოს წვენის მიღება ლიპიდების დაჟანგვას ამცირებს, ხოლო სისხლში ანტიოქსიდანტების რაოდენობას ზრდის. ეს კი მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ სტაფილოს წვენი გულის დაავადებების განვითარების რისკს საგრძნობლად ამცირებს.


• ღვიძლი


სტაფილოში შემავალი კაროტინები ღვიძლს იცავს და ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვთ. ისინი ღვიძლს გაცხიმოვნებისგან იცავენ.

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ჭარბი წონის მიზეზებსა და პრობლემის გადაჭრის მეთოდებზე გვესაუბრება კლინიკა "ენმედიცის" წამყვანი ენდოკრინოლოგი, პროფესორი მაია ჩიქობავა.
კატეგორიის სხვა სტატიები
ბევრი ფიქრობს, რომ ბრაზის შეკავება მავნებელია, რადგან არ ვუშვებთ დაგროვებულ ორთქლს -
საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ჩიას სასარგებლო თვისებებს გვიზიარებს ექიმი-ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა
რა შეიძლება გახდეს იდაყვებისა და მუხლების სიშავის მიზეზი?
როდის აღმოცენდება დაბუჟება და ტკივილი კეფის მიდამოში
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად