თვალების, კანის, ყელისა და ფილტვების გამოშრობა - პრობლემები, რომელიც შეიძლება საყოფაცხოვრებო სადეზინფექციო საშუალებებმა გამოიწვიოს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თვალების, კანის, ყელისა და ფილტვების გამოშრობა - პრობლემები, რომელიც შეიძლება საყოფაცხოვრებო სადეზინფექციო საშუალებებმა გამოიწვიოს

შეიძლება, სადეზინფექციო საშუალებები ქიმიკატების დადგენილ ნორმას შეიცავდეს, მაგრამ ხანგრძლივ პერსპექტივაში ორგანიზმზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს. მაგალითად, ქლორამინი, რომელიც მათ შორის, ონკანისა და საცურაო წყლის საფეზინფექციოდაც გამოიყენება, ხშირად გვხვდება სხვადასხვა ტიპის საწმენდ ხსნარში. ხსნარებში აღნიშნული ნივთერების გონივრული რაოდენობით შემცველობა შეიძლება, პირდაპირ უარყოფით უკურეაქციას არ იწვევდეს, მაგრამ დროთა განმავლობაში ჰქონდეს დაგროვებითი ეფექტი, განსაკუთრებით ბავშვებში. ისინი ხომ აქტიურად ეხებიან სახლში არსებულ ყველა იმ ზედაპირს, რომელსაც ჩვენ ქიმიური ხსნარებით ვამუშავებთ.

კონკრეტულად, ქლორამინმა შეიძლება გამოიწვიოს თვალების, კანის, ყელისა და ფილტვების გამოშრობა და მათზე მავნე ზემოქმედება მოახდინოს. დამტკიცებულია, რომ ნივთიერება სასუნთქ გზებზე უარყოფით ეფექტს იწვევს.

ქიმიური საწმენდი საშუალებების უკონტროლოდ გამოყენებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ღვიძლისა და თირკმელების ჯანმრთელობასაც. სხვადასხვა ტოქსიკური საშუალება წლების განმავლობაში, ჩვენს საცხოვრებელ გარემოში აკუმულირდება და შეიძლება, სხვადასხვა დაავადების გამომწვევი გახდეს.

რა არის სტანდარტული სადეზინფექციო საშუალებების უსაფრთხო ალტერნატივა?

ცხადია, სახლის დეზინფექციაზე უარს ვერ ვიტყვით, თუმცა რაც უფრო ვითარდება მსოფლიო, მეცნიერება უფრო მეტად ცდილობს, სარგებელი რისკებს იმაზე მეტად აღემატებოდეს, ვიდრე ოდესმე.

შედეგად, 2013 წელს შვეიცარიელმა მეცნიერებმა შექმნეს დასუფთავსებისა და დეზინფექციის ინოვაციური, უსაფრთხო და ეკომეგობრული მოწყობილობა „აქუამა“, რომლის ჯანმრთელობაზე ზეგავლენის რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. მისი გამოყენება წყალთან თავსებადი ნებისმიერი ზედაპირის დასამუშავებლად არის შესაძლებელი: ბავშვის ნივთების, ბოსტნეულისა და ხილის, აბაზანის, სამზრეულოს, ავეჯის ზედაპირის. ამასთან, ის გამოიყენება ხელის დეზინფექციისთვისაც, არ აშრობს და არ აღიზიანებს კანს და არ იწვევს ალერგიულ რეაქციას.

„აქუამას“ ორი რეჟიმი აქვს: საწმენდი და სადეზინფექციო. ორივე ხსნარის დასამზადებლად მხოლოდ 3 კომპონენტი დაგჭირდება: წყალი (ონკანის, მინერალური ან გამოხდილი), ქიმიურად სუფთა მარილი და ელექტროენერგია. სამივეს გამოყენებით მზადდება უსაფრთხო, მავნე ნივთიერებებისგან თავისუფალი საწმენდი საშუალება, რომელსაც თამამად გამოიყენებთ მაშინაც, როცა სახლში მცირეწლოვანი ბავშვები გყავთ.

mkurnali.ge

„აქუამას“ ტექნოლოგია მარილის წყალხსნარის ელექტროლიზის ქიმიურ პროცესს ეფუძნება, რომლის მიმდინარეობისას, მარილის წყალხსნარში ელექტრული დენის გატარებით, ვიღებთ ატომურ ჟანგბადს — ეფექტურ ანტისეპტიკს. ატომური ჟანგბადი ბუნებრივად გვხვდება ადამიანის ორგანიზმშიც, როგორც ყველაზე ეფექტური ოქსიდანტი სხვადასხვა ინფექციისგან თავის დასაცავად.

ქიმიის მეცნიერებათა დოქტორისა და სახელმძღვანელოების ავტორის ლია თევზაძის განმარტებით, „აქუამას“ ტექნოლოგია აბსოლუტურად უსაფრთხოა და რეკომენდებულია, ჩვეულებრივი სადეზინფექციო საშუალებები მისით ჩავანაცვლოთ.

„მოწყობილობის მიერ დამზადებული ხსნარი გამოიყენება ნებისმიერი ზედაპირის, ბავშვის სათამაშოებისა და ავეჯის გასაწმენდად. რამდენი წელია ქიმიკოსი ვარ და რამდენ ადამიანთან და ცდასთან მქონია შეხება, მათ შორის სტუდენტებთანაც ჩამიტარებია ეს ცდა და მე ვერ მოვიფიქრებდი, რომ ასეთი გამოყენება შეიძლებოდა ჰქონოდა ერთი შეხედვით ჩვეულებრივ რეაქციას და მისი გადატანა ასეთ პორტატულ მოწყობილობაში იქნებოდა შესაძლებელი“,- აღნიშნა ლია თევზაძემ.

„აქუამას“ შემქმნელების მიზანია, ადამიანებს ცხოვრების ჯანსაღ ალტერნატივას გადასვლის შესაძლებლობა ჰქონდეთ ყველა მიმართულებით და მაქსიმალურად შევამციროთ გარემოსთვის მიყენებული ზიანი, როგორც ტოქსიკური ქიმიკატებით, ისე პლასტიკით, რომლის ბოთლებშიც იწარმოება ბაზარზე არსებული სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალება. ევროკავშირი და შვეიცარიის ჯანდაცვის სამინისტრო ორიენტირებულია მაქსიმალურად უვნებელი პროდუქციის ავტორიზებაზე, ამიტომაც ისინი მაღალი სანდოობით გამოირჩევიან.

გასათვალისწინებელია, რომ სადეზინფექციო საშუალება შეიძლება, პლასტიკთან რეაქციაში შევიდეს, თუ მაგალითად, იმაზე მაღალი კონცენტრაციით ალკოჰოლს შეიცავს, ვიდრე საჭიროა. მისი გამოყენებით სახლში დეზინფექციის ჩატარება შეიძლება ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი იყოს. ამასთან, თუ სადეზინფექციო ხსნარებს თვეების განმავლობაში ვინახავთ, ამ შემთხვევაშიც ნუ გამოვრიცხავთ პლასტიკთან რეაქციას. აღნიშნული ხსნარების ჩვენს საცხოვებელ გარემოში მოხვედრა კი რეკომენდებული არ არის.

აღსანიშნავია, რომ „აქუამას“ წარმომადგენლობა საქართველოში მოწყობილობის გატესტვას გვთავაზობს, რათა თავად დავრწმუნდეთ მის შესაძლებლობებში. სერვისით სარგებლობისთვის კომპანიის წარმომადგენელი მოწყობილობას ტესტირებისთვის საჭირო ატრიბუტიკით ადგილზე მოგიტანთ, მის მახასიათებლებსა და ინსტრუქციას დეტალურად აგიხსნით და ყველა სასურველ ზედაპირზე თქვენთან ერთად გატესტავს. ამისათვის კი უნდა ეწვიოთ შემდეგ ბმულს: https://aquama.ge/pages/aquama_trial.