რატომ უნდა მივირთვათ ალუჩა? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ უნდა მივირთვათ ალუჩა?

დასავლეთ ევროპაში ალუჩას მირაბელას უწოდებენ. ამ მომჟავო-მოტკბო გემოს მქონე ხილის ნაყოფი სხვადასხვა შეფერილობისაა: მწვანე, ყვითელი, ვარდისფერი, ფორთოხლისფერი, შავი და ჭრელიც კი.

ის ბავშვებს სიმაღლეში ზრდაში ეხმარება, რეკომენდებულია ფეხმძიმეებისა და მოხუცებისთვის, ღვიძლისა და სანაღვლე გზების ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის.

ხალხურ მედიცინაში ალუჩას ხველისა და ყელის ტკივილის დროს ჭამენ. ალუჩის წვენში დასველებული ტამპონები ჭრილობის სწრაფშეხორცებას უწყობს ხელს.

ალუჩა უებარი დამხმარეა ავიტამინოზისა და კუჭის შეკრულობის დროს, ეხმარება საჭმლის მომნელებელ სისტემას ცილებით გაჯერებული საკვების გადამუშავებაში, აუმჯობესებს მადას, სასარგებლოა გასტრიტისა და დაბალი მჟავიანობის დროს.

ალუჩა იმუნიტეტს ამაღლებს და ხელს უშლის დაავადების განვითარებას. საუკეთესო სიცხის დამწევია და აქრობს ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესებს.

თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, ეს გემრიელი ხილი შეიძლება ადამიანისთვის საზიანოც აღმოჩნდეს. მაგალითად, როცა ადამიანს აწუხებს კუჭის მომატებული მჟავიანობა და კუჭისა და ნაწლავების წყლულოვანი დაავადება.

იშვიათ შემთხვევაში, ალუჩის დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა და კანზე გამონაყარი.

დიდი რაოდენობით ალუჩის ჭამამ შესაძლოა გამოიწვიოს დიარეა.

ალუჩის შესანახად საუკეთესო საშუალება მისი გაყინვაა. კარგად გარეცხილი და გამშრალი ალუჩა ჩაყარეთ პოლიეთილენის პარკში, თავი ჰერმეტულად მოუკარით და საყინულე კამერაში შეინახეთ.

ხილის შესანახად მეორე მეთოდიც შეგიძლიათ გამოიყენოთ: მწიფე ალუჩას გამოაცალეთ კურკა, ჯამში ჩაყარეთ და შაქარი დააყარეთ (1კგ ალუჩაზე ნახევარი კგ შაქარი), ხელით ცოტა დასრისეთ და ნახევარი საათით გააჩერეთ, რომ წვენი გამოუშვას. ამის შემდეგ წვნიანი ალუჩა პოლიეთილენის ბოთლში ან ქილაში (მინა არ შეიძლება) გადაიტანეთ და საყინულეში მოათავსეთ.

ზამთარში გაყინული ალუჩისგან შეგიძლიათ უგემრიელესი დესერტები, ნამცხვრებისა და კექსების გულსართები ან არომატული კომპოტი მოამზადოთ.