როგორ შევხვდეთ ზაფხულის ცხელ დღეებს, თუ შაქრიანი დიაბეტი გვაქვს? - რა მივირთვათ და როგორ ავირიდოთ თავიდან გულძმარვა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ შევხვდეთ ზაფხულის ცხელ დღეებს, თუ შაქრიანი დიაბეტი გვაქვს? - რა მივირთვათ და როგორ ავირიდოთ თავიდან გულძმარვა

პაპანაქება სიცხის ატანა ჯანმრთელ ადამიანსაც უჭირს. ქრონიკული ავადმყოფისთვის ის, ბუნებრივია, უფრო გაუსაძლისია.

შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს მოკლედ შევახსენებთ იმ წესებს, რომელთა დაცვაც მათ ცხელი ზაფხულის გადატანას გაუადვილებს.

ერიდეთ დეჰიდრატაციას - ორგანიზმის სითხით გაღარიბებას. დეჰიდრატაციის მიზეზად შეიძლება იქცეს როგორც სიცხე და ამით გამოწვეული ოფლიანობა, ისე სისხლში გლუკოზის დონის მომატებაც, ამიტომ სვით საკმარისი წყალი და დაიცავით დიეტა.

ერიდეთ ალკოჰოლს - დიაბეტის დროს ის არ არის რეკომენდებული, თანაც სხეულის ტემპერატურის რეგულაციას არღვევს.

სიცხის ატანასა და დეჰიდრატაციის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ ახალი ხილი და ბოსტნეული.

საზამთრო, ნესვი, კენკრა სითხის მაღალი შემცველობით გამოირჩევა.

სასარგებლო ნახშირწყლები ენერგიას შეგინარჩუნებთ. საკმარისია დღეში 1/2 ჭიქა ან 1 ცალი საშუალო ზომის ხილი.

სალათა, კიტრი, ყაბაყი, გოგრა ც და ა ვიტამინების მდიდარი წყაროა. ც ვიტამინი ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც გვიცავს მზის, დაბინძურებული გარემოსა და ზოგიერთი თერმულად დამუშავებული საკვების ზემოქმედებით წარმოქმნილი თავისუფალი რადიკალებისგან. ა ვიტამინი აუცილებელია კანის ჯანმრთელობისთვის. გარდა ამისა, საზამთრო და პომიდორი ანტიოქსიდანტ ლიპოკაინის წყაროა. ის მზის დამწვრობისგან გვიცავს.

ზაფხული და გულძმარვა

მართალია, გარეთ ცხელა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მკერდის ძვლის უკანაც უნდა გრძნობდეთ წვას და ეს შემაწუხებელი გრძნობა ზაფხულის საკვებით მიღებულ სიამოვნებას აქარწყლებდეს. გულძმარვას, რომელიც, სამწუხაროდ, ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული სიმპტომია, ხშირად აპროვოცირებს ციტრუსების წვენი, კოლა, ფანტა, კოქტეილი, ლუდი, პომიდორი.

ერთი სიტყვით, ის საჭმელი და სასმელი, რომელთა გარეშეც ზაფხული წარმოუდგენელია. რა მივირთვათ, რომ გულძმარვამ არ შეგვაწუხოს? შესაძლოა, უცნაური მოგეჩვენოთ, მაგრამ ამ კითხვის პასუხი იცის ყველა, ვისაც ეს შემაწუხებელი სიმპტომი განუცდია. თითოეულ მათგანს სიმჟავის მაპროვოცირებელი “საკუთარი” პროდუქტები აქვს. რაც აუტანელია ერთისთვის, სავსებით უვნებელია მეორისთვის. თუმცა არსებობს იმ საკვების ზოგადი ჩამონათვალიც, რომელიც ყველაზე ხშირად იწვევს გულძმარვას.

ასეთებია:

ზეთი - შეგიძლიათ, საკვები მოხარშოთ.

პომიდორი - მის ნაცვლად სალათაში გამოიყენეთ სტაფილო, ლობიო, კარტოფილი.

კოლა და გაზიანი სასმელები - მათ ნაცვლად სვით ცივი ჩაი.

საზამთრო - უცნაური მოგეჩვენებათ, მაგრამ სამედიცინო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ ის მჟავას წარმოქმნას უწყობს ხელს.

გულძმარვისას საზამთრო მხოლოდ ხილის სალათის შემადგენლობაში შეიძლება გამოვიყენოთ.

ამასთან ერთად, გულძმარვის საწინააღმდეგოდ რეკომენდებულია:

კვება ხშირად და მცირე ულუფებით.

დაძინებამდე 3-4 საათის განმავლობაში კვებისგან თავის შეკავება, მსუბუქად ვახშმობა.

წონის მოწესრიგება.

თამბაქოსთვის თავის დანებება.