მოვამზადოთ კანი ზაფხულისთვის - ზღვის მარილის სასარგებლო თვისებები და კოსმეტიკური პროცედურება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მოვამზადოთ კანი ზაფხულისთვის - ზღვის მარილის სასარგებლო თვისებები და კოსმეტიკური პროცედურება

ზღვის მარილის სასარგებლო თვისებები

  • ზღვის მარილი ამაღლებს იმუნიტეტს, რაც კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე.

  • შეიცავს ისეთ აუცილებელ ელემენტებს, როგორებიცაა მაგნიუმი, კალიუმი, ნატრიუმი, თუთია, იოდი, კალციუმი, რკინა, სპილენძი.

 

  • ხელს უწყობს ორგანიზმიდან წიდისა და ტოქსინების გამოდევნას.

 

  • აფერხებს კანის ასაკობრივ ცვლილებებს, ზრდის ელასტიკურობას, ხსნის დაძაბულობას.

 

  • აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

 

  • ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს.

კოსმეტიკური პროცედურები

სხეულისთვის

სკრაბი თაფლითა და ყავით

ათანაბრებს სახის ფერს, მატებს ტონუსს, ახდენს ანტიცელულიტურ ეფექტს. დაგჭირდებათ: 100 გ მსხვილი ზღვის მარილი, 50 გ დაფქული ყავა, 100 გ თაფლი. ინგრედიენტები კარგად აურიეთ ერთმანეთში და წრიული მოძრაობით თანაბრად წაისვით სხეულზე. დაიტოვეთ 3-5 წუთით, მერე კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

სახისთვის

პილინგი ზეითუნის ზეთითა და E ვიტამინით

ანოტივებს კანს, ასუფთავებს ფორებს, ზრდის ელასტიკურობას. არ უხდება მგრძნობიარე და გაღიზიანებისკენ მიდრეკილ კანს. დაგჭირდებათ: 20 გ წვრილი ზღვის მარილი, 50 მლ ზეითუნის ზეთი, 2-3 კაფსულა E ვიტამინი. აურიეთ ერთმანეთში ინგრედიენტები და მსუბუქი მოძრაობებით წაისვით სახეზე ცენტრიდან კიდეებისკენ. გაიკეთეთ მასაჟი 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ სახე თბილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი კრემი.

სკრაბი ხელებისთვის ნაღებითა და ეთერზეთით

არბილებს კანს, ზრდის ელასტიკურობას.

დაგჭირდებათ: 100 გ წვრილი ზღვის მარილი, 100 მლ ნაღები, 500 მლ მინერალური წყალი, 3-5 წვეთი ნებისმიერი ეთერზეთი. ჩაასხით თასში წყალი, დაამატეთ ნაღები, ეთერზეთი და ზღვის მარილი. ჩაყავით ხელები ამ ნაზავში და კარგად დაიბანეთ. გააჩერეთ კიდევ 5 წუთი