„სულ მშია, არ ვიცი რა მჭირს“ – შიმშილის გრძნობის მართვა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

„სულ მშია, არ ვიცი რა მჭირს“ – შიმშილის გრძნობის მართვა

მარილი

მარილს შეუძლია შიმშილის გრძნობის გაძლიერება, რასაც სწრაფი კვების რესტორენები ძალიან კარგად იყენებენ.

ადამიანს მარილისა და შაქრის გემო მათზე დამოკიდებულს ხდის.

ასე რომ, შეამცირეთ მარილის რაოდენობა. რეკომედნებულია, მაგალითად, ჰიმალაის მარილი, რომელიც უფრო ჯანსაღ მინერალებს შეიცავს.

ჰაერის კონდიცირება

რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, ჰაერის კონდიცირებას შეუძლია შიმშილის გრძნობა გამოიწვიოს.

ადამიანი გაცილებით მეტ საკვებს მიირთმევს და უფრო მეტად შია იქ, სადაც ჰაერის ტენიანობა ნაკლებია და ცივა. არ გაჩერდეთ დიდხანს ზედმეტად ცივ პირობებში, ხშირად იყავით თბილ გარემოში.

მედიკამენტები

ზოგიერთი მედიკამენტი კორტიზოლზე მოქმედებს.

როდესაც კორტიზოლის რაოდენობა იზრდება, ჩვენ სტრესში ვვარდებით. ანტიდეპრესანტები, ჩასახვის საწინააღმდეგო აბები და მრავალი სხვა პრეპარატი შეიძლება გახდეს „უკონტროლო შიმშილის“ მიზეზი.

როგორ ვაკონტროლოთ შიმშილის გრძნობა?

აუცილებელია ცხიმის, ბოჭკოვანისა და ზოგიერთი სანელებელის კომბინაცია.

ჯანსაღი ცხიმის შემცველი საკვები სისავსის შეგრძნებას გვანიჭებს, როგორც უჯრედისი.

ხოლო შაქარსა და ნახშირწყლებს ორგანიზმი მალე წვავს, ამიტომაც მათი მირთმევის შემდეგ მალევე გვშივდება. მაგალითად, კეტოგენური დიეტა, რომელიც ნახშირწყლების შემცირებას გულისხმობს, ემყარება იმ ფაქტს, რომ ცხიმისა და უჯრედისის გადამუშავებას ორგანიზმი დაახლოებით 3 საათს ანდომებს, ხოლო ნახშირწყლებისას 30-60 წუთს.

ეთერზეთები

ზოგიერთი არომატი შიმშილის გრძნობას ამძაფრებს. ციტრუსის ეთერზეთები, ასევე ლავანდას ეთერზეთი, პიტნისა და როზმარინის - ადამიანს მენტალურ და ფიზიკურ სიძლიერეში ეხმარება. მათი ზეგავლენით შიმშილს უკეთ გაუმკლავდებით.

ეთერზეთები შეგიძლიათ ფეხებზე, მუცელსა და თმებზე წაისვათ, ასევე, მიმართოთ არომათერაპიას.

ვარიჯიში

ბევრი კარდიო ვარჯიში საჭირო არ არის. დამღლელი ვარჯიშები შიმშილის გრძნობას გაგიძლიერებთ.

ისეირნეთ ბუნებაში, შეასრულეთ მსუბუქი ვარჯიშები.

გარდა ამისა, შეგიძლიათ მიიღოთ მცენარეული ნაყენები, რომლებსაც მადის დამთრგუნველი მოქმედება აქვს.

საკვებიდან მადას თრგუნავს: სელის ზეთი, ხორბლის ქატო, ნიორი.

სელის ზეთი. მადის დასაქვეითებელი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხალხური საშუალებაა. ასევე აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას, ხელს უწყობს ზედმეტი წონის დაკლებას და კუჭში სიმსუბუქის შეგრძნებას. სელის ზეთს უმატებენ სალათებს და ისე მიირთმევენ.

Ხორბლის ქატო. დაასხით მდუღარე წყალი და გააჩერეთ 15 წუთის განმავლობაში, მიიღეთ დღეში რამდენჯერმე.

ნიორი. რამდენიმე კბილ ნიორს დაასხით 1 ჭიქა ოთახის ტემპერატურის მქონე წყალი, გააჩერეთ ერთი დღის განმავლობაში. მიიღეთ ნივრის ნაყენი ჭამის წინ.