კოჟრებს ჭინჭრის ცხელი აბაზანა უშველის... - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კოჟრებს ჭინჭრის ცხელი აბაზანა უშველის...

ამ უსიამოვნების პროვოცირება შესაძლოა ბრტყელტერფიანობამაც მოახდინოს: ამ დროს ტერფებზე დატვირთვა არათანაბრად ნაწილდება, რასაც პრობლემური ადგილები კანის გაუხეშებით პასუხობენ.

გაითვალისწინეთ: თუ ტერფებზე კოჟრები რეგულარულად გიჩნდებათ, კანზე მუდმივ ზრუნვასთან ერთად დაგჭირდებათ დერმატოლოგის კონსულტაციაც.

ექიმი გამოკვლევას ჩაგიტარებთ და პროფილაქტიკურ საშუალებებსაც მიგითითებთ.

დროა, ვიმოქმედოთ!

კანის გაუხეშებულ ადგილებზე გაიკეთეთ ჭინჭრის ცხელი აბაზანა: ჭინჭრის ფოთლები დააქუცმაცეთ, 2 სუფრის კოვზს დაასხით 1 ლიტრი თბილი წყალი და პრობლემური კიდურები 10-15 წუთით ჩაყავით შიგ. პროცედურის შემდეგ გადაივლეთ ცივი წყალი, გადაისვით ცხიმიანი კრემი და გაიკეთეთ მასაჟი.

ამის შემდეგ ჩაიცვით ბამბის რბილი წინდა და თავისუფალი ფეხსაცმელი (თუ პროცედურას ხელებზე იტარებთ - ხელთათმანი). თბილი აბაზანის შემდეგ კანში შეიძლება შეიზილოთ სახამებლის, გლიცერინისა და სუფთა კუპრის (ის აფთიაქებში ურეცეპტოდ გაიცემა) ნარევი (თანაფარდობით 3:3:1). თუ კოჟრი ტკივილს ან უსიამოვნო შეგრძნებას იწვევს, დაგეხმარებათ თბილი აბაზანა კალიუმპერმანგანატის ბაცი ვარდისფერი ხსნარით, რომელსაც უნდა დაუმატოთ 1 ჩაის კოვზი ზღვის მარილი.

ამ აბაზანაში კიდური 15-20 წუთი გააჩერეთ, შემდეგ ამოიღეთ და წყალი ზედ შეიშრეთ. ტკივილი სწრაფად გაგივლით. თუ უსიამოვნო შეგრძნება გზაში გაგიჩნდათ, შინ შესვლისთანავე ტრავმირებულ ადგილებზე გადაივლეთ ცივი საპნიანი წყალი, შემდეგ შეიზილეთ საცხი, რომელიც შეიცავს თუთიას, გლიცერინს, ტალკს, და დაიწებეთ ბაქტერიოციდული პლასტირი.

ბუშტივით გასკდა...

თუ კოჟრს ყურადღებას არ მიაქცევთ, შემდგომ კანზე გაჩნდება სეროზული სითხე და ბუშტი. "ტენიანი" კოჟრი აუცილებლად უნდა გაიხსნას - ნემსით გაიჩხვლიტოს, ოღონდ სპირტით დამუშავების შემდეგ (სპირტით უნდა დამუშავდეს ნემსიც). "ოპერაციის" შემდეგ ჩაიტარეთ კანის დეზინფიცირება კალიუმის პერმანგანატის ხსნარით, ბრილიანტის მწვანით ან ფურაცილინით, შემდეგ კი აუცილებლად დაიკარით ბაქტერიოციდული პლასტირი.

არ დაგავიწყდეთ: კოჟრი ღია კარია ინფექციებისთვის, რომელთაც შეუძლიათ, კანის დაავადებები გამოიწვიონ. გახსენით 2 ლიტრ წყალში 1 ჩაის კოვზი სოდა, 1 სუფრის კოვზი საპონი და 1 ჩაის კოვზი ნიშადურის სპირტი. თუ კოჟრის გარშემო კანზე ანთებითი პროცესი განვითარდა, დაუმატეთ წყალს გვირილის ან მრავალძარღვას ნაყენი.

ასეთი აბაზანის მიღება აუცილებელია ყოველდღე. დაიორთქლეთ ფეხები ნახევარი საათის განმავლობაში, შემდეგ გაიხეხეთ პემზით და წაისვით ცხიმიანი საცხი. კოჟრის მოსაშუშებლად საკმარისია 6-8 პროცედურა.

დაგეხმარებათ ვიტამინები

ყველაზე ხშირად კოჟრები ტერფებზე ჩნდება. თუ ეს მუდმივად ერთსა და იმავე ადგილას ხდება, აუცილებლად აჩვენეთ ფეხები ორთოპედს. ექიმი დაადგენს კანის დეფორმაციის მიზეზს და შეარჩევს სპეციალურ ორთოპედიულ ფეხსაცმელს ან საფენს. შეგიძლიათ აგრეთვე, ჩაიტაროთ A ვიტამინით მკურნალობის კურსი (ის კარგად არბილებს კანს). ძალიან სასარგებლოა კანის დაზელა პომიდვრის პატარა ნაჭრით ან პომიდვრის საწებლით. ყურადღებით შეარჩიეთ ფეხსაცმელი.

შესაძლოა, ის არ იყოს მოდური, ლამაზი, ექსტრავაგანტული - მთავარია, იყოს მორგებული, მოხერხებული და არ გიქმნიდეთ დისკომფორტს, არ გიჭერდეთ. ვიწრო და მოუხერხებელი ფეხსაცმელი ხელს უშლის კოდურებში სისხლის მიმოქცევას, არღვევს კვებას და სწორედ ეს იქცევა კანის დეფორმაციისა და სხვა დაავადებების მიზეზად. არ ატაროთ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მუდმივად.

უპირატესობა მიანიჭეთ თავისუფალ ფეხსაცმელს, რომელიც ნატურალური ტყავისგან იქნება დამზადებული. შეარჩიეთ ზუსტი ზომა და არამც და არამც ოდნავ დიდი ან ოდნავ პატარა! ამას სავალალო შედეგი მოჰყვება!

წაიკითხეთ სრულად