გავუფრთხილდეთ მხედველობას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გავუფრთხილდეთ მხედველობას

ვიდრე ბავშვი თვითონვე ისწავლიდეს საკუთარ თვალებზე ზრუნვას, მისი მხედველობის გაფრთხილება მშობლების ვალია. ყოველმა მათგანმა კარგად უნდა იცოდეს ჰიგიენის ის ნორმები, რომლებიც მის პატარას მხედველობის სრულფასოვანი მოვლის საშუალებას მისცემს.

პატარების მხედველობის ჰიგიენა შემდეგ პუნქტებს მოიცავს:

  • წელიწადში ერთხელ ოფთალმოლოგთან ვიზიტი;
  • თვალების პერიოდული და ხშირი დასვენება. თუ პატარას კარგი მხედველობა აქვს, მეცადინეობისას ყოველ 40 წუთში ერთხელ უნდა შეისვენოს, თუ მსუბუქი ხარისხის ახლომხედველია - ყოველ ნახევარ საათში ერთხელ. ამასთანავე, შესვენება სულაც არ ნიშნავს ტელევიზორის ყურებას ან კომპიუტერთან ჯდომას. შესვენებაში იგულისხმება გარეთ, ჰაერზე გასვლა, სირბილი, ხტუნვა და თვალის კუნთების გამამაგრებელი ვარჯიშების ჩატარება;
  • რა უცნაურიც უნდა მოგეჩვენოთ, სკოლის მოსწავლემ ტელევიზორს მხოლოდ უქმე დღეებში უნდა უყუროს. 5-6 საათი - სკოლაში, შემდეგ კი 2-3 საათი შინ მეცადინეობა თვალისთვის დიდი დატვირთვაა, რომლის ატანაც მოზარდის თვალს უჭირს. ამიტომაც არის, რომ ახლომხედველობა ყველაზე ხშირად 7-დან 9 წლამდე და 12-დან 14 წლამდე ასაკში ვითარდება.
  • 14 წლამდე ასაკის ბავშვმა კომპიუტერის წინ 2 საათზე მეტი არ უნდა გაატაროს, ამასთანავე, ყოველ 15 წუთში თვალები უნდა შეასვენოს.
  • წიგნი და რვეული მეცადინეობისას თვალიდან 40 სმ-ით უნდა იყოს დაშორებული. ასეთი დისტანციის დაცვის შემთხვევაში თვალის კაკალი ყველაზე ნაკლებად დეფორმირდება. გაზომეთ ეს მანძილი, მონიშნეთ და ასწავლეთ შვილს, როგორ დაიჭიროს დისტანცია.
  • გააკაჟეთ პატარა სპორტის ნებისმიერი სახეობით, რომელიც თავის ტრავმებს არ იწვევს - ასეთი ტრავმები ხელს უწყობს ახლომხედველობის პროგრესირებას.
  • ბავშვს 5 წლამდე ნუ ასწავლით წერა-კითხვას, ნურც სკოლაში მიიყვანთ ნაადრევად. თვალის ცილიარული კუნთი, რომელზეც უშუალოდ არის დამოკიდებული მხედველობის ხარისხი, 7-8 წლის ასაკში ფორმირდება. ამიტომაც არის, რომ სკოლაში ნაადრევად შეყვანილ ბავშვებს შორის ახლომხედველობა 3-ჯერ ჭარბობს.
  • ნუ მიაჩვევთ ტელევიზორის ყურებას 3 წლამდე ასაკის პატარებს. არც 7 წლამდე ასაკის ბავშვების კომპიუტერთან თამაშია რეკომენდებული.

დიდებისთვის

მხედველობის პროფილაქტიკა ითვალისწინებს ოკულისტთან ვიზიტს წელიწადში ერთხელ ან ორჯერ. ექიმი გაზომავს მხედველობის სიმახვილესა და თვალშიგა წნევას, ადრეულ სტადიაზე აღმოაჩენს სხვადასხვა პათოლოგიურ პროცესს. ყველაზე ხშირად ეს პროცესები ალერგიას უკავშირდება, რომელსაც კოსმეტიკური საშუალებები იწვევს. ისიც შესაძლოა, თვალის პათოლოგია რომელიმე მძიმე დაავადების პირველი სიმპტომი იყოს.

თვალის პროფილაქტიკის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა ნორმალური ძილი და მხედველობის ორგანოს სრულფასოვანი დასვენება.

ბოლო ხანს ფართოდ გავრცელდა ოფისური და კომპიუტერული თვალის ცნებები.

შრომის არასწორი ნორმირებით გამოწვეულმა მშრალი თვალის სინდრომმა მხედველობა ნაადრევად რომ არ გაგიუარესოთ, უნდა გამორიცხოთ მისი მაპროვოცირებელი ფაქტორები:

  • დიდხანს ნუ გაჩერდებით შენობაში, სადაც დაბინძურებული ჰაერია. სამუშაო ოთახში ჰაერი დროდადრო აუცილებლად დაატენიანეთ.
  • ტელევიზორის ყურებისას 20-30 წუთში ერთხელ სამიოდე წუთით შეისვენეთ. შეგიძლიათ, ამ დროს თვალები დახუჭოთ ან მზერა შორეულ წერტილს მიაპყროთ.
  • გახსოვდეთ: მშრალი თვალის სინდრომი თავისთავად არ გაივლის, მას მკურნალობა სჭირდება. ამასთანავე, დაზიანებული საცრემლე ჯირკვლის ფუნქციის აღდგენა დიდ დროს მოითხოვს, ზოგჯერ - წლებსაც კი. პირველ ყოვლისა, შეიძინეთ ცრემლის შემცვლელი სითხეები, რათა შეივსოთ ცრემლის დეფიციტი, დაატენიანოთ რქოვანა და თვალი გარეგანი მავნე ფაქტორებისგან დაიცვათ.
  • თუ რამდენიმე დღის შემდეგ შემაწუხებელი სიმპტომები არ გაქრა, მიმართეთ ექიმს. შესაძლოა, პროცესი გასცდა ლორწოვანს და კონიუნქტივასა და რქოვანაზე გავრცელდა. ასეთ დროს ადეკვატური ღონისძიებების დანიშვნა ოფთალმოლოგის კომპეტენციაა.
  • როგორც ცივ, ქარიან, ისე ცხელ, მზიან ამინდში თვალს სპეციალური მოვლა სჭირდება. გამოიყენეთ დამცავი კოსმეტიკური საშუალებები, დილით - მატონიზებელი, საღამოს და ღამით კი - მკვებავი მალამოები. ყველას ისეთები სჯობს, რომლებსაც ერთდროულად აქვს მატონიზებელი და მკვებავი თვისებები.