რატომ ურჩევენ ვარჯიშს კარდიოლოგები აუტოიმუნური დაავადებების მქონე ადამიანებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ ურჩევენ ვარჯიშს კარდიოლოგები აუტოიმუნური დაავადებების მქონე ადამიანებს

ფოლაქების დაგროვების გამო არტერიების შევიწროების, სისხლის მიმოქცევის ობსტრუქციის განვითარების რისკსი უფრო მაღალი აქვთ, ზოგადად მოსახლეობასთან შედარებით.

რევმატული ართრიტის მქონე ადამიანებს გულის შეტევების განვითარების რისკი 2-ჯერ მაღალი ჰქონდათ, ხოლო სისტემური წითელი მგლურასა და ფსქორიაზული ართრიტის შემთხვევაში გულის შეტევის, სტენოკარდიის და ინსულტის სიხშირე 2-5-ჯერ მაღალი აღმოჩნდა.

მედიკოსების თქმით, ამ პაციენტებს ათეროსკლეროზი უვითარდებათ რევმატულ დაავადებებთან დაკავშირებული ქრონიკული ანთების და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მუდმივი მიღების შედეგად. ცვლილებები მიმდინარეობს პირველ რიგში ენდოთელიუმში- სისხლძარღვების შიგნითა ზედაპირის ამომფენი უჯრედების შრეში. სისხლძარღვების, განსაკუთრებით ენდოთელიუმის ფუნქციის დარღვევა, ითვლება ათეროსკლეროზის საწყის მარკერად.

საბედნიეროდ, გულ-სისხლძარღვთა გადახრების მომატებული რისკის შემცირება შესაძლებელია რეგულარული ვარჯიშით, რაც დამტკიცდა სხვადასხვა დაავადების, როგორიცაა რევმატული ართრიტი, მგლურა და სპონდილოართრიტი, მქონე 355 მოხალისეს მაგალითზე. მოხალისეები ასრულებდნენ ვარჯიშების პროგრამას, რომელიც მოიცავდა პარკში ან სარბენ ბილიკზე სიარულს, ველოსიპედით სეირონობას, მაღალინტენსურ, ინტერვალურ ვარჯიშებს და კუნთების განვითარებისკენ მიმართულ ვარჯიშებს.

პროგრამების უმრავლესობა გრძელდებოდა 12 კვირა. როგორც აღმოჩნდა, ფიზიკური ვარჯიში აუმჯობესებდა წვრილი და მსხვილი სისხლძარღვების ენდოთელურ ფუნქციას.