რატომ ურჩევენ ვარჯიშს კარდიოლოგები აუტოიმუნური დაავადებების მქონე ადამიანებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2021

კითხვა-პასუხი

რატომ ურჩევენ ვარჯიშს კარდიოლოგები აუტოიმუნური დაავადებების მქონე ადამიანებს

რატომ ურჩევენ ვარჯიშს კარდიოლოგები აუტოიმუნური დაავადებების მქონე ადამიანებს
აუტოიმუნური რევმატული დაავადებებით დასნებოვნებულ ადამიანებს, ათეროსკლეროზის, ქოლესტერინის ფოლაქების დაგროვების გამო არტერიების შევიწროების, სისხლის მიმოქცევის ობსტრუქციის განვითარების რისკსი უფრო მაღალი აქვთ, ზოგადად მოსახლეობასთან შედარებით.

რევმატული ართრიტის მქონე ადამიანებს გულის შეტევების განვითარების რისკი 2-ჯერ მაღალი ჰქონდათ, ხოლო სისტემური წითელი მგლურასა და ფსქორიაზული ართრიტის შემთხვევაში გულის შეტევის, სტენოკარდიის და ინსულტის სიხშირე 2-5-ჯერ მაღალი აღმოჩნდა.

მედიკოსების თქმით, ამ პაციენტებს ათეროსკლეროზი უვითარდებათ რევმატულ დაავადებებთან დაკავშირებული ქრონიკული ანთების და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მუდმივი მიღების შედეგად. ცვლილებები მიმდინარეობს პირველ რიგში ენდოთელიუმში- სისხლძარღვების შიგნითა ზედაპირის ამომფენი უჯრედების შრეში. სისხლძარღვების,
განსაკუთრებით ენდოთელიუმის ფუნქციის დარღვევა, ითვლება ათეროსკლეროზის საწყის მარკერად.

საბედნიეროდ, გულ-სისხლძარღვთა გადახრების მომატებული რისკის შემცირება შესაძლებელია რეგულარული ვარჯიშით, რაც დამტკიცდა სხვადასხვა დაავადების, როგორიცაა რევმატული ართრიტი, მგლურა და სპონდილოართრიტი, მქონე 355 მოხალისეს მაგალითზე. მოხალისეები ასრულებდნენ ვარჯიშების პროგრამას, რომელიც მოიცავდა პარკში ან სარბენ ბილიკზე სიარულს, ველოსიპედით სეირონობას, მაღალინტენსურ,
ინტერვალურ ვარჯიშებს და კუნთების განვითარებისკენ მიმართულ ვარჯიშებს.

პროგრამების უმრავლესობა გრძელდებოდა 12 კვირა. როგორც აღმოჩნდა, ფიზიკური ვარჯიში აუმჯობესებდა წვრილი და მსხვილი სისხლძარღვების ენდოთელურ ფუნქციას.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ჭარბი წონის მიზეზებსა და პრობლემის გადაჭრის მეთოდებზე გვესაუბრება კლინიკა "ენმედიცის" წამყვანი ენდოკრინოლოგი, პროფესორი მაია ჩიქობავა.
კატეგორიის სხვა სტატიები
ბევრი ფიქრობს, რომ ბრაზის შეკავება მავნებელია, რადგან არ ვუშვებთ დაგროვებულ ორთქლს -
საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ჩიას სასარგებლო თვისებებს გვიზიარებს ექიმი-ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა
რა შეიძლება გახდეს იდაყვებისა და მუხლების სიშავის მიზეზი?
როდის აღმოცენდება დაბუჟება და ტკივილი კეფის მიდამოში
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად