კურკუმას ჩაი რძით ოსტეოართრიტით გამოწვეულ ტკივილებს შეგიმსუბუქებთ, დაგეხმარებათ წონისა კლებასა და იმუნური სისტემის გაძლიერებაში
როგორ მოვამზადოთ კურკუმას ჩაი?
• გაზქურაზე აადუღეთ 3-4 ჭიქა წყალი;
• დაუმატეთ 2 ს/კ კურკუმა და მოურიეთ;
• გააჩერეთ, დაახლოებით, 5-10 წუთი;
• გადმოასხით ფინჯანში და დაამატეთ თაფლი, ლიმონი და ცოტაოდენი რძე.
კურკუმას ჩაის სასარგებლო თვისებებია:
• აძლიერებს იმუნიტეტს;
• დაბლა სწევს ცუდი ქოლესტერინის დონეს;
• ეფექტურია უვეიტის სამკურნალოდ;
უვეიტი თვალის შუა გარსის ანთებაა. კურკუმაში შემავალი ნივთიერება კურკუმინი ეფექტურია თვალისთვის.
• ართრიტის სიმპტომებს ამცირებს
მას ძლიერი ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. დაგეხმარებათ ანთებისა და შეშუპების შემცირებაში.
• ახდენს ალცჰაიმერის პრევენციას
ამილოიდების დაგროვება და სინაფსური მარკერის დაკარგვა ალცჰაიმერის დაავადების განვითარებასთან ასოცირდება, სწორედ ამ ორ პროცესს უშლის ხელს კურკუმა. ის მდიდარია ანტიოქსიდანტებით და უჯრედების დაზიანებას ებრძვის.
• ღვიძლს - დაზიანებისგან, ხოლო ნაღვლის ბუშტს კენჭებისგან იცავს
• არის ანტიდიაბეტური საშუალება
კურკუმინს ანტიდიაბეტური თვისებები აქვს.
• ეფექტურია გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომისას.