ტემპერატურის კრიტიკული დაქვეითება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტემპერატურის კრიტიკული დაქვეითება

კრიტიკული დაცემის მიზეზი

ტემპერატურის კრიტიკული დაცემა ტოქსიკოინფექციური მექანიზმით ვითარდება. ის უმთავრესად ახასიათებს ინფექციურ დაავადებებს, რომელთა გამომწვევებსაც ორგანიზმში ენდოტოქსინების გამოყოფა შეუძლიათ. ბაქტერიული უჯრედების კვდომისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ენდოტოქსინებს ათავისუფლებენ კრუპოზული პნევმონიის გამომწვევი პნევმოკოკი, კვებით-ტოქსიკური ინფექციების გამომწვევი სტაფილოკოკები და სტრეპტოკოკები. ამ მიკრობთა ენდოტოქსინები ნეგატიურად მოქმედებენ სისხლძარღვთა კუნთოვან აპარატზე და მის პარალიზებას იწვევენ. ცხელებისას მიღებული ანტიბიოტიკების გავლენით იწყება მიკრობთა მასობრივი კვდომა, რაც ერთი მხრივ აუცილებელი პირობაა გამოჯანმრთელებისთვის, მეორე მხრივ კი სწორედ ამ დროს თავისუფლდება ენდოტოქსინების რეკორდული რაოდენობა და ხდება სისხლძარღვთა კედლის პარალიზება, რის შედეგადაც ისინი კარგავენ საჭიროებისამებრ სანათურის რეგულაციის უნარს და გაცილებით მეტად ფართოვდებიან. სწორედ სისხლძარღვთა მკვეთრი გაფართოება განაპირობებს ტემპერატურის კრიტიკულ დაცემას და გაძლიერებულ ოფლდენას, რაც ორგანიზმის ზოგადი ინტოქსიკაციის პირობებში პაციენტისთვის მეტად საშიშია. სისხლძარღვთა ძლიერი გაფართოება მკვეთრად აქვეითებს არტერიულ წნევას, უეცრად ასუსტებს გულის მუშაობას, ამცირებს სისხლძარღვების ტონუსს და არღვევს სისხლძარღვთა ტონუსის ცენტრალურ რეგულაციას, რის გამოც მოცირკულირე სისხლი გადადის დეპო ორგანოებში და არტერიული წნევა კიდევ უფრო მკვეთრად ეცემა. ტემპერატურის კრიტიკული დაცემისას სიცოცხლისთვის ყველაზე დიდ საშიშროებას ძლიერი ჰიპოტონია წარმოადგენს. კრიტიკული დაცემის წინ ტემპერატურა, ჩვეულებრივ, მოკლე ხნით კიდევ უფრო იწევს. იგი დღის განმავლობაში 1-2 გრადუსით რამდენჯერმე იცვლება.

 

პირველი დახმარება

ტემპერატურის კრიტიკული დაცემის შემდეგ ავადმყოფი:

  • ფერმკრთალია;
  • სხეული ცივი ოფლით აქვს დაფარული;
  • გულისცემა შენელებული და სუსტი აქვს;
  • აწუხებს გულისრევა და ღებინება;
  • გახშირებულად და ზერელედ სუნ¬თქავს;
  • ზოგს გონება ებინდება, ზოგი კი საერთოდ კარგავს გონს;
  • თუ დახმარება დროულად არ გაეწია, შესაძლოა, კრუნჩხვა დაეწყოს.

ასეთ დროს აუცილებელია:

  • ავადმყოფი მოვათავსოთ მშვიდ და წყნარ გარემოში;
  • მივაწოდოთ რაც შეიძლება მეტი ჟანგბადი;
  • გამოვუცვალოთ ქვეშაგები და თეთრეული;
  • შეგვიძლია მივცეთ საგულე საშუალებები წვეთების სახით, სურვილისამებრ - ცხელი ჩაი ან კომპოტი;
  • გამოვაცალოთ ბალიში;
  • ქვედა კიდურები ზევით ავუწიოთ, რათა თავის ტვინში სისხლის მიმოქცევა გაძლიერდეს;
  • კიდურებზე დავადოთ მომჭერი ნახვევი.

ასეთ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის დამოუკიდებლად ტრანსპორტირება არ შეიძლება, პირველი დახმარების გაწევის შემდეგ აუცილებელია გამოვიძახოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური, რათა ავადმყოფი დროულად გადაიყვანონ კლინიკაში, სადაც მას კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენენ.