რატომ უნდა შევიტანოთ კვების რაციონში სოია? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ უნდა შევიტანოთ კვების რაციონში სოია?

ვინც ხორცზე შეგნებულად ამბობს უარს და მათთვისაც, ვისაც ხორცის საყიდლად, უბრალოდ, ფული არ ჰყოფნის. ვერც ერთი სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურა სოიასთან ახლოსაც ვერ მოვა: მისი პარკი ცილის მინიმუმ 40%-ს შეიცავს (შედარებისთვის: ბარდა - 22-26%, ფეტვი - 11,5%).

ამინომჟავების ოდენობით ამ მცენარის ცილა ცხოველურს უახლოვდება. რა თქმა უნდა, სოია ხორცს მთლიანად ვერ შეცვლის, მაგრამ ცილოვანი შიმშილის დროს ადამიანის ორგანიზმს დიდ დახმარებას უწევს. სოია დიდი რაოდენობით ვიტამინებსაც შეიცავს. მაგალითად, ბ2 მასში ექვსჯერ მეტია, ვიდრე ხორბალში.

არ უნდა დავივიწყოთ უჯრედისი, მიკრო- (რკინა, მანგანუმი, ბორი) და მაკროელემენტები (კალიუმი, ფოსფორი, კალციუმი), ლეციტინი. ეს უკანასკნელი დადებით გავლენას ახდენს თავის ტვინის მუშაობაზე (მახსოვრობაზე, ყურადღებაზე), ააქტიურებს მოძრაობის მექანიზმებს, არეგულირებს სისხლში ქოლესტერინის ოდენობას, მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში.

სოიის პროდუქტები რეკომენდებულია ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიული დაავადების, გულის იშემიური დაავადების, ქრონიკული ქოლეცისტიტის, შაქრიანი დიაბეტის, სიმსუქნის, ალერგიული დაავადებების, ოსტეოპოროზის დროს. სოიის გადამუშავებით იღებენ ზეთს, ფქვილსა და იზოლატს. ზეთის გამოყენება შესაძლებელია როგორც ჩვეულებრივი სახით, ისე მარგარინისა და მაიონეზის წარმოებაში. სოიის ზეთში ბევრია ნაჯერი და უჯერი ცხიმოვანი მჟავა, მაგალითად, ლინოლის მჟავა, რომელიც ადამიანის ორგანიზმში არ სინთეზირდება.

ზეთის გამოხდის შემდეგ სოიას აქცევენ ფქვილად, რომლის გამოყენების არეალი უსაზღვროა: ბავშვთა კვება, ძეხვეულობა, რძის ნაწარმი, საკონდიტრო და პურ-ფუნთუშეულის წარმოება. სოიის იზოლატისგან (არაცილოვანი ფრაქციისგან გაწმენდილი სოია) ამზადებენ ვეგეტარიანულ ხორცს. მასში ცილის შემცველობა 90%-ს აღწევს. "ხორცი" არ შეიცავს ქოლესტერინს, ადრენალინსა და ჰორმონებს. თვით მას გემო არ აქვს, მაგრამ სხვა პროდუქტების დამატებისას შესანიშნავ გემოს იღებს, მაგალითად, შემწვარი სტაფილო მას სოკოს გემოს აძლევს, ტომატი - ხორცისას.

იზოლატს ძეხვეულობის და პაშტეტების დანამატადაც იყენებენ. მის ბაზაზე სოიის რძეს ამზადებენ - ეს პროდუქტი მისწრებაა მათთვის, ვისაც ძროხის რძეზე ალერგია აქვს. საქმე ის არის, რომ სოია არ შეიცავს ლაქტოზას, რომელიც რძის აუტანლობის მთავარი მიზეზია.

მწარმოებლები ხშირად აღნიშნავენ, რომ სოია არა მარტო აუმჯობესებს პროდუქტის ორგანოლეპტიკურ თვისებებს, არამედ აძლიერებს მის კვებით ღირებულებას. ამასთანავე, ბევრი პირდაპირ არ მიუთითებს ნაწარმში (ვთქვათ, ძეხვეულში) სოიის შემცველობის შესახებ, თუმცა პროდუქტის შემადგენლობაში მოხსენიებული ტერმინი "მცენარეული ცილა" სოიის არსებობის დამადასტურებელია.

ჩინეთსა და იაპონიაში სოიის ფქვილისაგან ყველ ტოფუს ამზადებენ, თუმცა ყველაზე პოპულარული მაინც სოიის სოუსია. ის საკმაოდ ძნელი მოსამზადებელია (ერთი წლის განმავლობაში მზადდება) და საკმაოდ ძვირიც ღირს.

არსებობს მისი იაფი ანალოგებიც, მაგრამ მათში ბევრია ქლორპროპანოლი, რომელიც ერთ-ერთი ძლიერი კანცეროგენია (კიბოს გამომწვევი ნივთიერება).

წაიკითხეთ სრულად