ერთი და იგივეა თუ არა ალერგია რძეზე და ლაქტოზის აუტანლობა? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ერთი და იგივეა თუ არა ალერგია რძეზე და ლაქტოზის აუტანლობა?

ადამიანებს, რომლებიც რძის პროდუქტებს ვერ ღებულობენ, კალციუმისა და D ვიტამინის ნაკლებობა შეიძლება შეექმნათ.

ლაქტოზა არის შაქარი, რომელიც რძის პროდუქტებში გვხვდება. როდესაც, მის შემცველ პროდუქტებს ღებულობთ, ნაწლავში არსებული ფერმენტი ლაქტაზა გეხმარებათ მის მონელებაში.

თუ თქვენ ლაქტოზის აუტანლობა გაქვთ, მაშინ ორგანიზმი ვერ ინელებს მას, რასაც, შებერილობა და კუჭ-ნაწლავის პრობლემები მოჰყვება.

სიმპტომები

რძის პროდუქტების მიღებიდან ნახევარ საათში, ან მომდევნო ორი საათის განმავლობაში თქვენ შეიძლება კუჭ-ნაწლავის შემდეგი პრობლემები გამოგივლინდეთ:

• სპაზმი მუცელში

• შებერილობა

• დიარეა

• მუცელში აირები

• გულისრევა

• მუცლის ტკივილი და „ბუყბუყი“

• თხელი განავალი

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ლაქტოზის აუტანლობა არ ნიშნავს რძეზე ალერგიას. ეს უკანასკნელი ვითარდება მაშინ, როდესაც ადამიანს რძეში შემავალ ცილებზე აქვს ალერგიული რეაქცია.

ამ დროს რეაქცია დაუყონებლივ ვითარდება, ადამიანს ჭინჭრის ციება, ხიხინი, ან პირღებინება აქვს.

ახალშობილებსა და ბავშვებში რძეზე ალერგია სიცოცხლისთვის საშიშიც შეიძლება აღმოჩნდეს.

რა იწვევს ლაქტოზის აუტანლობას?

ადამიანებს, რომლებსაც აღნიშნული სინდრომი აქვთ, ფერმენტ ლაქტაზას დეფიციტს განიცდიან, რასაც ჰიპოლაქტაზია ეწოდება.

მათი წვრილი ნაწლავი საკმარის ლაქტაზას ვერ გამოიმუშავებს. ამ მდგომარეობისას ლაქტოზა პირდაპირ მსხვილ ნაწლავში ხვდება, სადაც მას ბაქტერიები ანადგურებენ, რის შედეგადაც მეტეორიზმი, უსიამოვნო შეშუპება და მუცლის ტკივილი იჩენს თავს.

მკურნალობა

ლაქტოზის აუტანლობის სამკურნალო საშუალება არ არსებობს და ის დიეტის მეშვეობით კონტროლირდება.

თქვენ უნდა ერიდოთ ლაქტოზას შემცველ პროდუქტებს. ეს არ ნიშნავს, რომ საერთოდ არ შეგიძლიათ მათი მიღება.

დასაშვებია მცირე რაოდენობით. თანაც, ზოგიერთი რძის პროდუქტი ნაკლები როდენობით ლაქტოზას შეიცავს.

ასევე, არსებობს მედიკამენტები, რომლებიც ლაქტაზას ფერმენტს შეიცავს, თუმცა ისინი სიმპტომებისგან სრულად ვერ ათავისუფლებს.

შეგიძლიათ გამოიყენოთ წვეთებიც, რომელიც რძეს უნდა დაუმატოთ.

დედები, რომელთა პატარებსაც ლაქტოზის აუტანლობა აქვთ, ხშირად ნერვიულობენ, ვინაიდან მათ პატარებს კალციუმი სჭირდებათ ზრდისთვის და გამართული ძვლოვანი სისტემისთვის.

კალციუმს, რძის პროდუქტების გარდა, შეიცავს:

• ხმელი ლობიო

• ფორთოხალი

• ნუში

• ბროკოლი

• დაკონსერვებული ორაგული ან სარდინი