როდის იცვლება სხეულის ტემპერატურა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როდის იცვლება სხეულის ტემპერატურა

თერმომეტრი გაზომვის წინ უნდა დაიბერტყოს, რათა ვერცხლისწყლის სვეტმა ნორმაზე დაბლა დაიწიოს. იღლიის ფოსო წინასწარ უნდა გამშრალდეს და შემდეგ მჭიდროდ ჩაიდოს თერმომეტრი 10 წუთით. თუ სხეულის ტემპერატურამ 37 გრადუსზე ზემოთ აიწია და ასე გაგრძელდა 5 საათზე მეტხანს - ეს ორგანიზმის ნორმალური დაცვითი რეაქციაა. ამასთანავე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახალგაზრდა ქალებში ტემპერატურის მაჩვენებელი შესაძლოა მენსტრუალური ციკლის ფაზის მიხედვით მერყეობდეს. ციკლის პირველ დღეებში ტემპერატურამ შესაძლოა 36-35,5 გრადუსამდეც კი დაიწიოს, ხოლო მენსტრუაციის დასასრულისთვის 37,2  გრადუსამდე აიწიოს. ცვლილების დიაპაზონი ასახავს დღეღამურ რიტმს და ჰორმონთა დონის ბუნებრივ ცვლილებებს უკავშირდება. სხეულის ტემპერატურის 37,5-38 გრადუსზე მეტად აწევა უკვე ავადმყოფობის სიმპტომია, თუ თან სდევს სისუსტე, უქეიფობა, შემცივნება. თუნდაც სუბფებრილური ტემპერატურა უმნიშვნელო დროით და თვეში მხოლოდ 2-3-ჯერ მეორდებოდეს, მიმართეთ ექიმს და ჩაიტარეთ გამოკვლევა, რათა არ გამოგეპაროთ ფარული ინფექცია ან ანთების კერა. ორგანიზმში მოხვედრილი ინფექცია (ტოქსინები, მიკრობები, ვირუსები) ასევე იწვევს სხეულის ტემპერატურის მომატებას. ტოქსინები მონაწილეობენ ბიოქიმიურ რეაქციებში, რომელთა სამიზნეა თერმომარეგულირებელი ორგანო - ტვინის ტემპერატურული ცენტრი. მაგალითად, წყლულოვანი კოლიტის დროს ტემპერატურა 37,2 გრადუსზე ზემოთ არ იწევს, ხოლო ფილტვების ანთების დროს პირველი დღიდანვე შესაძლოა ასცდეს 39 გრადუსს. ჰეპატიტის დროს ჰიპერთერმია დაავადების მხოლოდ მაცნეა, ხოლო აპენდიციტის დროს ანთების მწვავე სტადიაზე მიგვანიშნებს. იმუნიტეტის დაქვეითების დროს შეინიშნება სხეულის ტემპერატურის მომატება გაურკვეველი მიზეზით 37,3 გრადუსამდე. თუ ამას თან სდევს დაღლილობის შეგრძნება, წონის დაკლება, მომატებული ოფლიანობა, მოგიწევთ, მიმართოთ თერაპევტს, პულმონოლოგს, ლარინგოლოგს და ფთიზიატრს. იმუნიტეტის დაქვეითების გამოვლენა შეუძლია იმუნოლოგს. გამონაყარი და სხეულის ტემპერატურის მომატება შესაძლოა გამოიწვიოს სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების, სულფანილამიდებისა და პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ ალერგიამ, რომელიც, თავის მხრივ, იწვევს ოფლიანობის პროვოცირებას. ქირურგიული ოპერაციის შემდეგ ორგანიზმს სრული უფლება აქვს, უკმაყოფილება სხეულის ტემპერატურის 38 გრადუსამდე მომატებით გამოხატოს. სისხლის გადასხმა იწვევს შემცივნებას და სხეულის ტემპერატურის უმნიშვნელო მომატებას.

 

დროა, ზომები მიიღოთ

ტემპერატურის უმნიშვნელო მომატება, რომელიც განსაკუთრებით უსიამოვნო შეგრძნებებს არ იწვევს, არ იძლევა საბაბს, სიცხის დამწევ საშუალებებს მივმართოთ. თუ გრიპი გაქვთ, ზომები უნდა მიიღოთ მხოლოდ მაშინ, როდსაც თერმომეტრი 38 გრადუსზე მეტ ტემპერატურას გიჩვენებთ, მანამდე კი იმუნიტეტს ხელს ნუ შეუშლით, დაე ებრძოლოს ავადმყოფობას!

სიცხის დამწევი პრეპარატი უამრავია, მაგრამ ყველაზე მეტად გავრცელებულია ასპირინი და მისი ანალოგები. ბავშვებს ექიმები პარაცეტამოლს ურჩევენ. დღე-ღამეში 4 აბზე მეტის მიღება არ შეიძლება. უფრო რადი¬კალური მეთოდია ასპირინისა და დიმედროლის ინექცია - ტემპერატურა აუცილებლად დაიწევს. ხალხური მეთოდია დაზელა წყლის, ძმრისა და არყის ნარევით, რომელიც ტემპერატურას 1-1,5 გრადუსით დასწევს. ტემპერატურის საგრძნობი მომატებისას ავადმყოფი განსაკუთრებულ მეთვალყურეობას და მოვლას საჭიროებს. თუ ცხელება დაიწყო შემცივნებით, ავადმყოფი უნდა ჩავაწვინოთ ლოგინში, ჩავათბუნოთ, დავალევინოთ ცხელი ჩაი (სასურველია ჟოლოთი) და აუცილებლად ვაჩვენოთ ექიმს. ამ დროს ნივთიერებათა ცვლის დარღვევის გამო ორგანიზმი გაძლიერებულად ხარჯავს სარეზერვო ცხიმებს, ნახშირწყლებსა და ცილებს. ამ დროს ადამიანს მადა ეკარგება. ავადმყოფი უნდა იკვებებოდეს სრულფასოვანი, ვიტამინებით მდიდარი საკვებით, მაგრამ დაძალება გაუმართლებელია. უნდა მივცეთ საკმაო ოდენობის სითხე - ხილის წვენი, ჩაი, კომპოტი (ცხადია, თუ სითხის დიდი ოდენობით მიღება უკუნაჩვენები არ არის გულის დაავადებების, მაღალი არტერიული წნევის, შეშუპების, მუცლისა და პლევრის ღრუში სითხის ჩადგომის გამო). ტემპერატურის მომატება ზოგჯერ კრიზით ან ტემპერატურის სწრაფი დაცემით მთავრდება. ამ შემთხვევაში ყურადღება უნდა მიექცეს მაჯისცემას, სუნთქვას, წნევას, კანისა და ლორწოვანის ფერს, კანის სიფითრეს ან სილურჯეს, ცივი ოფლი სუსტ მაჯასთან ერთად წნევის მკვეთრი დაცემის მაჩვენებელია. ამ დროს ავადმყოფი საჭიროებს გადაუდებელ დახმარებას, რისთვისაც უნდა გამოვიძახოთ ექიმი. მეტისმეტად მაღალი ტემპერატურის დროს შესაძლოა ავადმყოფს განუვითარდეს კრუნჩხვა, დაებინდოს გონება ან დაეწყოს ჰალუცინაციები. ასეთი ავადმყოფის მომვლელის გარეშე დატოვება არ შეიძლება. საჭიროა ექიმის მეთვალყურეობაც.