როგორ ავირჩიოთ მზის სათვალე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ავირჩიოთ მზის სათვალე

მზის სათვალეს ხარისხიანი ლინზები უნდა ჰქონდეს, რომლებიც რეალურად დაგიცავთ ულტრაიისფერი გამოსხივებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მუქი სათვალით ”მოტყუებული" გუგა არ ვიწროვდება

სინათლეზე და თვალი გამოსხივების სრულ დოზას ღებულობს, ამას კი შესაძლოა ბადურას დამწვრობა, სიბრმავე და სხვა უსიამოვნებები მოჰყვეს.

დაიმახსოვრეთ!

ნუ ატარებთ მცირე ზომის სათვალეს, რადგან ის თვალებს მთლიანად არ ფარავს.

ჩვეულებრივ, მზის სათვალის ამორჩევა ორი ნაწილისგან შედგება:

1. ტექნიკური - მინის ლინზებსა და პლასტიკურ ლინზებს შორის გამუქების ხარისხსა და ლინზის ფერს შორის კეთდება არჩევანი.

2. ესთეტიკური - ისეთი ჩარჩო ირჩევა, რომელიც სახეს დაამშვენებს.

ეს სტადიები ძალიან პირობითია. თქვენ შეიძლება მიგაჩნდეთ, რომ ვარდისფერმინებიან სათვალეში არაჩვეულებრივად გამოიყურებით, მაგრამ ყიდვის დროს მაღაზიაში წარმოდგენილი არც ერთი ნიმუში არ მოგიხდეთ. სამაგიეროდ, ძალიან ელეგანტური და მოხდენილი აღმოჩნდეთ მწვანე პლასტიკატის სათვალეში. თუმცა ნუ დაღონდებით, თანამედროვე ხარისხიანი მინისა თუ პლასტიკის ლინზებს თანაბრად აქვს უარყოფითი და დადებითი მხარეები.

მინა თუ პლასტიკატი?

ჩვენს დროში დიდი გავრცელება პოვა პლასტიკურმა ლინზებმა. ზოგიერთების აზრით, პლასტიკური ლინზები თვალებისთვის მავნეა. მაგრამ ეს შეხედულება სინამდვილეს არ შეესაბამება. პლასტიკური ლინზები ოპტიკური მაჩვენებლების მიხედვით თითქმის არ განსხვავდება მინისგან, ხოლო ზოგიერთი მაჩვენებლის მიხედვით სჯობნის კიდეც მას. ისინი მინაზე მსუბუქია. ამიტომ მათი ტარებისას ცხვირზე დამახასიათებელი ნაჭდევი არ რჩება, ისინი დარტყმისას არ ტყდება და ადვილად იღებება. თანამედროვე პლასტიკური სათვალის საფარი მას მდგრადს ხდის ნაკაწრების მიმართ.

მაგრამ პლასტიკურ ლინზებს აქვთ უარყოფითი თვისებებიც. სიმსუბუქის გამო ლინზის ზედაპირზე ადვილად ჩნდება ნაკაწრები. თუ ნაკაწრები მცირე ზომისა და ზედაპირულია, ისინი, როგორც წესი, მხედველობას არ აზიანებს.

მინის სათვალე განიჭებთ გარანტირებულ დაცვას ულტრაიისფერი სხივებისგან ის არ იკაწრება, თუ არ მოინდომებთ მაინცდამაინც სათვალით ასფალტის გახეხვას.

გამუქების ხარისხი

ხარისხიანი სათვალე შეიძლება შეიძინოთ მხოლოდ სოლიდურ სალონში ან მოდურ ბუტიკში. წინააღმდეგmkurnali.ge შემთხვევაში, დაზღვეული არ ხართ გაყალბებისგან.

პლასტიკური ლინზების მქონე ხარისხიან სათვალეს აქვს ეტიკეტი, რომელზეც აწერია UVA და UVB - გამოსხივების პროცენტი და ტალღის სიგრძე, რომელსაც ბლოკავს სათვალე. ტალღები იზომება ნანომეტრებში: 100%-იან დაცვას იძლევა სათვალე ეტიკეტით 400 ნმ. თუ ციფრი 400-ზე ნაკლებია, სათვალე ულტრაიისფერი გამოსხივების ნაწილს ატარებს. ზაფხულისთვის ქალაქში საკმარისია სათვალე, რომელიც ატარებს 18-დან 43%-მდე სინათლეს. სამხრეთისკენ თუ მიბრძანდებით, უმჯობესია შეიძინოთ ისეთი სათვალე, რომლის სინათლის გამტარიანობა 18%-ს აღემატება. რაც შეეხება თოვლიან მყინვარებსა და ზღვებს, სადაც თოვლი და წყალი ირეკლავს მზის სინათლეს, თქვენ დაგჭირდებათ ძალიან მუქი სათვალე - ასეთი სათვალე ხშირად სარკულია და აქვს ანარეკლისაგან სერიოზული დაცვის უნარი.

სათვალე ყველა შემთხვევისთვის არის ე.წ. ქამელეონი. ეს არაჩვეულებრივი გამოგონება სინათლის სიკაშკაშიდან გამომდინარე სათვალის გამუქების უნარს ცვლის. შეგიძლიათ ის ბნელ შენობაშიც კი არ მოიხსნათ - იქ აბსოლუტურად გამჭვირვალე ხდება, ხოლო მზეს აუცილებელ დონემდე ბინდავს - არც მეტად, არც ნაკლებად.


 

mkurnali.geლინზის ფერი

ახლა ავირჩიოთ ლინზის ფერი. წითელი, ვარდისფერი, ნარინჯისფერი, ყვითელი, ლურჯი. რასაკვირველია, ეს ფერები ექსტრავაგანტურია და თვალშიც გხვდებათ, მაგრამ აზრს მოკლებულია, როდესაც ერთადერთი სათვალე გაქვთ.

ნარინჯისფერი და წითელი - ძალიან აგრესიულია თვალისთვის და ფსიქიკაზე მოქმედებს.

ყვითელი - ძალიან ღიაა მზიანი დღისთვის.

ლურჯი - დიდი დოზით იშვიათად იტანს ვინმე: დალტონიკად რომ იგრძნოთ თავი, არც ისე სასიამოვნოა.

ყველაზე მართებული და უსაფრთხოა ნაცრისფერი, მწვანე და ყავისფერი შეფერილობის სათვალე. ის ნაკლებად ამახინჯებს ფერს, უკეთ შთანთქავს სინათლეს და ”ამშვიდებს” კიდეც თვალებს.

გაითვალისწინეთ, რომ ლინზების შეფერილობა თანაბარი უნდა იყოს. სათვალე, რომელშიც ლინზის სხვადასხვა უბანზე სხვადასხვა ხარისხის გამუქებაა, ღლის თვალს და მათი ხანგრძლივად ტარება სასურველი არ არის.

ზომა

გავერკვეთ სათვალის ზომებში. რჩევა -  რაც მეტი, მით უკეთესია, უსაფუძვლოა. სასურველია, სათვალეს ჰქონდეს ფართო რკალები, რომ თვალებს გვერდებიდანაც ფარავდეს.

დიდი სათვალის საშუალებით არა მარტო მთლიანად დაიცავთ თვალებს ზემოდან და ქვემოდან, არამედ გადაარჩენთ თვალის ირგვლივ ”ბატის თათების” ნაოჭების გაჩენისგან, რომელიც, როგორც ცნობილია, თვალების მოჭუტვის შედეგია. ის, რომ ულტრაიისფერი გამოსხივება აჩქარებს კანის დაბერების პროცესს და მისგან უნდა დაიცვათ თავი, არავისთვის სიახლეს აღარ წამოადგენს.

სამწუხაროდ, დიდი სათვალე ყველას არ უხდება. ასეთებისთვის ერთადერთი შველაა თხელჩარჩოიანი სათვალის ტარება ან იძულებული არიან, მოჭუტული თვალებით იარონ - სათვალის გარეშე.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ: პატარა სათვალე, რომელიც მთლიანად არ ფარავს თვალს - ცუდია. მისგან სიკეთეს ნუ ელით, თუნდაც ძლიერამრეკლიც იყოს. თუ სინათლე გხვდებათ თვალებში, არანაირ ”სუპერდაცვას” აზრი არ აქვს.

სათვალის ჩარჩო

აქ არჩევის წესები არ არსებობს, ხოლო მოწინავე ჟურნალების რჩევებს თუ დაუჯერებთ - უფრო დაიბნევით. მაგალითად, თუ მრგვალი სახე გაქვთ და ჟურნალის სტატიის მიხედვით, გესაჭიროებათ სწორკუთხოვანი სათვალე მუქი ჩარჩოთი... მაგრამ ამავე დროს, შეიძლება გქონდეთ ძალიან დიდი შუბლი, რომლის კორექტირება შეუძლია ნათელ და მსხვილჩარჩოიან სათვალეს... ამ ორ ”ჭეშმარიტებაში” ტვინი აგერევათ და სავსებით შესაძლებელია, საერთოდაც უსათვალოდ დარჩეთ.

დასკვნა!

მოიტოვეთ დრო და ყველაფერი გულდასმით მოსინჯეთ. ეს გაცილებით გაგიადვილებთ არჩევანს. დანარჩენი კი თქვენს ფინანსებსა და გემოვნებაზეა დამოკიდებული.

ცოტა რამ კონტაქტურ ლინზებზე

ვისაც მიაჩნია, რომ კონტაქტური ლინზების გამოყენება ახლომხედველებისთვის უკუნაჩვენებია, მწარედ ცდება. უფრო მეტიც, ასეთი ადამიანები ფიქრობენ, თითქოს კონტაქტური ლინზები, პირიქით, ახლომხედველობის მიზეზი შეიძლება გახდეს. საქმე ის გახლავთ, რომ 80%-ზე მეტი იმ ადამიანებისა, ვინც კონტაქტურ ლინზებს იყენებს, ახლომხედველია. სათვალესთან შედარებით სწორედ კონტაქტური ლინზები უზრუნველყოფს ხედვის უფრო ფართო კუთხეს.

თუმცა იმის მტკიცება, რომ ლინზები უსაფრთხოა, ასევე არ შეიძლება და ამიტომ ექიმები ბავშვებში მათ გამოყენებას არ გვირჩევენ.