რომელი დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება წყალმცენარეები და რა უპირატესობა აქვს ალგოთერაპია? - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021

კითხვა-პასუხი

რომელი დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება წყალმცენარეები და რა უპირატესობა აქვს ალგოთერაპია?

რომელი დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება წყალმცენარეები და რა უპირატესობა აქვს ალგოთერაპია?
ალგოთერაპია ზღვისა და ოკეანის წყალმცენარეებითა და სილით მკურნალობაა. თალასოთერაპიის ეს მიმართულება დღეს უკვე მრავალ ქვეყანაშია პოპულარული და წარმატებით დანერგილი.

წითელი და მურა წყალმცენარეები მცენარეული სამყაროს უძველესი წარმომადგენლები არიან.

მრავალი ათასი წლის წინ დაბადებულებს და წყლის სიღრმეს საუკუნეობით შეფარებულებს, დღემდე შემორჩათ უამრავი გასაოცარი თვისება, რომლებიც არ გააჩნია ხმელეთზე გავრცელებულ ფოთლოვან და წიწვოვან მცენა-რეებს.

ადამიანი წყალმცენარეებს უძველესი დროიდან იყენებდა საკვებად თუ სამკურნალოდ, აკვირდებოდა და შეისწავლიდა მათ უნიკალურ თვისებებს.

იმხანად, რა თქმა უნდა, ვერ ხსნიდნენ, რატომ იწვევდა წყალმცენარეები ძალ-ღონის მოზღვავებას, გუნება-განწყობის გაუმჯობესებას, სასიცოცხლო ტონუსის
მატებას,ჭრილობების სწრაფ შეხორცებას, რატომ უბრუნებდა კანს სიგლუვეს, სიჯანსაღესა და მომხიბვლელობას.


დღეს ყველა საიდუმლო ამოხსნილია. თურმე წითელი და მურა წყალმცენარეები დიდი რაოდენობით შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს: ადვილად ასათვისებელ პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს, სპეციფიკური სტრუქტურის მქონე პოლისაქარიდებს (აგარს, ლამინარინს, კარაგენს, ალგინის მჟავებს), ფერმენტებს, C, D, A, E და
B ჯგუფის ვიტამინებს, მიკრო და მაკროელემენტებს (იოდს, რკინას, ბრომს, კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, თუთიას, სელენს და ა. შ.).

სწორედ ასეთი შედგენილობისა და მაღალი ბიოლოგიური აქტივობის დამსახურებაა, რომ წყალმცენარეებმა ესოდენ ფართო გამოყენება პოვა კოსმეტოლოგიასა და მედიცინაში.

ალგოთერაპიის ჩვენებანი

  • კანის გაცხიმოვნება და მოჩვარვა
  • მშობიარობის შემდგომი რეაბილიტაცია
  • რეაბილიტაცია ტრავმების, ანთებითი პროცესებისა და ქირურგიული მანიპულაციების შემდეგ
  • სისხლძარღვოვანი უკმარისობა, ათეროსკლეროზი, I და II ხარისხის ჰიპერტონიული დაავადება
  • ჰიპოთირეოზი
  • საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პათოლოგიები: ოსტეოქონდროზი, ოსტეოპოროზი, ართრიტები, ართროზები, ლიგამენტიტი
  • ფსორიაზი, ჰიპერკერატოზი, კანის სხვადასხვა დაავადება
  • სტრესული აშლილობა, დეპრესია
  • გარდა ამისა, ალგოთერაპიულ პროცედურებს მიმართავენ იმუნიტეტის ასამაღლებლად, ორგანიზმის გაჯანსაღების, სტიმულირებისა და მოძლიერებისთვის.
ალგოთერაპიის უკუჩვენებანი

  • აუტანლობა იოდისა და წყალმცენარეთა შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი კომპონენტის მიმართ, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მომატება, ცხელებით მიმდინარე პათოლოგიები, ინფექციური დაავადებები
ალგოთერაპიის მეთოდები

  • წყალმცენარეებით ცივად შეფუთვა
  • წყალმცენარეთა აპლიკაციები
  • სითბური ზემოქმედება ეთერზეთების დამატებით ელექტროსაბნის ქვეშ - ე. წ. თერმოოფლდენა, რომლის დროსაც ორგანიზმი ტოქსინებისა და წიდებისაგან იწმინდება

წყალმცენარეებთან ერთად ფართოდ გამოიყენება ლია (შლამი), ტალახი და თიხა, რომლებიც დიდი ოდენობით მაგნიუმს, სპილენძს, სილიციუმს შეიცავს. სამკურნალო პროცედურებს ატარებენ როგორც მთელ სხეულზე, ისე მხოლოდ პრობლემურ ზონაში. აპლიკაციის დროს ზოგჯერ თალომებს იყენებენ. თალომები მთლიანად გამომშრალი წყალმცენარეების ფენებია.

მათ წინასწარ ასველებენ წყალში და სხეულზე ისე აფენენ, რომ კანის არც ერთი უბანი შიშველი არ დარჩეს. ზოგ შემთხვევაში გამოიყენება წყალმცენარეთა მიკრონიზებული ნარევი, რომელსაც დამატებული აქვს ლია ან თიხა.

წყალში გახსნისას ასეთი ნარევი მუქ მწვანე ან მურა ერთგვაროვან მასად იქცევა. ამ მასას თანაბარ შრედ აფენენ კანზე. კანზე წყალმცენარეთა თბილი ნიღბის დაფენისას ირთვება ორგანიზმის გახდომის, დეტოქსიკაციისა და მინერალიზაციის პროცესები, უმჯობესდება ნივთიერებათა ცვლა. გარდა ამისა, ალგოთერაპიას აქვს ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური მოქმედება.

მისი თითოეული პროცედურის დროს ძლიერდება მიკროცირკულაცია კანსა და კანქვეშა ქსოვილებში, ცხიმების წვა, იმატებს კანის ელასტიკურობა, ამიტომაც ალგოთერაპიას წარმატებით იყენებენ ცელულიტისა და ჭარბი წონის სამკურნალოდ.


გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
3 „უცნაური“ მიზეზი, რომელიც მადას აძლიერებს - ესენია:
კოჟრებს ტერფებზე უმეტესად მჭიდრო, მოუხერხებელი ფეხსაცმელი აჩენს, ხელისგულებზე კი არასწორი ფიზიკური დატვირთვა ან უჩვეულო, მძიმე სამუშაო, თითებზე - სიმებიანი ინსტრუმენტი, მხრებზე - მძიმე ჩანთის სახელურის მუდმივი ზეწოლა.
აუტოიმუნური რევმატული დაავადებებით დასნებოვნებულ ადამიანებს, ათეროსკლეროზის, ქოლესტერინის
იმისათვის, რომ „ცუდი“ ქოლესტერინისგან გავთავისუფლდეთ, ბუნებრივი, ნატურალური ინგრედიენტები დაგვჭირდება.
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად