ზაფხულს შესაშური ფორმებით რომ შევხვდეთ - ცხიმისმწველი პროდუქტები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზაფხულს შესაშური ფორმებით რომ შევხვდეთ - ცხიმისმწველი პროდუქტები

იმისათვის, რომ მომატებული კილოგრამები მარტივად დაიკლოთ, მეტაბოლიზმი გაიუმჯობესოთ და ორგანიზმში ცხიმის წვა დააჩქაროთ, გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:

ყავა და მწვანე ჩაი

mkurnali.ge

ყავა მეტაბოლიზმს 3-13%-მდე ზრდის. ის ორგანიზმს ცხიმის წვაში ეხმარება. თუმცა იმისათვის, რომ უკეთესი შედეგი მიიღოთ, მიირთვით დარიჩინის რგოლებთან ერთად.

დარჩინი მადას აქვეითებს, ასევე სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს.

ანალოგიურად, ჩაიც დარიჩინთან ერთად შეგიძლიათ დააგემოვნოთ.

mkurnali.ge

მწვანე ჩაი ცხიმის წვას ასტიმულირებს. ის კატექინებს შეიცავს, რაც ორგანიზმში მეტაბოლიზმის პროცესს აუმჯობესებს.

კვერცხი

mkurnali.ge

ერთ ცალ კვერცხს მხოლოდ 75 კალორია აქვს.

ამასთანავე შეიცავს 7 გრამ ცილას, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებაა ჩვენი ორგანიზმისთვის.

დილა კვერცხით დაიწყეთ, ეს დაგეხმარებათ კალორიების წვაში და ნამდვილად სჯობს ნახშირწყლებით დატვირთულ საუზმეს. შიმშილის გრძნობას ამცირებს და რამდენიმე საათის განმავლობაში სისუსტის შეგრძნებას აქრობს.

ვაშლის ძმარი

mkurnali.ge

არ დაგავიწყდეთ, საყვარელ დიეტურ სალათას ვაშლის ძმარი დაუმატოთ. ის მადას აქვეითებს, სისხლში შაქრის დონეს ამცირებს. მასში შემავალი ძმარმჟავა წვავს ცხიმს, განსაკუთრებით - მუცლის ცხიმს.

მცირე კვლევა: კვლევის მონაწილეებმა 12 კვირის განმავლობაში, ყოველდღიურ რაციონს 2 სუფრის კოვზი ძმარი დაუმატეს. შედეგად, თითოეულმა 1.7 კილოგრამი დაიკლო. ცხიმის შემცველობა კი 0.9%-ით შეუმცირდათ.

1 ჩ/კ ვაშლის ძმარი გახსენით წყალში და დალიეთ, თანდათანობით გაზარდეთ დოზა 2 ჩ/კ.-მდე.

ზეითუნის ზეთი

mkurnali.ge

ის ზრდის კარგი ქოლესტერინის (HDL)- ის დონეს. ტრიგლიცერიდებს ამცირებს, რომლის სიჭარბეც ათეროსკლეროზის და გულის დაავადებების რისკს ზრდის. ზეითუნის ზეთი GLP 1 ჰორმონს ასტიმულირებს, რაც სისავსის შეგრძნებას უზრუნველყოფს.

სალათებში და საჭმელებში ხშირად გამოიყენეთ, ის მეტაბოლიზმს დააჩქარებს და მუცლის ცხიმის წვაში დაგეხმარებათ.

ასევე, მიირთვით: შვრია, ვაშლი, უმი ბოსტნეული.

ვაშლი

დიდი რაოდენობით წყალს შეიცავს. სასარგებლოა კანიანად, ვინაიდან ვაშლის კანი უფრო მეტ ბოჭკოვანს შეიცავს. დაგანაყრებთ და დაეგხმარებათ კალორიების დაკარგვაში.

უმი ბოსტნეული

უმი ბოსნტეული სისავსის შეგრძნებას ტოვებს, თანაც დაბალკალორიულია. ჩიფსების ნაცვლად,  შეგიძლიათ წვრილად დაჭრილი სტაფილო მიირთვათ.

შვრია

ბოჭკოვანით მდიდარი შვრია კარგი გამოსავალია შიმშილის დროს, დაუმატეთ ნიგოზი, თხილი, ან დარიჩინი. მიირთვით შაქრის გარეშე.