ყბის ტკივილი და ტკაცუნი მოძრაობისას - რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2021

კითხვა-პასუხი

ყბის ტკივილი და ტკაცუნი მოძრაობისას - რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

ყბის ტკივილი და ტკაცუნი მოძრაობისას - რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
ქვედა ყბის მოძრაობისას უმნიშვნელო ხმები სახსარში ყოველთვის წარმოიქმნება. ნორმაში იგი ადამიანს არ ესმის ან, უბრალოდ, ვერ ამჩნევს. ჩვეულებრივ, ეს ხმები არ აწუხებს. მაგრამ როცა წარმოიქმნება ტკაცუნის ხმა, საჭიროა ყურადღების მიქცევა, რადგან ეს უკვე პათოლოგიური პროცესის მანიშნებელია.

რა შეიძლება იყოს ტკაცუნის მიზეზი?

ამის მიზეზია ტრავმა ან თუნდაც მინიტრავმა, რომელსაც იწვევს:

ოსტეოფიტების
- ძვლოვანი წვეტების არსებობა სახსარში ძვლების ზედაპირზე, რომელიც წარმოიქმნება ართროზის შედეგად. ქვედა ყბის სახსრის ართროზი აქვთ პოლიართროზით დაავადებულ ადამიანებს. ასე რომ, ქვედა ყბის ტკაცუნის გარდა, მათ უნდა ჰქონდეთ ჩივილი სხვა სახსრის
(უფრო კიდურების)მხრივ. კონკრეტულ შემთხვევაში, შეკითხვის ავტორი ასეთ ჩივილებს არ მიუთითებს.

სახსრის ჰიპერმობილურობა
- ადამიანს ჰგონია, რომ პირს აღებს ნორმალურად, სინამდვილეში კი სახსრის კაფსულა არის გაჭიმულ მდგომარეობაში, გაჭიმულია ასევე სახსრის შიგნითა მყესებში. ამიტომ სახსრის შიგნითა დისკი გადაადგილებულია წინ და წარმოადგენს მექანიკურ წინააღმდეგობას სახსრის მოძრაობისას. ეს კი
იმას ნიშნავს,რომ არსებობს მუდმივი მინიტრავმა, მინიდარტყმა და ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც ქრონიკული ტრავმის შედეგი, შესაძლებელია მას დაერთოს ანთებითი პროცესი, რა თქმა უნდა, არა ინფექციური. თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში, რადგანაც შეკითხვის ავტორი აღნიშნავს დაზიანებული კბილის არსებობას, არც ინფექციური პროცესის თანდართვაა გამორიცხული.


როგორ გამოვლინდება ანთებითი პროცესი?


ქვედა ყბის სახსარში ანთებითი პროცესი, გარდა ტკაცუნის ხმის არსებობისა, შეიძლება გამოვლინდეს სხვა ნიშნებითაც. პაციენტმა ყურადღება უნდა მიაქციოს:

ტკივილს მოსვენებისას და ყბის მოძრაობისას - ლაპარაკისას, საკვების მიღებისას;

პირის გაღების შეზღუდვას;

საღეჭი კუნთების ტკივილს.

ანთებითი პროცესის გამო ქვედა ყბის სახსრის ფუნქციები შეზღუდულია. კერძოდ: მონაწილეობა ღეჭვაში, ლაპარაკში, მიმიკაში და ა.შ. შორს წასულ შემთხვევაში, არასწორი მკურნალობის ან საერთოდ უყურადღებობის გამო ვითარდება სახსრის დისპლაზია. ადამიანი მეტად მძიმე სიტუაციაში ვარდება - უჭირს ლაპარაკი, ჭამა და ა.შ გირჩევთ, ნუ დაელოდებით ტკივილსა და პირის გაღების შეზღუდვას, მიაკითხეთ სტომატოლოგს.

პაციენტის უშუალო გასინჯვა აუცილებელია, საჭიროა ანამნეზის ზუსტი შეგროვება, სხვა ჩივილებისა და ნორმიდან გადახრის აღმოჩენა. არცთუ იშვიათად, ტკაცუნი ორგანიზმში კალციუმის ცვლის დარღვევის შედეგია, რასაც ენდოკრინული სისტემის, კერძოდ კი, ფარისებრი და ფარისებრახლო ჯირკვლების დისფუნქცია იწვევს.

ამდენად, საკითხს სერიოზულად და კომპლექსურად უნდა მიუდგეთ. დაიმახსოვრეთ, პროცესის პროგრესირების შეჩერება შესაძლებელია შესაბამისი მკურნალობითა და სპეციალური ვარჯიშებით.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ჭარბი წონის მიზეზებსა და პრობლემის გადაჭრის მეთოდებზე გვესაუბრება კლინიკა "ენმედიცის" წამყვანი ენდოკრინოლოგი, პროფესორი მაია ჩიქობავა.
კატეგორიის სხვა სტატიები
ბევრი ფიქრობს, რომ ბრაზის შეკავება მავნებელია, რადგან არ ვუშვებთ დაგროვებულ ორთქლს -
საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ჩიას სასარგებლო თვისებებს გვიზიარებს ექიმი-ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა
რა შეიძლება გახდეს იდაყვებისა და მუხლების სიშავის მიზეზი?
როდის აღმოცენდება დაბუჟება და ტკივილი კეფის მიდამოში
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად