ჭარხლის წვენი, რძიანი ჩაი, ჭინჭარი... - როგორ გავიწმინდოთ სისხლი ბუნებრივი საშუალებებით? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჭარხლის წვენი, რძიანი ჩაი, ჭინჭარი... - როგორ გავიწმინდოთ სისხლი ბუნებრივი საშუალებებით?

გერმანიაში, საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში, ასევე - იაპონიაში გაცილებით მეტად არის მიღებული ბალახებით მკურნალობა და ეს განსაკუთრებით სისხლის გაწმენდა-განახლებას ეხება.

50 წელს გადაცილებულ ყოველ ადამიანს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები არ აქვს, ექიმები ყოველწლიურად უნიშნავენ სისხლის გამწმენდ მცენარეთა ნაკრების 2-3-კვირიან პროფილაქტიკურ კურსს, რაც საგრძნობლად ამცირებს დაავადების განვითარების ალბათობას და ორგანიზმისთვისაც ძლიერ მარგებელია.

ყველაზე გავრცელებული და ცნობილი სისხლის გამწმენდები გახლავთ ეგრეთ წოდებული წითელი პროდუქტები - ჭარხალი, ყურძენი, მაყვალი, წითელი მოცვი.

  • გარკვეული ხნის განმავლობაში სულ მცირე რაოდენობით ჭარხლის წვენის სმა საგრძნობლად წმენდს და აუმჯობესებს სისხლის შედგენილობას. გამოსწურეთ ჭარხალს წვენი და მიღებამდე 2-3 საათით მაცივარში დადგით. თავდაპირველად შეგიძლიათ ცოტაოდენი სტაფილოს წვენი შეურიოთ, შემდგომ კი ამ უკანასკნელის წილი თანდათან უნდა შეამციროთ.ჭარხლის წვენის მიღება რეკომენდებულია ერთი თვის განმავლობაში დღეში 1 ჭიქის ოდენობით.

  • საშუალება, რომელსაც ოდითგანვე იყენებდნენ სისხლის პროფილაქტიკური გაწმენდისთვის, გახლავთ რძიანი ჩაი. ჭიქაში ჩაასხით 2 სადილის კოვზი არაპასტერიზებული (!) რძე და შეავსეთ იგი ახალდაყენებული ჩაის მაგარი ნაყენით. 15.00 საათამდე მისი დალევა შეიძლება უშაქროდ, მოგვიანებით კი შეგიძლიათ ცოტაოდენი ნატურალური თაფლი დაუმატოთ.

 

  • სისხლისა და ლიმფის გასაწმენდად კარგია ნივრის მიღება ლიმონის წვენთან ერთად. აიღეთ 400 გრამი ნიორი, დანაყეთ კარგად და შეურიეთ 800 გრამ წვრილად დაჭრილ ლიმონს. დადგით სიგრილეში, დღეში ერთხელ კარგად აურიეთ, შემდეგ 1 ჩაის კოვზი გახსენით 1 ჭიქა წყალში და მიიღეთ. უნდა სვათ, ვიდრე არ გათავდება. კურსის გამეორება შეიძლება 2-3-ჯერ.

 

  • გამომშრალი ბაბუაწვერას ფესვები უნდა დაფქვათ, შემდეგ აიღოთ 1 სადილის კოვზი და დაასხათ 2 ჭიქა ადუღებული წყალი, რამდენიმე საათით გააჩეროთ თერმოსში და გადაწუროთ. ნაყენი უნდა მიიღოთ დღეში 4-5-ჯერ. ეფექტი გაცილებით გაიზრდება, თუ მას ჩაისავით დალევთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ან ჭამიდან 2 საათის შემდეგ. მკურნალობის კურსი ერთი კვირაა.

 

  • 1 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ აბზინდას (ბალახს) დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ დაახლოებით 10-15 წამი, გაწურეთ და დალიეთ. მიიღეთ დღეში 3-4-ჯერ ჭამამდე.

 

  • 2 სადილის კოვზი ჭინჭარი ჩაყარეთ ქვაბში, რომელშიც დუღს 2 ლიტრი წყალი. ადუღეთ 3-5 წუთი და გადმოდგით. ყოველდღე 15.00-დან 19.00-მდე უნდა დალიოთ ეს ნაყენი. კურნალობა გრძელდება 2 კვირა, შემდეგ ორი კვირა ისვენებთ და კურსს იმეორებთ.