გველის, ტკიპის, ძაღლის და სხვა ცხოველების ნაკბენი - პირველადი დახმარების წესები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2021

კითხვა-პასუხი

გველის, ტკიპის, ძაღლის და სხვა ცხოველების ნაკბენი - პირველადი დახმარების წესები

გველის, ტკიპის, ძაღლის და სხვა ცხოველების ნაკბენი - პირველადი დახმარების წესები
როგორ მოვიქცეთ?

პირველი დახმარება გველის კბენის დროს:

ნაკბენის ზემოთ მჭიდრო ნახვევის დადება, იმობილიზაცია (არტაშანი); ცივის დადება; სითხის უხვად მიცემა; თუ ცუდად გახდა, გამოიწვიეთ ღებინება; აუცილებლად მიიყვანეთ ექიმთან! არ არის სასურველი ნაკბენის ამოწოვა, მოწვა, ლახტის დადება.



პირველი დახმარება ტკიპის კბენის დროს: ნაკბენზე წაუსვით ზეთი, ცხიმიანი მალამო, კრემი; პინცეტით, ძაფით ან თითებით დაატრიალეთ ტკიპა; თუ თავი მაინც მოსძვრა, ამოაძრეთ ის ისევე, როგორც აძრობთ ხიჭვს; ჩაატარეთ ნაკბენი არის დეზინფექცია; აჩვენეთ ექიმს.


პირველი დახმარება ძაღლისა და სხვა ცხოველების კბენის შემთხვევაში:



ისინი შეიძლება ავად იყვნენ,
ამიტომ უნდა მოძებნოთ მათი პატრონი და დაწვრილებით გამოჰკითხოთ აცრების შესახებ; მთავარი შეცდომა, რაც ადამიანებს ნაკბენი ჭრილობების პირველადი (სახლის პირობებში) დამუშავებისას მოსდით, ის არის, რომ ხშირად ჭრილობას სპირტით ან იოდით ამუშავებენ.

ეს არასწორია, მეტიც, დაუშვებელია. ძაღლის ნაკბენი აუცილებლად უნდა მოიბანოს წყლითა და საპნით, შემდეგ დაედოს სტერილური
სახვევი და დაზარალებული წუთის დაუკარგავად იქნეს გადაყვანილი საავადმყოფოში.

ამით მთავრდება ყოველგვარი პირველი დახმარება ნაკბენი ჭრილობების არსებობისას. თუნდაც ნაკბენი უმნიშვნელო იყოს, მაინც აჩვენეთ ექიმს და დაწვრილებით მოუყევით, რომელმა ცხოველმა გიკბინათ.


რა არ შეიძლება: ნაკბენის ამოწოვა, მოწვა, ლახტის დადება.


აუცილებლად მიმართეთ ექიმს! ადამიანის ნაკბენი ცხოველის ნაკბენზე საშიშია, იმ ზოგიერთი ვირუსისა თუ ბაქტერიის გამო, რომლებიც შეიძლება ადამიანის პირის ღრუში იმყოფებოდეს.

თუ სხვა ადამიანის კბილებზე მოხვედრისას თითის სახსრების მფარავი კანი დაგიზიანდათ, ესეც ნაკბენად ითვლება. თუ კბენის დროს კანი დაზიანდა:

გააჩერეთ სისხლდენა ჭრილობაზე დაწოლით; გულმოდგინედ მოიბანეთ ჭრილობა საპნითა და წყლით; წაისვით ანტიბაქტერიული მალამო ინფექციის პროფილაქტიკისთვის;

შეიხვიეთ სუფთა სახვევით. თუ ჭრილობიდან სისხლი ისევ მოდის, დააჭირეთ ჭრილობას სტერილური ბინტი ან სუფთა ქსოვილის ნაჭერი სისხლდენის სრულ შეწყვეტამდე;

მიმართეთ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.

თუ ტეტანუსის აცრიდან გასულია 5 წელზე მეტი, ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ ტეტანუსის ანატოქსინით აქტიური იმუნიზაცია.

ამ შემთხვევაში ანატოქსინის ინექცია უნდა გაკეთდეს კბენიდან არა უგვიანეს 48 საათის განმავლობაში.

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ჭარბი წონის მიზეზებსა და პრობლემის გადაჭრის მეთოდებზე გვესაუბრება კლინიკა "ენმედიცის" წამყვანი ენდოკრინოლოგი, პროფესორი მაია ჩიქობავა.
კატეგორიის სხვა სტატიები
ბევრი ფიქრობს, რომ ბრაზის შეკავება მავნებელია, რადგან არ ვუშვებთ დაგროვებულ ორთქლს -
საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ჩიას სასარგებლო თვისებებს გვიზიარებს ექიმი-ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა
რა შეიძლება გახდეს იდაყვებისა და მუხლების სიშავის მიზეზი?
როდის აღმოცენდება დაბუჟება და ტკივილი კეფის მიდამოში
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად