10 პროდუქტი, რომელიც ჯანსაღ თმას შეგინარჩუნებთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

10 პროდუქტი, რომელიც ჯანსაღ თმას შეგინარჩუნებთ

მიუხედავად იმისა, რასაც რეკლამები გვპირდება, არც ერთ შამპუნს, ბალზამსა თუ კონდიციონერს არ შეუძლია, თმას იდეალური სიჯანსაღე შესძინოს. ეს საშუალებები შეიცავს კომპონენტებს, რომლებიც ასტიმულირებს პიგმენტაციას, ბზინვარებას, ჯანსაღ იერსა და ძალას აძლევს თმას, მაგრამ ეფექტი ხანმოკლეა და თუ მათ მოხმარებას შევწყვეტთ, უკვალოდ გაქრება.

სამაგიეროდ, ყველას შეუძლია, თმა ბუნებრივად, ქიმიური ელემენტების ჩარევის გარეშე გახადოს იდეალური - ძლიერი და ლამაზი. ამისთვის საკმარისია მივირთვათ:

1. მჭლე წითელი ხორცი - უხვად შეიცავს მიკროელემენტებს, რაც მთავარია - რკინას. განსაკუთრებით სასარგებლოა 40 წელს გადაცილებული მამაკაცებისთვის

- დიეტოლოგები მას გამელოტების პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებად მიიჩნევენ.

2. კვერცხი - შეიცავს ბიოტინს და A ვიტამინს, რომლებიც კვებავს თავის კანს და, აქედან გამომდინარე, თმასაც. განსაკუთრებით რეკომენდებულია მყიფე თმის პატრონებისთვის.

3. ბანანი, ლუდი, ქერი, ქიშმიში - ეს პროდმასზეა დამოკიდებული თმის სისქე და ძალა.

4. მუქი მწვანე ფერის ბოსტნეული - ბროკოლი და ისპანახი მდიდარია A დაC ვიტამინებით, რომლებიც ხელს უწყობს კანიდან ცხიმის გამოყოფას და თმოვანი საფარველისთვის ერთგვარი კონდიციონერის როლს ასრულებს.

5. ხამანწკები და ზღვის სხვა პროდუქტები - შესანიშნავად იცავს გამელოტებისაგან, ეფექტურია ქერტლის დროსაც.

6. ტკბილი კარტოფილი - მდიდარია ბეტა-კაროტინით, ნივთიერებით, რომელიც კანსა და თმას გამოშრობისგან იცავს.

7. ლობიო - მდიდარია განსაკუთრებული ცილებით, რომლებიც, ჩვეულებრივ, დეფიციტურია ადამიანისთვის. ეს ცილები აუცილებელია თმის რეგულარული კვებისათვის.

8. ციტრუსები - ისინი ვიტამინების სრული ნაკრებით გვამარაგებს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს თმის ნორმალურ განვითარებაში.

9. ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები - სიჯანსაღეს უნარჩუნებს თმის ფოლიკულებს, უზრუნველყოფს მათ კვებას და თმის დაბერებას აფერხებს. მნიშვნელოვან როლს ასრულებს თმის ცვენის პროფილაქტიკაშიც.

10. ზეითუნის ზეთი - უზრუნველყოფს თმის ბზინვარებას და ძალასუქტები დიდი რაოდენობით შეიცავს სილიციუმს, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თმისთვის