როგორ ავარჩიოთ და რას ნიშნავს დიეტური კვერცხი? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ავარჩიოთ და რას ნიშნავს დიეტური კვერცხი?

კვერცხის არჩევისას გაითვალისწინეთ:

ნაჭუჭის ფერს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს - ის ფრინველის ფერზეა დამოკიდებული.

ლ ყურადღება უნდა მიაქციოთ, რამდენი ხნისაა კვერცხი - რაც უფრო ახალია, მით უფრო სასარგებლოა იგი. ამიტომ ეცადეთ, შეიძინოთ რაც შეიძლება ახალი. ფერმის კვერცხის შეფუთვაზე აუცილებლად უნდა იყოს მითითებული გამოშვების თარიღი და ვარგისობის ვადა (ან თარიღი) („სავალდებულოა სურსათის ეტიკეტზე დამზადების თარიღის – რიცხვის, თვისა და წელის აღნიშვნა" ("სურსათის ეტიკეტირებისადმი დამატებითი მოთხოვნები", მუხლი 4, ეა)). მოძებნეთ ეს წარწერა. ნუ შეიძენთ ფერმის კვერცხს, რომელსაც შეფუთვაზე გამოშვების თარიღი არ აწერია!

მიაქციეთ ყურადღება, რა პირობებში ინახებოდა კვერცხი მაღაზიაში. ნუ შეიძენთ კვერცხს, რომელიც მაღაზიაში გაგრილების გარეშე, სიცხეში ალაგია.

თუ ეჭვი გაქვთ, რომ კვერცხი შესაძლოა საღი არ იყოს (განსაკუთრებით მაშინ, როცა სოფლისას ყიდულობთ), გირჩევთ, კარგად დააკვირდეთ და შემდეგი რჩევები გაითვალისწინოთ:

ახალ კვერცხს არ უნდა ჰქონდეს კრიალა ზედაპირი, ის უნდა იყოს მქრქალი. ხელის გადასმის დროს უნდა იგრძნობოდეს ხაო. ძველი კვერცხის ზედაპირი პრიალებს.

დაიჭირეთ ხელში კვერცხი - ის უნდა იყოს საკმარისად წონადი (ძველი კვერცხი შრება და წონას კარგავს, ამიტომ ახალთან შედარებით მჩატეა).

დაყნოსეთ. კვერცხს არ უნდა ჰქონდეს სუნი. სუნი იმაზე მიანიშნებს, რომ კვერცხი გალაყებულია.

გახედეთ სინათლეზე - ის უნდა იყოს ერთგვაროვანი, ბაცი ნარინჯისფერი. მუქი ლაქები მიანიშნებს, რომ კვერცხი გაფუჭებულია.

თუ საშუალება იქნა, კვერცხის სიახლე შეიძლება წყალში ჩადებით შემოწმდეს: ჩაასხით ჭიქაში 3/4 წყალი და ფრთხილად ჩაუშვით მასში კვერცხი:

ახალი (3 დღემდე) კვერცხი ჭიქის ფსკერზე ჩაიძირება;

ერთი კვირის კვერცხი წყალში ვერტიკალურად იტივტივებს;

კვერცხი, რომელიც დადებულია 3 კვირაზე მეტი ხნის წინ, მაშინვე წყლის ზედაპირზე ამოტივტივდება.

ნუ შეიძენთ კვერცხს, თუ შეამჩნევთ, რომ:

ნაჭუჭი დაზიანებული ან გატეხილია;

ნაჭუჭი დასვრილია;

ნაჭუჭი პრიალებს;

კვერცხს არასასიამოვნო სუნი აქვს.

რას ნიშნავს დიეტური კვერცხი?

„დიეტური“ კვერცხი უბრალოდ ახალს ნიშნავს. დადებიდან 7 დღის განმავლობაში (200C-ზე დაბალ ტემპერატურაზე შენახვისას) კვერცხი დიეტურად მიიჩნევა, ამის შემდეგ კი „ჩვეულებრივი“ ხდება (ანუ უფრო დაბალი ხარისხისა, ვიდრე დიეტური). 200C ტემპერატურაზე ჩვეულებრივი კვერცხი 25 დღე ინახება, ხოლო 0-იდან 20C-ამდე ტემპერატურაზე - 120 დღე (არსებობს კვერცხის საღად შენახვის უფრო რთული მეთოდებიც, მაგალითად, კირის ხსნარში შენახვა, თუმცა ჩვენში მათ იშვიათად იყენებენ).

თუმცა შენახვისას კვერცხი წონასაც კარგავს და კვებითი ღირებულებაც უქვეითდება. თანდათან მცირდება ნაჭუჭის დამცავი აპკის სიმტკიცეც, რითაც იზრდება კვერცხის შიგთავსში მიკროორგანიზმების შეღწევისა და გამრავლების შესაძლებლობა.

ამიტომ უნდა ეცადოთ, რაც შეიძლება ახალი კვერცხი შეიძინოთ და მიირთვათ.

წაიკითხეთ სრულად