დიდი რაოდენობით ცემენტისა და აზბესტის მტვერი ონკოლოგიურ დაავადებებს იწვევს - როგორ ავირიდოთ მტვრის საზიანო ზემოქმედება? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დიდი რაოდენობით ცემენტისა და აზბესტის მტვერი ონკოლოგიურ დაავადებებს იწვევს - როგორ ავირიდოთ მტვრის საზიანო ზემოქმედება?

მტვერი, რომელსაც ქუჩაში ჰაერთან ერთად ჩავისუნთქავთ, შეიცავს ნიადაგის, გამონაბოლქვი აირების, საწარმოთა ქიმიური ნარჩენებისა თუ მძიმე მეტალების მარილების ნაწილაკებს. გარდა ამისა, მასში უხვადაა ბაქტერიები და ვირუსები, რომელთაც დაავადებების პროვოცირება შეუძლიათ.

ის, ვინც საწარმოს მახლობლად ცხოვრობს, გაცილებით მეტ მტვერს ჩაისუნთქავს, ამიტომ ვურჩევთ, რეგულარულად ეჩვენონ ექიმს.

მანგანუმის, ტყვიის მტვერმა შეიძლება მოგვწამლოს, ხოლო ცემენტისა და აზბესტის მტვერმა, თუ დიდი რაოდენობით ჩავისუნთქეთ, ონკოლოგიურ დაავადებას დაუდოს სათავე.რაც უფრო მცირე ზომისაა მტვრის ნაწილაკები, მით უფრო საშიშია იგი ადამიანისთვის, რადგან უფრო ღრმად აღწევს სასუნთქ გზებში, აზიანებს ცხვირ-ხახას, თვალებს, კანს. თუ მტვერთან ხშირი კონტაქტი გაქვთ, შესაძლოა, დაგემართოთ ფილტვის დაავადება, კონიუნქტივიტი, დერმატიტი.

მტვერი შეიძლება გაცილებით მძიმე დაავადების - ტუბერკულოზის მიზეზადაც იქცეს. ტუბერკულოზის გამომწვევი მიკობაქტერია მტვერში დიდხანს - რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე ძლებს.

ადვილი შესაძლებელია, მასთან ერთად არსებობდეს დიფტერიის გამომწვევი ჩხირიც, ხოლო მღრღნელების გამომშრალმა ექსკრემენტებმა შესაძლოა გამოიწვიოს თაგვის ცხელება, რომელიც თირკმელებს აზიანებს.

გაზაფხულზე, როცა იწყება მცენარეების ყვავილობა, დამტვერიანება, მტვერი შეიცავს ალერგენებს.

სეზონური ცრემლდენა, თვალების სიწითლე და წვა, სურდო, მოთენთილობა სწორედ გაზაფხულის მტვრით არის გამოწვეული.

ოთახის მტვერი უფრო მეტად სახიფათოა. ბაქტერიებსა და ვირუსებთან ერთად იგი შეიცავს ქსოვილის, ადამიანისა და ცხოველის კანის ნაწილაკებს, ქუჩიდან თუ სამზარეულოდან შემოსული მტვრის ნაწილაკებს. მათ ემატება საყოფაცხოვრებო გამწმენდი საშუალებების ქიმიური ნაერთები, სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები, ობის სოკოს სპორები, მტვრის ტკიპა. ეს უკანასკნელი ალერგიული სურდოს, ბრონქული ასთმის მაპროვოცირებელი ძლიერი ალერგენია. ზოგიერთს ალერგიული რეაქცია უვითარდება წიგნების მტვერზე.

ოთახის მტვერი კონცენტრირებულია რბილ ავეჯსა და ხალიჩებზე, განსაკუთრებით - სინთეტიკურ ხალიჩებზე, რადგან სტატიკური ელექტრობა მიუწვდომელ კუთხეებში არსებულ მტვერსაც იზიდავს. ასეთი ადგილების დასასუფთავებლად საუკეთესო საშუალება თითქოს მტვერსასრუტი უნდა იყოს, მაგრამ ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ასე არ არის. ჩვეულებრივი მტვერსასრუტის ფილტრი მტვრის თითქმის მესამედს უკანვე აბრუნებს. მტვრიანი ოთახის დასასუფთავებლად საუკეთესო გზაა სველი დალაგება და შენობის განიავება. ამასთან ერთად საჭიროა საყოფაცხოვრებო ნივთების, ტანსაცმლის გაწმენდა მტვრის უხილავი ნაწილაკებისაგან.

გირჩევთ:

  • ბუმბულის ბალიშები და საბნები ხშირად გაანიავოთ და გაამზეუროთ.

  • ტანსაცმელი თუ ლოგინის თეთრეული არ დაფერთხოთ ოთახში.

  • რბილი სათამაშოები დაასუფთაოთ სველი წესით.

  • შეიძინოთ დახურული კარადები და თაროები, წიგნებს პერიოდულად მოაცილოთ მტვერი.

  • ოთახის მცენარეთა ფოთლები გადაწმინდოთ სველი ნაჭრით, დანამოთ წყლით.

  • მტვრის ტკიპების საყვარელი ადგილი საწოლია. იქ მათთვის ყოველთვის არის საკვები - ადამიანის ამოფცქვნილი კანი - და სითბო, ამიტომ აუცილებელია, კვირაში ერთხელ გამოცვალოთ ლოგინის თეთრეული, გარეცხილი თეთრეული დააუთოოთ ცხელი უთოთი, ხოლო ბალიშები, საბნები და ლეიბები არანაკლებ ორი საათით დატოვოთ მზეზე.

  • თუ ალერგიისადმი ხართ მიდრეკილი, შინ დაბრუნებისთანავე მიიღოთ აბაზანა, ჩაიცვათ საშინაო ტანსაცმელი, საგარეო სამოსი კი კარგად დაფერთხოთ ფანჯრიდან და რამდენიმე საათით დატოვოთ მზეზე. ტყავის სამოსი გაწმინდოთ სველი ნაჭრით.

 

  • შინ შესვლისთანავე ცხვირ-ხახაში გამოივლოთ ზღვის მარილის ხსნარი, თვალები ამოიბანოთ, პირში გამოივლოთ ცივი წყალი.

 

  • ქარიან ამინდში გაიკეთეთ დამცავი (მზის ან ჩვეულებრივი) სათვალე.

 

  • თუ თქვენი საქმიანობა მტვერთან კონტაქტს მოითხოვს, გამოიყენოთ პირბადე, რესპირატორი.
წაიკითხეთ სრულად