ყველაფერი, რაც თაფლზე უნდა იცოდეთ - რატომ მიიქცია მსოფლიოს ყურადღება მანუკას თაფლმა? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყველაფერი, რაც თაფლზე უნდა იცოდეთ - რატომ მიიქცია მსოფლიოს ყურადღება მანუკას თაფლმა?

თაფლის ამ სასარგებლო თვისებების შესახებ, ალბათ, ყველას გსმენიათ, მაგრამ თუ უფრო დეტალურად მოიძიებთ ინფორმაციას, გაარკვევთ, რომ ეს ყველაფერი არაა.

წაბლის თაფლი, ცაცხვის თაფლი, აკაციის თაფლი, მინდვრის თაფლი... ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია და მათზე ხელმისაწვდომობაც შეზღუდული არაა.

თუმცა არსებობს ერთი განსაკუთრებული სახეობის თაფლი, რომელიც კიდევ უფრო მეტი სარგებლის მომტანია.

ეს მანუკას თაფლია და ის უკანასკნელ წლებში მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა. ანტიბაქტერიული და ანტიმიკრობული ქმედების დიდი პოტენციალის გამო ის ჯანმრთელობისა და სილამაზის წყაროდ არის მიჩნეული და არაერთი პრობლემის მოსაგვარებლად იყენებენ.

მანუკას თაფლის შესახებ რამდენიმე საინტერესო დეტალის გაცნობით, მიხვდებით, თუ რატომ არის ის განსაკუთრებულად სასარგებლო.

  • მანუკას თაფლი ახალ ზელანდიური პროდუქტია. მას ფუტკრები მანუკას (Leptospermum scoparium) მცენარეებიდან ნექტრის მოგროვებით აკეთებენ. ეს ძირძველი მცენარე მხოლოდ ახალ ზელანდიაში ხარობს.

 

  • მეფუტკრეები სკებს არაკლუტივირებულ, ველურ ადგილებში აკეთებენ, სადაც მანუკას ბუჩქები იზრდება. სკების მდებარეობა გარანტიას იძლევა, რომ თაფლი მაქსიმალურად ნატურალური იყოს.

 

mkurnali.ge

  • მანუკას თაფლის საწარმოში Manuka Doctor 50 მილიონი ფუტკარი, 10 000 სკა და 20 გამოცდილი მეფუტკრე ჰყავთ.
  • მანუკას ნექტარი განაპირობებს თაფლის გამორჩეულ გემოს, არომატს, ტექსტურასა და ფერს.
  • Manuka Doctor-ში ღრმად სწამთ, რომ კარგად ყოფნა ბუნებრივი საშუალებებით მიიღწევა. იმის გამოყენება, რასაც ბუნება გავძლევს, საუკეთესოა ჯანმრთელობისა და მხნეობისთვის. ერთ-ერთი ასეთი კი მანუკას თაფლია.
  • მანუკას თაფლის შეფუთვაზე შეხვდებით პარამეტრს MGO. ამ მონაცემით თაფლის პოტენციის გაზომვა ხდება, რომელიც განსაზღვრავს მის ანტიოქსიდანტურ და ანტიბაქტერიულ მოქმედებას. რაც უფრო მაღალია MGO, მით უფრო ძლიერია მისი მოქმედება ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და გასაძლიერებლად.
  • მანუკას თაფლის უნიკალურობა კი განისაზღვრება ტერმინით „უნიკალური მანუკას ფაქტორი“ ანუ UMF (Unique Manuka Factor). ეს არის ტერმინი, რომელიც მანუკას თვისებების ერთობლიობას განსაზღვრავს. ის 5-დან 30-მდე მერყეობს. UMF 5+ ნიშნავს, რომ პროდუქტი აკმაყოფილებს თაფლში ანტიბაქტერიული მოქმედების გლობალურ სტანდარტებს, ისევე როგორც ხარისხის და სიწმინდის სტანდარტს. ის იდეალურია ყოველდღიური გამოყენებისთვის. უფრო მაღალი UMF-ის მქონე თაფლი გამოიყენება სამკურნალოდ და არა ყოველდღიურ საკვებ პროდუქტად.

 

mkurnali.ge

მანუკას თაფლის სასარგებლო თვისებები კი ასეთია:

ჭრილობები

თაფლს ჭრილობებისა და დამწვრობის სამკურნალოდ უძველესი დროიდან იყენებდნენ. თუმცა მეცნიერულად ამის დადასტურება მოგვიანებით მოხდა.

2007 წელს FDA-მ მანუკას თაფლი დაამტკიცა, როგორც ჭრილობების სამკურნალო ეფექტური საშუალება. ანტიბაქტერიული და ანტიოქსიდანტური თვისებებიდან გამომდინარე თაფლი ჭრილობას იცავს სიმშრალისგან, მის გარშემო ქმნის დამცავ ბარეირს მიკრობული ინფექციების წინააღმდეგ, ამცირებს ტკივილს და ხელს უწყობს კანის აღდგენის პროცესს.

უფრო მეტიც, მანუკას თაფლი ეფექტურია დიაბეტური წყლულებისთვისაც. მისი ანტიმიკრობული მოქმედება მიმართულია სხვადასხვა კოკების (სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები), ბაქტერიების (დიფტერიული მიკრობი) და ბაცილების წინააღმდეგ.

წყლულოვანი გასტრიტი

წყლულოვანი გასტრიტის მთავარი სიმპტომები ტკივილი კუჭის არეში, ღებინება და შებერილობაა. H. pylori არის მთავარი ბაქტერია, რომელიც აღნიშნულ დაავადებას იწვევს. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ მანუკას თაფლი ამ ბაქტერიასთან საბრძოლველად მეტად ეფექტურია. ის, ასევე, ეფექტურია ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებით გამოწვეული გასტრიტის დროს.

მომნელები სისტემა

გაღიზიანებული მსხვილი ნაწლავის სინდრომი მეტად გავრცელებული პრობლემაა, რომლის დროსაც მანუკას თაფლის ეფექტურობა დადასტურებულია. მისი სიმპტომებია: დიარეა, ყაბზობა, არარეგულარული კუჭის მოქმედება, ტკივილი მუცლის არეში. მანუკას თაფლი მასში შემავალი ფერმენტების: ინვერტაზას, დიასტაზასა და კატალაზას წყალობით ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლურ პროცესებს აწესრიგებს. შესაბამისად, რეგულირდება მომენელებლი სისტემა და ხდება როგორც საკვები ნივთიერებების სათანადოდ ათვისება, ისე კუჭის წვენის სეკრეცია.

იმუნური სისტემა

ნებისმიერი თაფლი აძლიერებს იმუნურ სისტემას. თუმცა მანუკას თაფლს უფრო მეტი ეფექტი აქვს, რადგან სხვა თაფლებისგან განსხვავებით მისი ანტიმიკრობული და ანტივირუსული თვისებები ბევრად უფრო მაღალია. შესაბამისად, მისი რეგულარული მოხმარება იმუნიტეტს მნიშვნელოვნად აძლიერებს.

ენერგია

მანუკას თაფლის შემადგენლობის დაახლოებით 80% ნახშირწყლებია. ეს არის გლუკოზა, ფრუქტოზა და მცირე რაოდენობით საქაროზა. მათი დაშლისა და ათვისების შედეგად გამოიყოფა დიდი რაოდენობით ენერგია, რომელიც ადამიანს ყოველდღიურად სჭირდება.

პირის ღრუ

პირის ღრუს ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, რაც მოიცავს როგორც კბილის ემალს, ისე ღრძილებს, აუცილებელია, რომ პირის ღრუს ბაქტერიები მინიმუმამდე განადგურდეს. თუმცა მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ კარგი ბაქტერიების განადგურებაც არ მოხდეს. პირის ღრუს მოვლის ქიმიური საშუალებებისგან განსხვავებით მანუკას თაფლი მხოლოდ მავნე ბაქტერიებს ანადგურებს და ებრძვის ემალის დაზიანებას, ღრძილების ანთებასა, კბილის კარიესს.

ყელის ტკვილი

მანუკას თაფლი ძალიან ეფექტურია ყელის ტკივილის დროს. მისი ანტიბაქტერიული და ანტივირუსული თვისებები ხელს უშლის ანთების განვითარებას და ამცირებს ტკივილს. ადამიანებს, რომლებიც თავისა და ზურგის კიბოს საწინააღმდეგო ქიმიიოთერაპიას იტარებენ, ხშირად აწუხებთ ყელის ტკივილი. მანუკას თაფლი ამ ტიპის ყელის ტკივილის დროს განსაკუთრებით ეფექტურია.

mkurnali.ge

მანუკას თაფლი ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პროდუქტი გახდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მას აქტიურად გამოიყენებენ ცნობილი ადამიანები, მაგალითად, სკარლეტ იოჰანსონი და გვინეტ პელტროუ. კორტნი კარდაშიანი კი პროდუქტის ამბასადორია სილამაზის მიმართულებით.

ქართველი მომხმარებლისთვის მანუკას თაფლი ხელმისაწვდომი ბრიტანულმა ბრენდმა Holland and Barett-მა გახადა. კომპანია ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ეწევა, უკვე 150 წელია და მომხმარებელს მრავალი დასახელების ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალურ პროდუქტს სთავაზობს. მათ შორის კი ერთ-ერთი ახალ ზელანდიაში წარმოებული, უმაღლესი სამკურნალო თვისებების მქონე მანუკას თაფლია.