„ნეტა დღეში მართლა 8 ჭიქა წყლის დალევა არის აუცილებელი?“ - სამედიცინო მითები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

„ნეტა დღეში მართლა 8 ჭიქა წყლის დალევა არის აუცილებელი?“ - სამედიცინო მითები

გავეცნოთ რამდენიმე სამედიცინო მითს:

თითების „გატკაცუნება“ იწვევს ართრიტს

ცხადია, მითია. ეს 1990 და 2011 წელს ჩატარებული კლინიკური კვლევებით დასტურდება.

ართრიტი ვითარდება მაშინ, როდესაც სახსრის ხრტილოვანი შრე იშლება, შედეგად ძვლები ერთმანეთს ეხახუნება და მათი ნორმალური მდგომარეობა იცვლება.

ჩვენი სახსრები სინოვიალური სითხით არის დაფარული, რაც მას ხახუნისგან იცავს.

როდესაც თითებს ატკაცუნებთ, ასე ძვლებს აშორებთ ერთმანეთს, დაჭიმვისას სინოვიალურ სითხეში პატარა აირის ბუშტი წარმოიქმნება, რომლის გახეთქვაც ბევრისთვის საყვარელ თითების ტკაცუნის ხმას იწვევს.

დიახ, მითია რომ თითების ტკაცუნი ართრიტს იწვევს, თუმცა ეს ნამდვილად არ არის კარგი ჩვევა, შესაძლოა მან სინოვიალური გარსის დარღვევა გამოიწვიოს, რაც სახსრებზეც აისახება.

სველი თმით თუ გახვალთ გარეთ, ავად გახდებით

2005 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ჰიპოთეზა, რომ ახალდაბანილის გარეთ გასვლა ზრდის მისი დავირუსების შანსს და რომ შეიძლება მწვავე ვირუსული ნაზოფარიგიტი დაემართოს, ცრუ აღმოჩნდა.

გაციების სიმპტომები შეიძლება დაგეწყოთ, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ვირუსი მანამდე იყო ორგანიზმში.

ბინძური ტუალეტი სქესობრივი გზით გადამდები დაავადების მიზეზი შეიძლება გახდეს

მოგიწიათ მოუწესრიგებელი სველი წერტილით სარგებლობა? ნუ შეშინდებით - სქესობრივი გზით გადამდები დაავადებით არ დაინფიცირდებით.

დაავადებას ვირუსები, ბაქტერიები და პარაზიტები იწვევენ.

მოუწესრიგებელი ტუალეტის საჯდომი მხოლოდ პარაზიტული დაავადების გადამტანი შეიძლება აღმოჩნდეს, როგორიც არის მაგალითად ტრიქომონიაზი.

თუმცა, ამის შანსიც ძალიან დაბალია, ვინაიდან ტუალეტის მოხმარებისას პარაზიტი უნდა იყოს ადგილზე, თანაც ცოცხალი. აღნიშნულ გარემო პირობებში კი ისინი დიდხანს ნამდვილად ვერ ცოცხლობენ.

გლუტენი ცუდია ჯანმრთელობისთვის

უგლუტენო ცხოვრების სტილი ძალიან პოპულარული და მოდურიც კი გახდა. ხალხს სჯერა, რომ ის საშინელებაა და მისი შემცირებით წონაში მარტივად დაიკლებენ. კიმბერლი ჰერშენსონი - თერაპევტი, რომელიც კვებითი დარღვევების მქონე პაციენტებს მკურნალობს, აღნიშნავს, რომ უგლუტენო კვება ჯანსაღ კვებად ითვლება მათთვის, ვისაც ცელიკაია, ანუ გლუტენის აუტანლობა აქვთ.

მათ ნამვილად ესაჭიროებათ უგლუტენო საკვები, ვინაიდან ცილა გლუტენი მომატებულ მგრძნობელობასა და უარყოფით რეაქციას იწვევს ორგანიზმში, რაც ნაწლავებს აზიანებს და ჯანმრთელობას სერიოზულ პრობლემებს უქმნის.

მხოლოდ გლუტენის გარეშე კვება კი ნამდვილად არ მოიაზრება ჯანსაღ დიეტად.

დიდი რაოდნეობით შაქრის მიღება დიაბეტს იწვევს

პოპულარული მოსაზრებაა, თუმცა მცდარი. შაქარი არ იწვევს დიაბეტს. ჭარბი რაოდენობით შაქრის მიღება მხოლოდ წონაში მატებას უწყობს ხელს.

წონა კი შაქრიანი დიაბეტი ტიპი ორის განვითარების ერთ-ერთი მთავარი რისკ-ფაქტორია. თქვენ წონა უნდა აკონტროლოთ, შესაბამისად, როგორც შაქრის, ასევე ცხიმიანი საკვების შეზღუდვა მოგიწევთ.

რაც შეეხება, ტიპი ერთი დიაბეტს, მასზე შაქარი ნამდვილად ვერ იმოქმედებს, ვინაიდან ის ვითარდება მაშინ, როდესაც პანკრეასში არ არის ინსულინის გამომამუშავებელი უჯრედები, ვინაიდან მათ იმუნური სისტემა ანადგურებს.

შოკოლადი აკნეს იწვევს

მითია, ვინაიდან ჩატარებული კვლევებით არ დასტურდება. მეცნიერების დაკვირვების საგანი ეს გემრიელი პროდუქტი არაერთხელ გამხდარა.

გამოიკვლიეს 65 სტუდენტი, მათგან გარკვეული ნაწილი 1 თვის განმავლობაში აქტიურად მიირთმევდა შოკოლადს, მეორე ნაწილი კი სხვა სახის ტკბილეულობას. როგორც აღმოჩნდა, აკნეს განვითარება შოკოლადმა არ გამოიწვია.

ტვინის მხოლოდ 10%-ს ვიყენებთ

ეს ნიშნავს, რომ ტვინის 90%-ს თუ მოვიშორებთ და ამოვიღებთ, თავს კარგად ვიგრძნობთ და ყველაფრის გაკეთებას შევძლებთ?

ეს მითი 1930-იანი წლებიდან იღებს სათავებს, როდესაც ვირთხებზე ჩატარებული ცდის შედეგები გახდა ცნობილი.

მას შემდეგ მითი მითად რჩება, თავის ტვინის სკანირება აშკარად აჩვენებს, რომ არ აქვს მნიშვნელობა რა საქმიანობას ეწევით თქვენი ტვინი ყოველთვის აქტიურად არის პროცესში ჩართული და მთლიანად დაკავებულია.

რა თქმა უნდა, ტვინის გარკვეული უბნები მეტად გააქტიურებულია სხვადასხვა აქტიობების დროს. თუმცა, არ არსებობს თავის ტვინის გამოუყენებელი ზონები.