ვესტიბულური დარღვევა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვესტიბულური დარღვევა

თავბრუხვევა უსიამოვნო სუბიექტური შეგრძნებაა. ადამიანს ეჩვენება, რომ საგნები მის ირგვლივ ტრიალებენ ან თვითონ ტრიალებს მათ გარშემო. საგნების განსაზღვრული (საათის ისრის ან საპირისპირო) მიმართულებით მოძრაობას სისტემურ თავბრუს უწოდებენ. გაცილებით ხშირია ქანაობის, საგნებისა და ნიადაგის რყევის შეგრძნება. ადამიანს ეჩვენება, რომ ირყევა საწოლი, იატაკი და იგი უფსკრულში ვარდება. ზოგჯერ სხეული თითქოს მსუბუქია, ზოგჯერ კი მძიმე. მოძრაობა, სინათლე, ლაპარაკი და ხმაური თავბრუხვევას აძლიერებს. ავადმყოფი შეძრწუნებულია და შველას ითხოვს. ნისტაგმი ორივე თვალის კაკლის რიტმული, სინქრონული კანკალია. ნისტაგმის ორი კომპონენტია თვალის კაკლების ნელი განზიდვა განზე და მათი დაბრუნება საწყის მდგომარეობაში სწრაფი, ბიძგისებრი მოძრაობით. ნისტაგმის მიმართულება მისი სწრაფი კომპონენტით განისაზღვრება. ნისტაგმი შეიძლება იყოს ჰორიზონტალური, ვერტიკალური და როტატორული, ხოლო ვესტიბულური დარღვევის დროს წარმოიშვას სპონტანურად ან თვალის კაკლების ჰორიზონტალურ ან ვერტიკალურ სიბრტყეში მოძრაობისას. ნისტაგმი ჯანმრთელ ადამიანსაც შეიძლება განუვითარდეს ძლიერ ახლომდებარე საგნის ან მოძრავი მატარებლის ფანჯრიდან მოჩვენებით მოძრავი საგნების ცქერისას. ნისტაგმი ვითარდება აგრეთვე თეთრი და შავი ზოლებით დასერილი მოძრავი დისკოს ცქერისას. ამ შემთხვევაში ოპტოკინეტიკურ ნისტაგმზე საუბრობენ. ამ უკანასკნელს მატარებლის ან ზოლიანი დოლის მოძრაობის საპირისპირო მიმართულება აქვს. ვესტიბულური აპარატის (ლაბირინთი, კარიბჭის ნერვი და  მისი ბირთვები) გაღიზიანება იწვევს ნისტაგმს პროცესის მხარეს, ხოლო მისი დეფიციტი - მოპირდაპირე მხარეს. ატაქსია მოძრაობის კოორდინაციის მოშლაა. მას ინკოორდინაციასაც უწოდებენ.

ვესტიბულური აპარატის ძირითადი ფუნქცია წონასწორობის შენარჩუნებაა, ამიტომ მისი დაზიანება უმთავრესად წონასწორობის დარღვევას იწვევს. ავადმყოფი მთვრალივით დადის, ბარბაცებს დაზიანებული ლაბირინთის  მხარეს და ხშირად ამავე მხარეს ეცემა. თვალების დახუჭვა სიარულს კიდევ უფრო აძნელებს. თავბრუხვევა, ნისტაგმი და წონასწორობის დარღვევა ერთად ვესტიბულურ ატაქსიას ქმნის. დარღვევების დიაგნოსტიკა და მათი  თავისებურებების შეფასება, ისევე როგორც სათანადო მკურნალობის დანიშვნა, ნევროლოგის კომპეტენციაა. თვითმკურნალობა დაუშვებელია! აუცილებლად უნდა მიმართოთ სპეციალისტს, დაწვრილებით აუხსნათ, რა სახის პრობლემები გაქვთ, რას გრძნობთ და რა გაწუხებთ. ექიმი დაადგენს, რა სახისაა დარღვევა და დაგინიშნავთ სათანადო მკურნალობას. მდგომარეობას მხოლოდ სწორად შერჩეული მკურნალობა შეგიმსუბუქებთ. რაც შეეხება ციტომაკს (იგივე ციტოქრომ-ჩ), ეს არის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გულის ქსოვილებისგან ექსტრაქციის გზით მიღებული პრეპარატი. მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში, აჩქარებს და აუმჯობესებს ჟანგვა-აღდგენით პროცესებს. გამოდის როგორც ხსნარის (ამპულებში), ასევე აბების სახით. ინიშნება როგორც ინტრავენურად (ვენაში შესაყვანად), ასევე ინტრამუსკულარულად (კუნთებში შესაყვანად). საინექციო ფორმის გამოყენების წინ აუცილებელია პრეპარატისადმი ინდივიდუალური მგრძნობელობის დადგენა. ამ მიზნით კანქვეშ შეჰყავთ პრეპარატის 0,1 მლ. თუ 30 წუთის განმავლობაში ორგანიზმის რეაქცია (სახის შეწითლება, ქავილი, ჭინჭრის ციება) არ გამოვლინდა, პრეპარატით მკურნალობის დაწყება შეიძლება. აღნიშნული პრეპარატი ექიმის დანიშნულების გარეშე არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიყენოთ! გახსოვდეთ, თვითმკურნალობით მხოლოდ გაიღრმავებთ პრობლემებს, დაიმძიმებთ მდგომარეობას და უფრო მეტად ავნებთ საკუთარ თავს.