დეპრესია ცვლის დნმ-ს და იწვევს ანომალურად სწრაფ დაბერებას - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

დეპრესია ცვლის დნმ-ს და იწვევს ანომალურად სწრაფ დაბერებას

დეპრესია ცვლის დნმ-ს და იწვევს ანომალურად სწრაფ დაბერებას
კალიფორნიის უნივერსიტეტის კვლევებმა აჩვენა, რომ დეპრესიული მოშლილობის მქონე ადამიანებში აღინიშნება დნმ-ში ეპიგენეტიკური ცვლილებების მაღალი დონე. ამის შედეგი კი შეიძლება გახდეს სწრაფი დაბერება და ნაადრევი სიკვდილის რისკის მომატება.

ჩატარდა დეპრესიული მოშლილობის მქონე 49 ადამიანის სისხლის ანალიზი მეთილირების დონის განსაზღვრის მიზნით (დნმ-ის ცვლილებები მეთილის ჯგუფების მიერთების ხარჯზე, გენების აქტიურობის შემდგომი ცვლილებებით). ცნობილია, რომ დნმ-ის მეთილირება იცვლება ასაკთან ერთად. ეს ადამიანის ბიოლოგიური ასაკის დადგენის საშუალებას იძლევა.

დეპრესიული მოშლილობის მქონე ადამიანებში მეთილირების სქემის გამოვლენამ აჩვენა, რომ მათი უჯრედული ასაკი საშუალოდ უფრო მეტი იყო საკონტროლო ჯგუფში
შემავალ ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით.

სიკვდილის რისკის გამოსათვლელად გამოიყენებოდა მათემატიკური ალგორითმი GრიმAგე, რომელიც განსაზღვრავდა დარჩენილი სიცოცხლის ხანგრძლივობას. აღმოჩნდა, რომ დეპრესიული მოშლილობის მქონე ადამიანებში, ნაადრევი სიკვდილის რისკი, ჯანმრთელებთან შედარებით მაღალი იყო. აღსანიშნავია, რომ დეპრესიული მოშლილობის მქონე მოხალისეებში გამოხატული ასაკობრივი პათოლოგიები არ აღინიშნებოდა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
აუტოიმუნური რევმატული დაავადებებით დასნებოვნებულ ადამიანებს, ათეროსკლეროზის, ქოლესტერინის
იმისათვის, რომ „ცუდი“ ქოლესტერინისგან გავთავისუფლდეთ, ბუნებრივი, ნატურალური ინგრედიენტები დაგვჭირდება.
სოია, ცილის იაფი და მდიდარი წყარო, მათთვისაც მიმზიდველია,
2017 წლის მეტაანალიზის თანახმად, მსოფლიო მოსახლეობის 68%-ს ლაქტოზის აუტანლობა აწუხებს.
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად