როგორ ვუმკურნალოთ შეშუპებულ სახესა და სხეულს სახლის პირობებში? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ვუმკურნალოთ შეშუპებულ სახესა და სხეულს სახლის პირობებში?

ცივი კომპრესი

შეშუპებული ქუთუთოები შეიძლება ძილის ნაკლებობამ, ალერგიამ, მარილიანმა საკვებმა ან მოწევამ გამოიწვიოს.

თვალის ტომრები იმიტომ ჩნდება, რომ აღნიშნულ ადგილას ზედმეტი სითხეა შეგუბებული.

დაასველეთ სუფთა ქსოვილი ცივი წყლით, გაწურეთ და თვალებზე ნაზად დაიდეთ რამდენიმე წუთით, მჯდომარე პოზაში და არა - მწოლიარემ.

შეგიძლიათ, ცოტა ხნით მაცივარშიც გააციოთ კომპრესი.

ჰემოროიდული მალამო?

არსებობს ასეთი რეკომენდაციაც, რომ სწრაფი ეფექტისთვის შეგიძლიათ ეს მალამო თვალების ქვეშ, შეშუპების მოსახსნელად წაისვათ, როგორც დამატენიანებელი და შეშუპების მომხსნელი საშუალება, თუმცა ეს რეკომენდაცია სათუოა და არ გირჩევთ.

თუ მაინც გამოიყენებთ, ფრთხილად იყავით, თვალში არ მოიხვედროთ, რომ არ გაიღიზიანოთ ან უარესად არ დაიზიანოთ თვალები.

დალიეთ მეტი წყალი

ზოგჯერ, შეშუპებისას გამოსავალი წყალია. როდესაც ორგანიზი დეჰიდრატაციას განიცდის, ქსოვილები წყალს იწოვენ, რაც შეშუპების მაპროვოცირებელია.

თუ წყალს დალევთ, უჯრედები შენახულ სითხეს გამოყოფენ და შეშუპება გაქრება.

მაღლა აწიეთ ფეხები

ტერფების ან კოჭის შეშუპებისას, ააწყვეთ ფეხები სიმაღლეზე.

ის ხელს უშლის ქვედა კიდურებში სითხის დაგროვებას, რომელიც ქსოვილის შესიებას იწვევს.

ეს გახლავთ ედემა, რომელიც მრავალი ფაქტორით შეიძლება იყოს განპირობებული: დღის განმავლობაში ხანგრძლივი ფეხზე დგომა, ორსულობა და აშ.

ასე რომ, შეამოაწყვეთ ფეხები დივანზე, სკამზე, ან რაიმე სიმაღლეზე.

ჩაის პაკეტი და შეშუპებული თვალები

დაასველეთ თბილ წყალში, შემდეგ გააციეთ და დაიდეთ თვალებზე.

ჩაიში შემავალი კოფეინი სისხლძარღვების შევიწროებასა და შეშუპებას უშლის ხელს.

გამოიყენეთ შავი ჩაი და არა მცენარეული, როგორიცაა პიტნა და გვირილა.

ცივი კიტრის ნაჭრებიც სასარგებლოა, მათ ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს.

შეამცირეთ მარილი

მარილი ორგანიზმში სითხის ბალანსს აკონტროლებს.

დღეში 2000 მილიგრამზე მეტი მარილი არ მიირთვათ, რომ თავიდან აიცილოთ ტერფებისა და ფეხების შეშუპება, ასევე - მაღალი არტერიული წნევა.

კომპრესიული წინდები, აქტიური ცხოვრების წესი, ალკოჰოლის შემცირება და ანთების საწინააღმდეგო საკვები იდეალური გამოსავალია.

მედიკამენტები

იბუპროფენი და ასპირინი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებია, ისინი შეშუპებას და თანმხლებ ტკივილს ამიცრებენ.

თუმცა, შეიძლება კუჭის ტკივილი გამოიწვიონ, გულის დაავადების და არტერიული წნევის შემთხვევაში, ექიმის გარეშე მიღება არ არის რეკომედნებული.